Get All Access for $5/mo

"ისეთი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია უნივერსიტეტებში და წიგნებში" Payze-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი Google-სა და 500 Startups-ის სპეციალისტების მასტერკლასებზე "სილიკონ ველიში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მოგეხსენებათ, 500 Georgia-ს გამარჯვებული 4 ქართული სტარტაპი, უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც "სილიკონ ველის" სტუმრობს, ეცნობა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემას, ხვდება საინტერესო სპიკერებს და ფინალური Demo Day Showcase-სთვის ემზადება, სადაც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და თავიანთი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვას ეცდებიან.

Entrepreneur თვალყურს ადევნებს "სილიკონ ველიზე" ქართველთა ვიზიტს და ამჯერად, გვსურს სტარტაპ Payze-ს თანადამფუძნებლის - კახა გელაშვილის კომენტარი შემოგთავაზოთ, იმ მასტერკლასის შესახებ, რომელიც Google-სა და 500 სტარტაპსის სპეციალისტებმა ჩაუტარეს ქართველ სტარტაპერებს.

"მასტერკლასზე, რომელიც მარკეტინგის ფარგლებში ჩაგვიტარეს, Google-ის და 500 Startups-ის სპეციალისტებმა, გაგვიზიარეს ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია უნივერსიტეტებში და იმ წიგნებში, რომლებსაც ქართველი მარკეტოლოგები კითხულობენ.

ეს არის გამოცდილება, რომელიც რეალურმა ცხოვრებამ აჩვენა, პროდუქტებმა, რომლებიც ასობით ქვეყანაში არის დღეს ხელმისაწვდომი და ის ცოდნა, რომელიც მათი პოპულარობის მოპოვებით შეაგროვეს ამ ადამიანებმა.

მათ აგვიხსნეს, თუ როგორ მუშაობს საერთაშორისო მარკეტინგი და იმ მომენტში, როდესაც ჩვენი კომპანია აკეთებს ახლა პირველ "expansion-ს" და უნდა დავიწყოთ მარკეტინგული სამუშაოები, უკვე საქართველოს გარეთ და საერთაშორისო მასშტაბით, გვითხრეს თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ, როგორ შევქმნათ კონტენტი, როგორ დამუშავდეს, ითარგმნოს, რა პროცედურები უნდა გაიაროს.

ეს იყო ძალიან საინტერესო ლექცია, რომელიც მათ ჩაგვიტარეს და ისეთი ინფორმაცია, რომელზეც ასე მარტივად ხელი არ მიგვიწვდებოდა.

შესაბამისად, უკვე ვიცით როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენი "expansion-ის" ფარგლებში ჩვენი კომპანიის მარკეტინგი." - ამბობს Payze-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი.

პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

სიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს

ღვინობისთვის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს გაიმართება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია