Sponsored Content

იშოპინგე კრიპტოთი: Dressup ჯგუფის ყველა მაღაზიაში!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრიპტოთი შოპინგზე რას იტყოდი? რომ შეგეძლოს კრიპტოს ავტოკონვერტაციით მარტივად შეიძინო ფეხსაცმელი, ქურთუკი ან ჩემოდანი? დაინტერესდი? მაშინ კარგი ამბავი გვაქვს – თუ Coinmania-ს ციფრული საფულე გაქვს, ეს უკვე შეგიძლია!

Coinmania x Electra Pay x Dressup ჯგუფი დამეგობრდნენ! კრიპტოს გამოყენებით, QR კოდის დასკანერებით, შოპინგი უკვე შესაძლებელია Dressup ჯგუფის 80-ზე მეტ მაღაზიაში თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში. სერვისი ხელმისაწვდომია Coinmania-ს საგადახდო პროვაიდერ Electra Pay-ის ციფრული ტერმინალით გადახდისას, ექსკლუზიურად Coinmania-ს მომხმარებლებისთვის. Dressup ჯგუფის პორტფელი აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: Levi's, Calvin Klein, Lacoste, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Jack & Jones და არამხოლოდ.

"Coinmania-ს მიზანი ყოველთვის იყო კრიპტოს გავრცელების წახალისება და ჩვენი მომხმარებლებისთვის კრიპტოს ყოველდღიურობაში გამოყენების შესაძლებლობების შექმნა. რადგან კრიპტო ჯერ კიდევ "ახალი ხილია", მნიშვნელოვანია ისეთი კრიპტომეგობრული კომპანიების ჩართულობა, რომლებიც ამ ინიციატივას ადრეულ ეტაპზე შემოუერთდებიან. გვახარებს პარტნიორობა Dressup ჯგუფთან, რომელიც მრავალი წელია ბაზარზე ხარისხისა და მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორი კრიპტომეგობრული ობიექტების სიას, სულ მალე, ყველასთვის ცნობილი კომპანიები დაემატებიან", თათული ქოჩაქიძე, Coinmania-ს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

როგორ გამოიყენო შენი კრიპტოაქტივები საშოპინგოდ?

  • მოითხოვე Dressup ჯგუფის ნებისმიერ მაღაზიაში კრიპტოს კონვერტაციით გადახდა
  • გაიარე ავტორიზაცია Coinmania-ს შენს საფულეში
  • დაასკანერე გადახდის QR კოდი
  • აირჩიე სასურველი კრიპტო (დარწმუნდი, რომ ბალანსი საკმარისია)
  • დააჭირე კონვერტაციას და მერე გადახდას. სულ ესაა!

მთავარია, იყო Coinmania-ს ვერიფიცირებული მომხმარებელი და გაიაქტიურო Coinmania-ს პარტნიორი საგადახდო პროვაიდერ Electra Pay-ს სერვისი. დაიწყე კრიპტოთი შოპინგი!