Sponsored Content

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი

  • 20.00 დარბაზი "ჯაზ ლაბი" - ლუკა თოფურია და მისი ბენდი
  • 21.00 სთარ სთეიჯი- ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)

10 მაისი

  • 20.00 დარბაზი "ჯაზ ლაბი" - მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
  • 21.00 სთარ სთეიჯი - გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა "სუპერ სტარზე" (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera "Jesus Christ Superstar")
  1. მაისი
  • 20.00 დარბაზი "ჯაზ ლაბი" - იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
  • 21.00 სთარ სთეიჯი- ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N'4Ever)

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა "ჯაზის საათი".

კომპანია "აუდიო ლაბის" ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

კახა თოლორდავას ფილმის "პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი" (ფილმი მეორე) პრემიერა.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი "მარკეტერი", ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი", სარეკლამო სააგენტო "ალმა".

ტექნიკური მხარდაჭერა: "ბეხშტაინი", "საუნდ სითი" და "ემ ეს ლაითსი".

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.