"ჯამბო" პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ადგილობრივად მოხალულ ყავას გთავაზობთ სუპერმარკეტში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჯამბო" "ნიკორა ტრეიდის" ახალი ყავის ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასით, სტაბილური გემოთი, ცოდნითა და ყავის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. ბრენდის შემქმნელებს სჯერათ, რომ შეუძლებელია, არ გიყვარდეს ყავა, თუ იცი რა არის ის.
"ჯამბოს" თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობა "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელშია შესაძლებელი. არჩევანი მრავალფეროვანია, შეკვეთა კი ძალიან ადვილი. "ჯამბო" ჯამში ათი სახეობის ყავას გვთავაზობს: ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეთ ვაითი, ლატე, ლატე დარიჩინით, ცხელი შოკოლადი და ცხელი შოკოლადი დარიჩინით. ბრენდის მიზანია, ხარისხიანი ყავა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და მისი ფასი განსაზღვრულია 3-დან 5,5 ლარამდე სახეობის მიხედვით.
"ჯამბოს" საქმიანობისა და ბრენდის მიზნების შესახებ Entrepreneur "ნიკორა ტრეიდის" ყავის განვითარების ხელმძღვანელს, თათია ზარქუას ესაუბრა.
რა იყო ბრენდის მთავარი ინსპირაცია და მიზანი?
"ჯამბოს" მთავარი ინსპირაცია მოდის იმ თანამედროვე ტენდენციებიდან, რომლებიც მსოფლიოში უკვე ფართოდ არის აპრობირებული. სუპერმარკეტი არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც საყიდლებისთვის დადიან. ის ჩვენი ცხოვრების სტილი და განუყოფელი ნაწილი ხდება.
მომხმარებლები სუპერმარკეტებში არა მხოლოდ პროდუქტებს ყიდულობენ, სხვა მომსახურებებსაც იღებენ – მაგალითად, როგორიცაა ყავა. ამ ტრენდის გათვალისწინებით, "ნიკორამ", როგორც ინოვაციურმა და განვითარებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ, გადაწყვიტა, რომ სუპერმარკეტის განუყოფელ ნაწილად უმაღლესი ხარისხის ყავა ექცია.
ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია ყავის კულტურის განვითარება ისეთ ადგილებში, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად სტუმრობენ. "ჯამბო" მომხმარებლებს გემრიელ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ყავას სთავაზობს.
"ჯამბოს" იდეა სწორედ ისაა, რომ პროდუქტის ხელმისაწვდომობა, ხარისხი და სიამოვნება გავაერთიანოთ. ასე გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ყავა ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად ვაქციოთ.
რა ხდის თქვენს პროდუქტს განსაკუთრებულს და რით არის "ჯამბოს" ყავა გამორჩეული?
"ჯამბო" იმითაა გამორჩეული, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ ახალმოხალულ, ხარისხიან ყავას, რომელიც ამავე დროს ხელმისაწვდომია და შესაძლებელია, ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს.
ჩვენი გუნდი უმაღლესი ხარისხის მწვანე მარცვალს არჩევს, მას ადგილობრივად, საქართველოში ხალავს და სტაბილურ გემოს უზრუნველყოფს. მომხმარებელი სუპერმარკეტში აგემოვნებს ახალმოხალულ ყავას, რომელიც თვეების წინ მოხალული პროდუქტისგან განსხვავდება უფრო მდიდარი, ცოცხალი არომატით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბაზარზე პირველი შემთხვევაა, როცა ბრენდი მომხმარებელს ასეთი ხარისხის ყავას სუპერმარკეტში სთავაზობს. მანამდე ეს ხარისხი მხოლოდ კაფეებთან და Coffee Shop-ებთან ასოცირდებოდა, ახლა კი "ნიკორას" მაღაზიათა ქსელში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია.
ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უმაღლესი ხარისხის ყავა არ ყოფილიყო ფუფუნების საგანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, რათა "ჯამბოს" ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა.
ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რა გამორჩეულ სერვისს სთავაზობთ მათ?
ჩვენი აუდიტორია მრავალფეროვანია. ყავის მოყვარულები, რომლებიც კომფორტსა და გემოს აფასებენ. ჩვენთვის ყავა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ემოცია და ყოველდღიური რიტუალის ნაწილია, რომელიც გვჯერა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ასევე, ის მომხმარებლები, რომლებისთვისაც ყავა ყოველდღიურობის ნაწილი არ არის, მაგრამ გვჯერა რომ ჩვენი გემო მათი ყავის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის.
ინოვაციური თვითმომსახურების აპარატებით, რომლებსაც Сoffee Box-ს ვეძახით და ახალმოხალული მარცვლებით "ჯამბო" არის ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებელია და მას სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად ვაწვდით სასურველ პროდუქტს.
საიდან ხორციელდება ყავის მარცვლების იმპორტი და რომელი ქვეყნის ბაზრებთან თანამშრომლობთ?
ჩვენ ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ვახორციელებთ, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია. სანდო მწარმოებლებსა და ფერმერებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც მაღალი ხარისხის მარცვლების მოყვანას უზრუნველყოფენ.
რა ქმნის ხარისხის სტანდარტს თქვენი ბრენდისთვის და რამდენად ჯანსაღია თქვენი პროდუქტი?
"ჯამბოს" ხარისხის სტანდარტი ეფუძნება ყავის წარმოების სრულ ციკლს, ყავის მარცვლის შერჩევიდან მის მომზადებამდე. ყველა ნაბიჯი პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე მაღალი ხარისხის მწვანე მარცვლებს ვარჩევთ, შემდეგია მარცვლების ადგილობრივად მოხალვის პროცესი. გვაქვს საწარმო, სადაც მარცვალს ადგილობრივად ვხალავთ, ხოლო ჩვენი Coffee Box-ების საშუალებით მომხმარებლამდე ახალდაფქული მიგვაქვს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ყავის ბუნებრივი და ცოცხალი არომატების შესანარჩუნებლად.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სტაბილური გემოა. "ჯამბოს" რობოტი აპარატი ყავას ყოველთვის ზუსტი პროპორციითა და ტემპერატურით ამზადებს, რის შედეგადაც, ყოველთვის ერთნაირად გემრიელ გემოს ვიღებთ.
სთავაზობთ თუ არა მომხმარებელს განსაკუთრებულ და უნიკალურ არომატებს?
ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. მალე კი დაგვემატება საცალოდ გასაყიდი ყავა, რომლის შექმნისას გავითვალისწინეთ სხვადასხვა გემოვნების ადამიანები და მათთვის სპეციალური ბლენდები მოვამზადეთ.
ჩვენ გვჯერა, რომ ყავა ინდივიდუალური ემოციაა და ამიტომ მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, იქნება ეს ნალექიანი, უნალექო, დაფქული თუ უკოფეინო ყავა. "ჯამბო" ნამდვილად ის ბრენდია, რომელთანაც ადამიანი საკუთარ გემოსა და ემოციას იპოვის.
როცა მომხმარებელი თქვენს ყავას დააგემოვნებს, როგორ ფიქრობთ, რა ემოციებს განიცდის და როგორ დაამახსოვრდება მისი გემო?
პირველი გრძნობა, რომელიც მომხმარებელს უჩნდება, არის: "ვაუ, რა გემრელია!", "მართლაც ძალიან გემრიელია!", "როგორი არომატულია!". ეს არის ის, რასაც ყველაზე ხშირად ვისმენთ. ჩვენი მთავარი მიზანიც ის იყო, რომ შეგვექმნა ისეთი ყავა, რომელიც გამორჩეულია.
სად არის თქვენი პროდუქციის გავრცელების არეალი?
"ჯამბო" "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში, თბილისსა და რეგიონებში 100-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი ყავის კულტურის პოპულარიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ "ჯამბო" სრულიად ახალი ბრენდია და 2025 წლის აპრილში გამოჩნდა ბაზარზე, უკვე პოპულარობით სარგებლობს და წლის ბოლომდე გაფართოებასაც ვაპირებთ. საქართველოს მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" 200 ფილიალში ვიქნებით.
"ჯამბოს" შემქმნელებს გვჯერა, რომ შეუძლებელია იცოდე, რა არის ყავა და მთელი გულით არ გიყვარდეს, სწორედ ამიტომ, ბრენდ სააგენტო Headache-თან ერთად შევქმენით ყავის ექსპერტი, პერსონაჟი ჯამბო, რომელსაც ყავა უზომოდ უყვარს და ამ სიყვარულს ცოდნის გაზიარებით გამოხატავს. იგი მზად არის ყველა კითხვაზე გიპასუხოთ და უგემრიელესი ყავით გაგიმასპინძლდეთ. სწორედ ამას გამოხატავს "ჯამბოს" სლოგანი, "ყავაზე ჩემთან". გვეამაყება, რადგან ბაზარზე ნამდვილად გამორჩეული ყავის ბრენდი შევქმენით.