Get All Access for $5/mo

ჯანსაღი პროდუქტი და მაღალი დონის მომსახურება - სუპერმარკეტი "ნატურალი" ახალ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სუპერმარკეტი "ნატურალი" მომხმარებლებს ახალ სივრცეში ელის. ნაძალადევის მოსახლეობას განახლებულ ფილიალში ახალ, მოწესრიგებულ ზონებთან ერთად თვითმომსახურების კომფორტული აპარატები და მიწისქვეშა პარკინგიც დახვდება.

როგორც "ნატურალის" მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ზექალაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ განახლებული სივრცე მომხმარებლებისთვის მრავალი კუთხით გააუმჯობესებს გამოცდილებას.

"პირველი სარგებელი იქნება დროის დაზოგვა, რაც მარტივი და სწრაფი შესყიდვის პროცესს გულისხმობს. ისევე, როგორც პარკინგი, რომელიც დამატებითი კომფორტია მათთვის, ვინც დიდ შესყიდვებს ახორციელებს საოჯახო მარაგებისთვის ან უბრალოდ გადატვირთულ ქუჩაში უჭირს მანქანის გაჩერება", - ამბობს ნინო.

მისივე თქმით, მთავარი, რაც მომხმარებლებისთვის არ შეიცვლება, არის ახალი, ჯანსაღი ნედლული და უმაღლესი დონის მომსახურება.

სუპერმარკეტი უკვე რამდენიმე წელია, ნაძალადევის მოსახლეობას ნატურალური პროდუქტით ამარაგებს. ამას კი "ნატურალი" საკუთარი ფერმის პროდუქციით აკეთებს, საიდანაც ყოველდღიურად მარკეტებს სრულიად ახალი და ჯანსაღი ნედლის ხორცის პროდუქტები და რძის ნაწარმი მოეწოდებათ.

"ასევე, აქ მუდამ ხდება მზა კვების ყოველდღიური რეალიზაციაც, რაც მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია".

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად "ნატურალი" მომხმარებელს უამრავ აქციასა და ფასდაკლებას ჰპირდება როგორც მათ წარმოებულ, ისე სხვა პროდუქციაზე. სუპერმარკეტში მისულ მყიდველებს, როგორც ყოველთვის, ამაღლებული საახალწლო განწყობა და ბავშვებისთვის გასართობი აქტივობები.

სუპერმარკეტს კონკურენტებისგან მრავალი განმასხვავებელი სერვისი აქვს. როგორც ნინო გვიყვება, ეს, პირველ რიგში, არის ფერმა. სწორედ ასე უზრუნველყოფს "ნატურალი" მომხმარებლებისთვის ახალი და ჯანსაღი ხორცისა და რძის პროდუქტების მიწოდებას. გარდა ამისა, სხვა შედარებით მცირე ზომის ქსელური მარკეტებისგან განსხვავებით, "ნატურალს" აქვს საკუთარი მზა საკვების ხაზიც.

"გვაქვს ასევე თონე და საცხობი, ნახევარფაბრიკატები, რესტორანი, ივენთების კომპანია - თითოეული მიმართულება აქტიურად ვითარდება და ერთი მეორის მხარდამჭერია", - აღნიშნავს ნინო.

"ნატურალი" 2014 წელს დაარსდა. სუპერმარკეტის შექმნის მოტივაცია მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქტების მიწოდება იყო. ეს სურვილი დღემდე მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება "ნატურალის" გაფართხოებისა და განვითარების საკითხში.

ნინო ზექალაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კოლექტივს, აქ დასაქმებულ ადამიანებს.

"ჩვენი თანამშრომლები გამოირჩეიან საქმისადმი სიყვარულით და გუნდური მუშაობის პრიცნიპით. თავიდან უბნის სუპერმარკეტში ამავე უბნის მცხოვრებლები დავასაქმეთ, რამაც იმდენად კოლექტიური გარემო შექმნა, რომ დღეს მათ გარეშე კომპანიის საქმიანობა წარმოუდგენელია", - გვიყვება ნინო.

"ნატურალის" გეგმებში გაფართოებას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უახლოეს მომავალში ნაძალადევის ტერიტორიაზე კაფისა და რესტორნის გახსნა იგეგმება. ნინოს თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ადამიანებს შეკრების ადგილები მხოლოდ ცენტრალურ უბნებში არ ჰქონდეთ და საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად გარეუბნებშიც შეეძლოთ მყუდრო გარემოში მოხვედრა.

"ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ ცენტრალური უბნები კი არ იყვნენ აქტიური, არამედ გარეუბნებიც, სადაც შეკრების ადგილების სიმცირეს მოსახლეობა მართლაც განიცდის."

გარდა ამისა, "ნატურალის" გეგმებში სუპერმარკეტების ქსელის გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნაც შედის, რაც სწორედ 2024 წლიდან დაიწყება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"