ჯი-თი მოტორსმა საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჯი-თი მოტორსმა" BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის ხეივანის 216 ნომერში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო, ახალი, ე.წ. L shape შოურუმი გაიხსნება 2024 წელს და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.
ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად: დროებითი შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს დასკვნითი საზეიმო ღონისძიება. შოუს კულმინაციის დროს BMW-ს სრულიად ახალი მე-7 სერიის მოდელი, სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ინსტალაციის ფონზე BMW-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ვინსენტ რესმანმა წარადგინა.
შოურუმის გახსნას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი - დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი - კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი - დანიელ მეილერი, გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი - ფრან ვეიშაუპტი და ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე დაესწრო გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.
პრეზენტაციაზე სხვა მოდელებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყო ლიმიტირებული M5 CS. აღნიშნული მოდელი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 1000 ერთეული არსებობს, აქედან 9 ერთეული კი უკვე საქართველოშია. აღსანიშნავია, რომ პირველი მოდელი, რომელიც კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისთანავე გაყიდა იყო სწორედ M5 CS, რაც მსოფლიო მასშტაბით იშვიათი და უნიკალური ფაქტია.
"ჯი-თი მოტორსის" მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება შეადგენს 10 მილიონ დოლარს, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 200-მდე ადამიანს.
"ჯი-თი მოტორსი" ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს და BMW-ს და MINI-ს გარდა, აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.