Get All Access for $5/mo

J&J ტრენინგ ცენტრი მოსამართლეთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კიდევ ერთ კურსს იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

150-ზე მეტი საჯარო თუ კორპორაციული სამართლებრივი ტრენინგი, 1 500-ზე მეტი გადამზადებული სპეციალისტი და 50-მდე მოწვეული ტრენერი - ასეთია J&J ტრენინგ ცენტრის სამწლიანი მუშაობის შედეგი. ცენტრი სექტემბრიდან მოსამართლეთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსს გამოცდის ჩაბარების მსურველებს კიდევ ერთხელ შესთავაზებს.

ტრენინგ ცენტრს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გამართვის მდიდარი გამოცდილება აქვს, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსამართლის გამოცდის მოსამზადებელ კურსზე პირველად გამოაცხადა მიღება. Entrepreneur-თან საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნინა ჯულაყიძე, აღნიშნავს, რომ ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებზე მოთხოვნა მაღალია.

მაღალ მოთხოვნას ორი ფაქტორი განაპირობებს - პირველ რიგში, J&J ტრენინგ ცენტრის მიერ შერჩეული მენტორები. აქ მოსულ იურისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ქვეყნის წამყვანი პროფესიონალები - მოსამართლეები და ადვოკატები ეხმარებიან. შერჩეული მოსამართლეები სასამართლო პრაქტიკის შემოქმედნი არიან, რომელთაც ასეთი გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის წაკითხვის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

"როცა საუბარი კურსისთვის შესარჩევ ტრენერებს ეხება, ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ საუკეთესოს. ორივე კურსის ფარგლებში ტრენერებს მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურორები წარმოადგენენ. გათვლა გვაქვს პროფესიონალიზმზე, რომელიც განაპირობებს კმაყოფილ მსმენელს და იგი ჩვენთან სხვა ტრენინგისთვის აუცილებლად დაბრუნდება. თითოეული კურსის ფარგლებში სწორად გვაქვს გადანაწილებული დასაფარი თემატიკა და ტრენერი, ამ საკითხში კი საუკეთესოდ სწორედ იმიტომ ვერკვევით, რომ ცენტრის დამფუძნებლები მოქმედი იურისტები და ადვოკატები ვართ", - ამბობს ნინა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ახალგაზრდა იურისტების ნაკადები უერთდება დასაქმების ბაზარს, კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა არ იკლებს. ეს კი მოტივაციას აძლევს, როგორც გამოცდილების მქონე, ისე ახალბედა პროფესიონალებს, ჩვენი ცენტრის ტრენერების მეშვეობით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

გადამზადების კურსები სრულად არის მორგებული გამოცდის ფორმატს. ნინა ამბობს, რომ ამ მხრივ J&J ტრენინგ ცენტრის კურსები მართლაც უნიკალურია, რადგან ბაზარზე მხოლოდ ისინი სთავაზობენ დაინტერესებულ პროფესიონალებს ყოველი დისციპლინის ჭრილში ტესტურ დავალებებზე მუშაობას.

"ვინაიდან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სწორედ ტესტური ხასიათისაა, კურსის დასასრულს მსმენელებს ვუტარებთ ტესტირებას, სადაც რეალურად ამოწმებს საკუთარ თავს", - გვეუბნება მიხეილ ჯულაყიძე.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსიც ანალოგიურად არის მორგებული ჩასაბარებელი გამოცდის სპეციფიკას. უნდა აღინიშნოს, ეს გამოცდა ყველაზე რთულ გამოცდადაა ქვეყანაში აღიარებული.

მოთხოვნის არსებობამ ტრენინგ ცენტრის დამფუძნებლებს გადააწყვეტინა მოსამართლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის სისხლის სპეციალიზაციის მოსამზადებელი კურსის დამატება. ეს კურსი უნიკალურია ქართულ ბაზარზე და ტრენერებისა თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.

"გაზაფხულის ნაკადზე მრავლად გვყავდნენ ისეთი იურისტები, რომლებიც პროფესიაში სიღრმისეული გადამზადებით იყვნენ დაინტერესებულები. სამთვიანი ინტენსიური გადამზადება სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით 25-მდე მსმენელმა წარმატებით დაასრულა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მადლობის სათქმელად პირადად გვირეკავდნენ, რადგან ვერ მალავდნენ კმაყოფილებას", - იხსენებს ნინა ჯულაყიძე.

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანია: ტესტური დავალება და კაზუსის ამოხსნა. J&J ტრენინგ ცენტრის ლექციათა განრიგი იმგვარად არის აწყობილი, რომ ტესტური და წერითი დავალებების სტრუქტურის განხილვას თითოეულ დისციპლინაში ერთი სრული სალექციო დღე ეთმობა.

"ამ ეტაპზე გამოცდის თარიღი უცნობია, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ამჟამინდელი მსმენელები ოქტომბრის ბოლოს ერთწლიან სწავლებას დაასრულებენ, ახალი კანდიდატებისთვის გამოცდის ზუსტი თარიღიც განისაზღვრება", - ამბობენ ტრენინგ ცენტრში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, J&J ტრენინგ ცენტრის ორგანიზებულ კურსებზე მსმენელს შესაძლებობა აქვს, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში აირჩიოს ის ცალკეული მიმართულება და ნორმატიული აქტები, რაშიც მას სურს ცოდნის გაღრმავება. თითოეული კურსი დისციპლინებად არის დაყოფილი და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, საფასურიც სალექციო საათების შესაბამისად გადაიხადოს.

ნინა ჯულაყიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ აქამდე დაგროვილმა გამოცდილებამ ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელებს აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კურსის ხარისხის კონტროლი და მაღალი თამასის შენარჩუნება. J&J ტრენინგ ცენტრში კარგ კურსს ქმნის სწორად შერჩეული ტრენერი, მისი უნიკალური გამოცდილება და გზა, თუ რა გამოცდილება დააგროვა ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში.

"ვფიქრობთ, რომ J&J ტრენინგ ცენტრმა ბაზარზე დაამკვიდრა სამართლებრივი ტრენინგების ორგანიზების მაღალი სტანდარტი, რასაც, თავის მხრივ, ჩვენი მოწვეული სპეციალისტებისა და ტრენინგ ცენტრის მოტივირებული გუნდის მეშვეობით ვაღწევთ".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი