Get All Access for $5/mo

კახური სამზარეულო ევროპაში – "დერგის" წარმატების ისტორია რესტორნის მენიუ, რომლის შექმნაზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კახეთში, სოფელ ნუკრიანში, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე გასტრონომიული მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებს ერთი საინტერესო რესტორანი - "დერგი" ელოდებათ, რომელიც კახური სამზარეულოს მარგალიტებს აერთიანებს.

რესტორანი 2021 წელს გაიხსნა და ის 3,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, რომელიც აერთიანებს: სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებს, მარანს, თონეს, დუქანს, ტერასასა და ვერანდებს. რესტორანში შეხვდებით როგორც დიდ წვეულებებზე გათვლილი სანადიმო დარბაზს, ასევე შედარებით მცირე ზომის სივრცეს, რომელიც დახურულ წვეულებებზეა ზედგამოჭრილი.

რესტორნის მენიუ, რომლის შექმნაზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა, ქართულ-კახურ სამზარეულოს მოიცავს და ის არაერთ უნიკალურ კერძს აერთიანებს, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ "დერგშია" შესაძლებელი. რაც შეეხება პროდუქციას, რა თქმა უნდა, ის ნატურალურია და სამზარეულო ადგილობრივი ბაზრიდან მარაგდება.

რესტორნის პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს მეღვინეობა GK Winery, რომელშიც გამოიყენება როგორც ღვინის წარმოების უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგია, ასევე ტრადიციული ქვევრი, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სავიზიტო ბარათია.

GK Winery-ს წარმოების ღვინოს არაერთი ჯილდო და აღიარება აქვს მოპოვებული, მათ შორის: WinExpo Georgia 2022-ზე "ქისი" დაჯილდოვდა ვერცხლის, ხოლო "საფერავი" - ბრინჯაოს მედლით. გარდა ამისა, 2024 წელს IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსში "ქისმა" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც GK Winery-ში განმარტავენ, ძირითადი აქცენტი კეთდება უნიკალური სახეობის კახურ ღვინოებზე, როგორიცაა: "ვარდისფერი რქაწითელი" და "ბუდეშურისებური საფერავი". აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩასულ სტუმრებს სადეგუსტაციო მარანი დახვდებათ, სადაც შესაძლებელი იქნება ზემოხსენებული ღვინოების დაგემოვნება და "დერგის" სარესტორნო სივრცეში მათი შეკვეთა. ღვინის გარდა, მარანში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ხელსაწყოები და ნივთები, რომელთა დახმარებით კახეთში ღვინოს საუკუნეების წინ აყენებდნენ.

კომპანიის დამფუძნებლის ეკა რუხაძის თქმით, GK Winery-ს მიერ წარმოებული ღვინო უკვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი რეალიზაცია ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას განვითარებასა და გაფართოებაში აქტიურად ეხმარება.

სწორედ გაფართოების გეგმის ნაწილია გერმანიაში, ჰანოვერში ახალი რესტორნის გახსნა, რომლის მიზანი ევროპის შუა გულში ქართული კულტურის ჩატანა იქნება.

"ვინაიდან, კახეთში ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს, მათი მხრიდან ხშირად იყო დაინტერესება ევროპაში ქართული ტრადიციული რესტორნის გახსნის მიმართ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, "დერგის" ბრენდი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილის სტრატეგიულ ქალაქ ჰანოვერში გაგვეტანა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ქართული სამზარეულოსადმი მათი მზარდი ინტერესი განაპირობებს. ჰანოვერის გარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ევროპული ქალაქების კვლევა და მოლაპარაკებები. მაგალითად, დაინტერესება არის დიდი ბრიტანეთიდან. კომუნიკაცია გვაქვს იქაურ რამდენიმე სომელიესთან და ღვინის იმპორტიორთან, შესაბამისად, ერთ-ერთი ქალაქი, სადაც მომდევნო რესტორანს გავხსნით, ვიმედოვნებთ, რომ ლონდონი იქნება". - განაცხადა ეკა რუხაძემ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია