Get All Access for $5/mo

კარანტინის ზონებს ორგანიზებას ტურიზმის დეპარტამენტი უკვე 10 დღეა წარმატებით უზრუნველყოფს სიტყვა კარანტინი საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს ალბათ, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურიზმის დეპარტამენტი

უკვე ათი დღე გავიდა მას მერე რაც საქართველოს პრემიერი მინისტრის დავალებით და შესაბამისი მთავრობის განკარგულებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საქართველოს მასშტაბით კარანტინის ზონების შექმნა, მოწყობა და შემდგომი მართვა. ასევე, ყველა იმ ადამიანის კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ლოჯისტიკური საქმიანობების ორგანიზება რომელსაც სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინი ეხება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელი მარიამ ქვრივიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კომენტარს აკეთებს ჩატარებული სამუშაოების და მიმდინარე პროცესების შესახებ:

"სიტყვა კარანტინი საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს ალბათ, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის. მეტიც, გეტყვით რომ სამჯერადი კვება, კარგი სასტუმრო, ხშირ შემთხვევაში კარგი ხედიც, სრული სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (ჭადრაკისებრი განლაგებითა და ე.წ. Lunch box-ებით სავარძლებზე) და 24/7 სამედიცინო და უსაფრთხოების მონიტორინგი ადგილზეა.
ასევე, ულევი პოზიტივი კარანტინში მყოფი სხვა ადამიანებისგან და სასტუმროების გმირი თანამშრომლებისგან რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე.

დღეს საქართველოს მასშტაბით 1600-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ კარანტინის ზონად ქცეულ 22 სასტუმროში.

კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია.

ვამაყობ რომ ასეთ მნიშვნელოვან, ურთულეს და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
ვამაყობ როცა კარანტინში მყოფი ადამიანების მადლიერ და სასიამოვნოდ გაოცებულ პოსტებს ვკითხულობ.

ამ პროცესში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration უკლებლივ ყველა თანამშრომელს რომლებსაც 24 საათში საშუალოდ 2 საათიც ვერ სძინავთ პროცესის სამართავად, ყველა იმ სასტუმროს თანამშრომელს (მზარეულს, სერვისში თუ მიმღებში მყოფს), მფლობელს და მმართველ გუნდს რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, ყველა სამედიცინო და უსაფთხოების სამსახურის წარმომადგენლებს რომლებიც 24/7 უზრუნველყოფენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებაზე, გუბერნატორებს, DMO-ებს რეგიონებში და ადგილობრივ თვითმართველობებს. აჭარის მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას!

ახლა უკვე იცით თუ რამდენი ადამიანი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებში და ჩვენივე ქვეყანაში - კარანტინში კარგია.

ძალა ერთობაშია და მალე ერთად დავამარცხებთ COVID-19!"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია