Sponsored Content

"ქარავანი" - კოკა-კოლას და VELI.store-ის კოლაბორაციით შექმნილი თამაში ველის აპლიკაციაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი წელი ბევრისთვის ქალაქში ჩავლილი კოკა-კოლას ქარავნის გარეშე წარმოუდგენელია, VELI.store-ის წლევანდელი დაპირება კი თითოეულ მომხმარებლამდე ახალი წლის მიტანაა, ყველა საჭირო პროდუქტითა თუ განწყობით. სწორედ ამ მიზნით, ველიმ და კოკა-კოლამ ახალი თამაში "ქარავანი" შექმნა, რომელიც მხოლოდ VELI.store-ის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი.

თამაშის პრინციპი ძალიან მარტივი და თითქმის ყველასთვის ნაცნობია, კოკა-კოლას ქარავნით მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი ქილის შეგროვება უნდა შეძლონ. თამაშს ყოველდღიურად ეყოლება გამარჯვებული, რომელიც 24 საათში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს და ველისგან საჩუქრად 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

ველის ძალიან ბევრი ადამიანი საახალწლო საჩუქრებისთვის საშოპინგოდ ირჩევს, რის გამოც კოკა-კოკალისთვის, როგორც ახალი წლის ჯადოსნობასთან და მსოფლიოს ყველა სანტასთან ასოცირებული ბრენდისთვის, ველი თანამშრომლობისთვის საინტერესო პლატფორმა აღმოჩნდა.

"ჩვენთვის ეს პროექტი გუნდში იდეის გაჩენიდან, საბოლოო შტრიხებამდე ძალიან სახალისო გამოწვევა აღმოჩნდა. შემოქმედებითი და ტექ გუნდების ჩართულობის შედეგად ველის სტილში შექმნილი, მაქსიმალურად კომფორტული, საინტერესო სამომხმარებლო გამოცილების მქონე თამაში მივიღეთ. ამ უნივერსალური თამაშით გვინდა ადამიანებს შოპინგისას განტვირთვის შესაძლებლობა მივცეთ და შევუქმნათ საახალწლო განწყობა თამაშით, რომელიც შეიძლება ნებისმიერისთვის საჩუქრის მომტანიც კი აღმოჩნდეს." - თათია კარიაული, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი

"ქარავანი" მხოლოდ ველის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი, შესაბამისად თამაშისთვის აუცილებელია გადმოწერო აპლიკაცია, თუ რეგისტრირებული არ ხარ შექმნა შენი ექაუნთი და გაიარო ავტორიზაცია.

გადმოწერე ველის აპლიკაცია და ითამაშე "ქარავანი"

Related Topics