Get All Access for $5/mo

კარგი დამსაქმებელი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - "თიბისი ლიზინგი" 20 წლისაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზურა გუგუშვილი, ნუგზარ ლოლაძე, თეო ლეჟავა, გაგა გოგუა, გიორგი მაისურაძე

უკვე 20 წელია, რაც "თიბისი ლიზინგი" ათასობით მომხმარებელს საინტერესო და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. ამ დროის განმავლობაში, "თიბისი ლიზინგი" ქართულ ბაზარზე წამყვან და სანდო სალიზინგო კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტფელი აქვს, ბაზრის 80%-ზე მეტი წილით.

კომპანიის პროდუქტები და სერვისები საინტერესოა, როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი და მსხვილი კომპანიებისთვის. "თიბისი ლიზინგის" გუნდი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი სერვისები სწრაფი, მოქნილი და პროდუქტიული იყოს მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, კომპანია მუდმივად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მიმწოდებლებთან და რაც მთავარია, განსაკუთრებული ორგანიზაციული კულტურით გამოირჩევა.

ლიზინგი, ეკომეგობრული და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების წყაროების დაფინანსების საუკეთესო გზად მიიჩნევა. ხშირად მას "მწვანე პროდუქტადაც" მოიხსენიებენ. შესაბამისად, "თიბისი ლიზინგი" ამ მიმართულებით არაერთ CSR-აქტივობას ახორციელებს და "მწვანე ინიციატივების" აქტიური ლობისტია საქართველოში.

კომპანიის 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისა და მათი "მწვანე ინიციატივების" შესახებ Entrepreneur "თიბისი ლიზინგის" ბრენდისა და ადამიანებზე ზრუნვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეო ლეჟავას ესაუბრა.

როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანიამ, რა სახის უნიკალური სალიზინგო პროდუქტები შექმენით გასული 20 წლის განმავლობაში?
"თიბისი ლიზინგი" 2003 წელს დაარსდა და წელს შემოდგომაზე 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს იყო ძალიან საინტერესო, გამოწვევებით და ვიტყოდი, ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებებით აღსავსე 20 წელი.

ქართულ რეალობაში სიტყვა "ლიზინგი" და "თიბისი ლიზინგი" რომ ერთად ჩნდება, უკვე მეტყველებს დაწყებული საქმის მნიშვნელობაზე. ჩვენი ხედვა და სტრატეგია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებას ემსახურება და მოხარული ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში ასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს შევთავაზეთ მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები.

მათ შორის, ბევრი სტარტაპისთვის გავხდით პირველი ნაბიჯების საიმედო პარტნიორი, ვირწმუნეთ მათი იდეებისა და პოტენციალის მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ძლიერი საყრდენი − როგორც ფინანსური, ასევე ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებებით.

ვამაყობთ, რომ ვართ "მწვანე ინიციატივების" აქტიურად ლობისტი კომპანია. ვიზიდავთ საერთაშორისო სახსრებს და ვერთვებით გარემოსდაცვით პროგრამებში, ვახალისებთ ელექტროავტომობილებისა თუ მზის პანელების დაფინანსებას. თუმცა, ყველაზე ხშირად იმას აღვნიშნავთ, რომ კომპანიის მასშტაბის ზრდის, ადგილობრივ თუ უცხოურ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებისა და პროპორციულად მომატებულ დასაქმებულთა რაოდენობის ფონზე, ყველაზე მთავარი − კორპორაციული კულტურა და გუნდურობა, მთავარ აქტივად რჩება. ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ჩვენი გუნდისთვის საამაყო პროექტი დაგროვდა, რომლებსაც მიმდინარე წელს სიამოვნებით გავუზიარებთ აუდიტორიას.

თქვენი აზრით, 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რა არის "თიბისი ლიზინგის", როგორც კომპანიის, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება და რა სახის გამოწვევების გადალახვა მოუწია ამ შედეგის მისაღებად? არასაბანკო, თუმცა საფინანსო ინსტიტუტი ვართ, ამიტომ წარმატებაზე ციფრები მეტყველებენ. ვიტყოდი, რომ მოცემულ ეტაპზე ბაზრის 82%-იანი წილით, მართვის ქვეშ მყოფი 400 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელით ქვეყნის წამყვან სალიზინგო კომპანიად პოზიციონირება მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ ძვირფასია ფაქტი, რომ ჩვენ მიერ ალტერნატიული დაფინანსების წყაროს შესახებ ცნობადობის ამაღლება ავტომატურად ნიშნავს ლიზინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამიტომ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ როგორც ჩვენი, ასევე კონკურენტებისა და ზოგადად, ბაზრის განვითარების საკითხებში. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ღირებულებები, რომლებსაც მთელი გუნდი ვიზიარებთ და ვემსახურებით. არ მინდა ზედმეტად გაცვეთილად ჟღერდეს, თუმცა ყველაზე მარტივი ენით შემიძლია ვთქვა, რომ შენარჩუნებული კორპორაციული კულტურა და კმაყოფილი თანამშრომლები ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

რამდენი ხანია, რაც "თიბისი ლიზინგი" აქტიურად ეწევა CSR-საქმიანობას და რა გავლენა აქვს მას კომპანიის განვითარების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსხვილმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყონ CSR-აქტივობების განხორციელება?
ჩვენ ვიზიარებთ "თიბისი ჯგუფის" პოლიტიკას, რომელიც, დამეთანხმებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში, ლიზინგი, როგორც დაფინანსების წყარო, ყველაზე მდგრადი გადაწყვეტილებაა, რადგან ხელს უწყობს აქტივის ხანგრძლივი ვადით ფლობას, გონივრულ ინვესტიციას და მაქსიმალურ გამოყენებას. ამავდროულად, ეკომეგობრული და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების წყაროების დაფინანსების საუკეთესო გზად მიიჩნევა. შესაბამისად, ლიზინგი "მწვანე" პროდუქტია. ამიტომაც, CSR-საქმიანობის დაგეგმვისას, სწორედ ამ პერსპექტივით ვხელმძღვანელობთ.

რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის "მწვანე ინიციატივების" მხარდაჭერა? რა ტიპის ღონისძიებებს ახორციელებთ ამ მიმართულებით და რა როლს ასრულებს იგი კომპანიის კომერციულ საქმიანობასა და CSR-ში?
თანამედროვე გამოწვევების წინაშე კერძო სექტორის აქტივობა განსაკუთრებით ქმედითუნარიანია, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანია ერთიანი ორგანიზმია და კომერციული საქმიანობა ცალკეულად მიმდინარე პროცესი არ არის − იგი აბსოლუტურად უნდა უპასუხებდეს კორპორაციულ ხედვასა და მიზნებს. ჩვენს შემთხვევაში ე.წ. "მწვანე პორტფელის" მოცულობა 25 მლნ ლარია და ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვან პროდუქტებს ვთავაზობთ, მათ შორის: ალტერნატიული ენერგიის მისაღებად ქარისა და მზის სადგურების დაფინანსებას; განსაკუთრებულ პირობებს ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე. რაც მთავარია, აღნიშნული მიმართულებით გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობასა და ყურადღებას ვიმსახურებთ, რაც სხვადასხვა ტიპის ფინანსურ რესურსში აისახება.

არანაკლებ საინტერესოა შიდა აქტივობები, მაგალითად: წლებია რაც მაკულატურას ვაგროვებთ, წიგნებში ვცვლით და სხვადასხვა სოფლის ბიბლიოთეკებს ვეხმარებით; რამდენიმე თვეა ნარჩენების აქტიურ სეპარაციაში ვართ ჩართული და პლასტმასასა თუ ფურცელს შესაბამის ყუთში ვათავსებთ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განვითარების დიდი შესაძლებლობა გვაქვს და აუცილებლად გავზრდით აქტივობებს. მათ შორის, აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტებზე, რომლებიც მიმართული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, რომლებიც ქალ მეწარმეებს ეკუთვნით.

ნარჩენების სეპარაცია ახსენეთ. მოგვიყევით "თიბისი ლიზინგსა" და "ტენეს" შორის გაფორმებულ მემორანდუმზე. რას მოიაზრებს ეს თანამშრომლობა და რა სახის სარგებლის მომტანია ორივე მხარისთვის? იგეგმება თუ არა სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება?
ნარჩენების მართვის საკითხზე დიდი ხანია ვფიქრობთ, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთულია. თქვენი მკითხველი კარგად იცნობს "ტენეს" პირველ ქართულ და ამავდროულად მსოფლიოში პირველ ეკომეგობრულ USB-კაბელის მწარმოებელ კომპანიას, რომლის მიზანი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა. სწორედ "ტენესთან" დამეგობრებით დავიწყეთ ნარჩენების, პლასტმასასა და ქაღალდის სეპარირება.

რა გახდა "პრო ბონო"-საქმიანობის წამოწყების ინსპირაციის წყარო და რა როლს თამაშობს იგი თანამშრომლების კმაყოფილებაში?
დასაქმებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები, თუმცა გადატვირთული დღის რეჟიმის გამო უჭირთ განსაზღვრონ, რა ტიპის საქმიანობით შეძლებენ ამას, ან რა სახის ნაბიჯები უნდა გადადგან აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ "პრო ბონო"-აქტივობას შევუწყობთ ხელს. "პრო ბონო", იგივე pro bono publico ("საზოგადოების საკეთილდღეოდ") ნიშნავს და გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად.

უფრო დეტალურად გაგვაცანით "პრო ბონო"-საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ თუ განხორციელებულ პროექტებ.
ჩვენს შემთხვევაში, მედიატორების ჩართულობით მოვიძიეთ პროექტები, რომლის განსახორციელებლად გამოვყოფთ რესურსს. შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებს შეუძლიათ გამოთქვან კეთილი ნება და გასცენ კონსულტაციები მცირე საწარმოების განვითარების პროცესში, მათ შორის სამუშაო საათებში.

ადგილობრივ, განსაკუთრებით რეგიონებში არსებულ მცირე ზომის საწარმოებს ვეხმარებით საკომუნიკაციო თუ ბიზნესგანვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და განხორციელებაში, ასევე, მათთან კონკრეტული საჭიროებების მოგვარების გზებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ორი ასეთი პროექტი დავასახელო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სამკითხველო სივრცე და კერამიკის მცირე საწარმო თბილისში.

რამდენიმე სიტყვით ვისაუბროთ ასევე "თიბისი ლიზინგის" გუნდზე. რამდენად დიდი გუნდი და რა ტიპის აქტივობები ხორციელდება თანამშრომლების განვითარებისთვის?
გუნდი ჩემთვის ის თემაა, რომელზე საუბრისას "ფრთებს ბოლომდე ვშლი". შემთხვევითი არ არის, რომ 4 წლის წინ, "თიბისი ლიზინგში" გადმოსვლისას განყოფილების სახელი "ბრენდსა და ადამიანებზე ზრუნვის დეპარტამენტად" ჩამოვაყალიბეთ. ჩვენთვის "ადამიანური რესურსები" ზედმეტად ვიწრო განსაზღვრებაა და გვსურდა მთავარი ელემენტი − "ზრუნვა" ჩაგვემატებინა. კომპანიის ნებისმიერი წარმატების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანები არიან, შესაბამისად ჩვენთვის მათზე ზრუნვა განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას დასაქმებულთა საჭიროებების დონეზე ჩავიდეთ და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. იმისათვის, რათა ყოველდღიური საქმიანობა რუტინული არ გახდეს, ვცდილობთ მათ ინტერესებსა და პროფესიულ განვითარებაზე მორგებული კურსები თუ ტრენინგები შევთავაზოთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მასშტაბურ სტაჟირების პროგრამებს ვახორციელებთ და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში მოხვედრისა და განვითარების საშუალებას ვაძლევთ ახალგაზრდებს, რომელთაც არ გააჩნიათ, ან ძალიან მცირე სამუშაო გამოცდილება აქვთ. სიხარულით შემიძლია აღვნიშნო, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათეულია. ეს ორმხრივად სასარგებლო პროცესია, რადგან ერთი მხრივ, კომპანიაში გვყავს მუდმივად განვითარებადი, ცნობისმოყვარე, ცოცხალი კადრები, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდებს/სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისწავლონ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და დაიწყონ კარიერული წინსვლა "თიბისი ლიზინგთან" ერთად.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი გუნდურობა, რადგან გასაუბრებაზე მოსული ადამიანები ხშირად აფიქსირებენ, რომ სმენიათ ჩვენი შიდა კულტურისა და კარგი გუნდის შესახებ. შესაბამისად, მათთვის ეს ერთ-ერთი მოტივაციაა ჩვენთან მუშაობის დასაწყებად, რაც ნამდვილად გვეამაყება. ამ ეტაპზე 150-მდე ადამიანისგან შემდგარი გუნდის კმაყოფილების შეფასებისას ობიექტურობა რომ არ დავკარგოთ, ხშირად ვატარებთ კვლევებს და დაფიქსირებული ციფრების მიხედვით ვგეგმავთ მომავალ აქტივობებს.

როგორია "თიბისი ლიზინგის" სამომავლო გეგმები, მას შემდეგ, რაც გასული 20 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა?
უპირველესად, გასული 20 წლის შეჯამებაზე, საინტერესო პროექტების შესახებ საუბარსა და ჩვენი თანამშრომლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაზე ვიზრუნებთ. რა თქმა უნდა, არ დავივიწყებთ მათ, ვინც ჩვენი განვითარების პროცესში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს − ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს. ვფიქრობ, სამომავლო გეგმებში ლიზინგის შესახებ ცნობადობის ამაღლების მასშტაბური კამპანიები, ახალი, საინტერესო ბიზნესების მხარდაჭერა და ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა პრიორიტეტული.

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".