Get All Access for $5/mo

ქართული ბრენდები საერთაშორისო პლათფორმებზე - ელ. კომერციის აქსელერაციის პროგრამის დემო დღე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის მერიისა და ევროკავშირი საქართველოსთვის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორის "სპარკის" ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა. დემო დღეზე გამარჯვებული 3 ბიზნესი სულ მალე ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოჩნდება, როგორიცაა Amazon და Etsy, ისინი ასევე გამართავენ თავიანთ ონლაინ გაყიდვებს Shopify-ზე.

ელ.კომერციის 1 თვიანი სატრენინგო კურსი 20 ივნისს, "ლოლიტას" საკონფერენციო სივრცეში, დემო დღით დასრულდა. პროექტის მონაწილეები სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ ღამბაშიძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქართული ბიზნესებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის რამდენიმე მონაწილე ბიზნესი სამომავლო თანამშრომლობისთვის საინტერესოა:

"მოხარული ვარ რომ მსგავსი პროგრამა განხორციელდა. არდა გამარჯვებულებისა, რამდენიმე თქვენგანთან მაქვს შემოთავაზება, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს. ადლობა წარმოდგენილი პრეზენტაციებისთვის".

სპარკის გენერალური მენეჯერის, თამთა გველესიანის თქმით, პროექტის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, მონაწილე კომპანიებმა საინტერესო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს ექსპორტის, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე პროდუქტების განთავსების მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომში თავიანთი საქმიანობის წარმატებით წარმართვაში.

"პროექტის მეორე ეტაპზე გამარჯვებული გუნდები მიიღებენ 15 000 ლარამდე ინვესტიციას თავიანთი პროდუქტის Amazon, Etsy და Shipify - პლატფორმებზე განთავსებასა და გაყიდვის სტიმულირებისთვის"

"ოსმო", "ფუნდუკი" და "ჰენდიქრაფტი" ეს ის კომპანიებია, რომლებმაც მოახერხეს ჟიურის წევრების დარწმუნება, რომ ისინი მზად არიან გაიტანონ თავიანთი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე და დაიწყონ საერთაშორისო გაყიდვები.

ოსმო - ბრენდი, რომელიც ქმნის ძველი ქართული ისტორიითა და თანამედროვეობის შერწყმით შთაგონებულ ჩანთებსა და აქსესუარებს, ჟიურის ერთ-ერთი უპირობო რჩეული გახდა.

"დიდესი მადლობა სპარკს ამ არაჩვეულებრივი და ინოვაციური პროექტისთვის. ვენთვის დიდი გამოწვევა იყო E-commerce აქსელერაციაში მონაწილეობა და მთელი ჩვენი კოსმიური გუნდი მოხარულები ვართ გამარჯვებით. მაზონზე ჩვენი კოსმიური იდეების ფრთების შერწყმა ახლა იწყება".

ბიზნესი, რომელიც ასევე მიიღებს სპარკის ინვესტიციას "ჰენდიქრაფტია"- ჩვილთა და ბავშვთა განმავითარებელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. ხელნაკეთი ხალიჩები, ალბომები და სხვადასხვა სახის ინტერაქციული თუ გასართობი ქართული პროდუქტები უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავა.

"ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი პროდუქტები მალე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავა. იდი მადლობა სპარკის არაჩვეულებრივ გუნდსა და მენტორებს იმ შესაძლებლობებისთვის, რაც პროგრამის თითოეულ მონაწილეს მოგვცეს."

"E-commerce აქსელერაციის" კიდევ ერთი გამარჯვებულია "ფუნდუკი" -ეკო-მეგობრული ბრენდი, რომელიც ქმნის ტექსტილის ნაწარმსა და ინტერიერის დეკორებს.

თბილისის მერია და ევროკავშირი საქართველოსთვის სტარტაპების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას სხვადასხვა სახის პროგრამებით მომავალშიც განაგრძობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია