Get All Access for $5/mo

ქართული ელექტრონული კომერციის ზრდა Promocodius-ის ექსპერტების მიხედვით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, ბიზნეს სამყარო უკვე ცხადად ხედავს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც იწვევს ელექტრონული კომერციის ბუმს. ელექტრონული კომერცია ქმნის იმ კომფორტს, რომელიც მოაქვს პროდუქტის შეძენას კომპიუტერით ან ტელეფონით. ქართული ელ-კომერციის ზრდაზე მიგვითითებს საქსტატის კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ 1 წლის განმავლობაში, საქართველოში მომხმარებელთა 23.8 პროცენტმა პროდუქტი ინტერნეტის საშუალებით შეიძნა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შედეგს 2.6 პროცენტით აღემატება.

ელექტრონული კომერციის ზრდის მიზეზები

მომხმარებლებისთვის, ელ-კომერცია შესაძლებელს ხდის პროდუქციისა და მომსახურების შეძენას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ სასურველი და საჭირო პროდუქტები უფრო სწრაფად, ყოველგვარი სამუშაო საათების შეზღუდვის გარეშე. რა თქმა უნდა, ელექტრონული კომერცია კომპანიებისთვისაც მომგებიანია. ისინი იძენენ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა სოციალური მედიის რეკლამები, SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი, რის შედეგადაც იზრდება შესაძლებლობა ხმა მიაწვდინონ მასობრივ სამიზნე აუდიტორიას, რომელიც მზად არის ახალი პროდუქტის შესაძენად.

საქართველოში (და არამხოლოდ) ინტერნეტის საშუალებით პროდუქტის შეძენის სწრაფი ზრდა კოვიდ19-ს პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. ადამიანებს არ ჰქონდათ გადაადგილების საშუალება, მაშასადამე უფრო დიდი სიხშირით მიმართავდნენ სასურველი პროდუქტის ონლაინ შესყიდვის ხერხს. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაში ციფრული ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომერციის სტატისტიკური მაჩვენებელი არ დადაბლებულა პანდემიის შეზღუდვების გაუქმების შემდეგ.

პრომო კოდის როლი ელექტრონული კომერციის განვითარებაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ელექტრონული კომერციის განვითარებას ხელი შეუწყო, არის კომპანიების მიერ პრომო კოდების გამოყენება. პრომო კოდების გამოყენება საინტერესო გზაა მომხმარებლის ლოიალურობის შესანარჩუნებლად და სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად. სწორედ შემუშავების შემთხვევაში, პრომო კოდები მომგებიანია როგორც მყიდველისთვის, ასევე კომპანიისთვის. მსგავსი არჩევნის არსებობა მყიდველისთვის წარმოადგენს პროდუქტის შეძენის დამატებით საბაბს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრომო კოდის გამოყენება სასურველი და მიმზიდველია როგორც ახალი, ასევე მუდმივი მომხმარებლისთვის. პრომო კოდები მოიცავს კომპანიის სახელს, ვებსაიტის მისამართსა და ბრენდირებას. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების რიცხვის გასაზრდელად, არამედ ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ამ ყველაფრის შედეგად, ბუნებრივია, იმატებს კლიენტურა და ცნობადობა. კომპანია promocodius.com -ის (რომელიც მოქმედია მრავალ ქვეყანაში) ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება პრომო კოდების გამოყენების რიცხვი. სწორედ ამ პროგნოზზე დაყრდნობით განიხილება Promocodius-ის ქართული ფილიალის გახსნა.

ელ-კომერციის მომავალი

შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული კომერციის წარმატებამ და სწრაფმა ზრდამ დიდი გავლენა იქონია საცალო ვაჭრობაზე. მსგავსი მომსახურების მეშვეობით მომხმარებელი შეუზღუდავი რაოდენობის პროდუქტს შორის აკეთებს არჩევანს. ინდუსტრიის ანგარიშებიდან გამომდინარე, ელექტრონული კომერცია 2022 წლის ბოლომდე გლობალური გაყიდვების 20.4%-ს დაიკავებს, რაც ხუთი წლის წინ სულ რაღაც 10%-ს შეადგენდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ელ-კომერციის სივრცე სულ უფრო და უფრო ხალხმრავალი ხდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"