Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ქართული ლარის უახლოესი მომავალი - განაგრძობს თუ არა ვალუტა გამყარებას?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წელი სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ უცნაური პერიოდია. წამყვანი სავალუტო ერთეულები, როგორიცაა დოლარი და ევრო მასიურ გაუფასურებას განიცდიან, რის ფონზეც, მცირე სიხშირით გამოყენებადი ვალუტები, როგორიცაა ლარი და რუბლი, გამყარების ტენდენციას განაგრძობენ.

იმის ფონზე, რომ ქართული ლარის საფასო ტენდენციები ბოლო ორი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა, 2023 წლის პროგნოზები კიდევ უფრო საინტერესო და ნაკლებად ზუსტი ხდება. დღეს სწორედ ლარის ფასის ბოლო ცვლილებებზე, მისი გამყარების ფაქტორებსა და უახლოეს პროგნოზებზე ვისაუბრებთ.

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი პანდემიიდან დღემდე

ქართული ლარის აქტიური გამყარება 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2020 წელს, პანდემიამ არა მარტო ლარის, არამედ სხვა ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია. საპირისპიროდ, მასიურად გამოყენებადი ვალუტები, როგორიცაა აშშ დოლარი და ევრო, მნიშვნელოვნად გამყარდა. ეს მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული, თუმცა მთავარი მიზეზი ვალუტაზე მოთხოვნის მყისიერი და მასიური ზრდა იყო.

2020 წელს, ქართულმა ლარმა რეკორდული გაუფასურება განიცადა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა, როდესაც ფასი 22%-ით დაეცა. ისეთი ეროვნული ვალუტებიც, როგორიცაა რუსული რუბლი და თურქული ლირა, მაღალ გაუფასურებას განიცდიდნენ. ქართული ლარის მსგავსმა გაუფასურებამ ქვეყანაში ინფლაცია 5%-ით გაზარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელსაც ეკონომიკის სფეროს, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს, შემზღუდველი რეგულაციების დაცვით უწევდათ საქმიანობა, ლარის კურსის სათანადოდ გამყარება შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი სექტორი, რომელმაც ლარის გაუფასურება შედარებით შეამცირა, ტურიზმი იყო. ამასთან, პანდემიის მესამე ტალღის პერიოდში, ლარის კურსმა ძლიერი რყევა დაიწყო და საშუალო ფასი, დოლართან მიმართებით, 3.4 - 3.6 -ის ფარგლებში იცვლებოდა.

ლარის კურსის ტენდენცია 2022 წელს

2022 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული ლარისთვის. ორ წლიანი მასიური გაუფასურების შემდეგ, ვალუტამ მნიშვნელოვნად დაიწყო გამყარება. ეს გამოწვეული იყო მთელი რიგი მიზეზებით, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ვინაიდან პანდემია და რეგულაციები აღარ წარმოადგენდა ბაზრისთვის შემაფერხებელ გარემოებას, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება ბევრად შესაძლებელი გახდა. დღევანდელი მონაცემებით, ქართული ლარის ფასი, აშშ დოლართან მიმართებით 2.7-2.8 შუალედში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ფასი დღიურად განიცდის გამყარებას. მაგალითისთვის, 18 ოქტომბერს, ლარის ფასი 0.0096 ლარით გამყარდა, წინა დღესთან შედარებით.

აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია 2022 წლის აპრილიდან შეინიშნება. კონკრეტულად, თუ იმავე წლის თებერვალში, ფასი დაახლოებით 6%-იან გაუფასურებას განიცდიდა, აპრილში ის 4.3%-ით გამყარდა. 2022 წლის შემოდგომაზეც, გამყარების ტრენდი უცვლელი რჩება, რაც ექპსერტებს კიდევ უფრო დამაიმედებელი პრონოზების გაკეთების საშუალებას აძლევს.

რა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის გამყარება 2022 წელს

როგორც უკვე აღინიშნა, ლარის გამყარების მასიურ ტენდენციაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, თუმცა საწყისი მიზეზი, პანდემიით გამოწვეული რეგულაცეიბის მოხსნა იყო. ბიზნესს, ისევე როგოროც ერთეულ ადამიანებს, თავისუფლად შეეძლოთ სხვადახვა ფინანსური საქმიანობის განხორციელება, რამაც დადებითი გავლენა იქონია საბანკო, საფინანსო, ტურიზმის და სხვა სექტორებზე.

მაღალმა მოთხოვნამ და რეგულაციების გაუქმებამ, გაზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები. აღნიშნულში იგულისხმება, არა მხოლოდ ინდივიდუალური გზავნილები უცხოეთიდან, რაც რეკორდულად მაღალი დაფიქსირდა 2022 წლის გაზაფხულზე, არამედ საბანკო სესხებზე მოთხოვნის ზრდაც. პანდემიის გარდა, ინდივიდუალური გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებულმა ომმა და საქართველოში მზარდმა მიგრაციამ გამოიწვია.

დადებითი ტენდენციების ფონზე, ინტერესი და ჩართულობა სავალუტო ბაზართან და ვაჭრობასთან მიმართებით, გაიზარდა. გამოჩნდა ბევრი ახალი საკონსულტაციო სერვისი, როგორიცაა investfox.com, რაც თავისთავად ხელს უწყობს გაზარდოს ინდივიდთა როლი, საერთო სავაალუტო პოლიტიკის გაუმჯობესებასა და გამყარებაში.

ამასთან, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ქვეყანას ათი ათასობით ვიზიტორი ეწვია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებების ნაკადი. კონკრეტულად , 2022 წელს, ერთი თვის მანძილზე ქვეყანაში 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 2021 წელს დაახლოებით 60%-იან გაზრდილ მაჩვენებელს გულისხმობს.

აღნიშნულთან ასევე კავშირშია საერთაშორისო ვაჭრობაში გამოვლენილი დადებითი ტენდენციები, ექსპორტის კუთხით. სხვადასხვა გლობალური ფაქტორის გათვალისწინებით, ნედლეულზე საექსპორტო ფასი, მკვეთრად გაიზარდა. საქართველო ამ მხირვ საკმაოდ აქტიურია მსოფლიოს ბაზარზე, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, მაღალ ფასში განეხორციელებინა ექსპორტი და ამ გზით გაეზარდა უცხოური ვალუტის შემოდინების სიხშირე.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის ცვლილება და მიმდინარე პერიოდისთვის, არსებული ინფლაციის დონეა. ცნობილია, რომ მაღალი ინფლაცია თავისთავად მოიცავს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. საქართველოში 2022 წელს, ეკონომიკური სექტორის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ შორის იყო ინფლაციის დონეც და სწორი მონეტარული პოლიტიკის არჩევა.

2023 წლის პროგნოზები, ლარის კურსთან მიმართებით

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი ქართული ლარის ფასთან მიმართებით დადებითი ცვლილებით გამოირჩევა, 2023 წელის ტენდენციები კვლავ გაურკვეველია. გლობალური ვითარება მსოფლიო ბაზარზე, ჯერ კიდევ დაძაბულია, რაც მეტ წილად რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომითა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დამატებითი სანქციების დაწესებით არი გამოწვეული. პროგნოზი განსკაუთრებით რთულია, როდესაც ევროპა სანქციების მეცხრე პაკეტის გააქტიურებას იწყებს და საქართველო კვლავ ინარჩუნებს რუსეთთან გარკვეულ სავაჭრო პარტნიორობას.

2022 წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა 2023 წლისთვის კვლავ ნავარაუდებია, რომ ევროსთან მიმართებით ის კვლავ სუსტი დარჩება. ეს მეტ წლად კვლავ გლობალური პრობლემებით და შეცვლილი მონეტარული პოლიტიკით იქნება გამოწვეული.

როგორი გავლენა ექნება ამ ყველაფერს ლარის კურსზე რთული სათქმელია. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამყარების ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება, რადგან საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული სექტორი მნიშვნელოვანი განვითრების ეტაპებს გადის. ეს თავისთავად დაეხმარება ქვეყანას, შეინარჩუნოს უცხოური ვალუტის შემოდინების მაღალი მაჩვენებელი.

ვინაიდან ომი კვლავ აქტიურ ფაზაშია, ნავარაუდებია, რომ რუსეთიდან გზავნილები კვლავ მაღალი იქნება. ეს დადებით გავლენას მოახდენს უცხოური ვალუტის შემოდინების მაჩვენებელზე.

გამყარების ტენდენციის შენარჩუნება გამოწვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული აუქციონების შედეგადაც. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა, რამაც ლარის რამდენიმე დღიანი მცირედი გაუფასურება მარტივად აღმოფხვრა. შესაბამისად, მსგავსი აუქციონები და ეროვნული ბანკის სავაჭრო აქტივობები დაეხმარება ქვეყანას, 2023 წელსაც შეინარჩუნოს ლარის გამყარების ტენდენცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი