Get All Access for $5/mo

"ქართული სახლი" 10 წლისაა!... "ქართული სახლის" შექმნა ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან მოყოლებულ გამოცდილებასა და მასში ჩადებულ შრომას უკავშირდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ქართული სახლის" შექმნა ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან მოყოლებულ გამოცდილებასა და მასში ჩადებულ შრომას უკავშირდება.

ოჯახის საქმიანობა 1998 წლიდან იღებს დასაბამს. თამარ მათიკაშვილმა და ბაჩო ლუხუტაშვილმა 10-ზე მეტი წარმატებული რესტორანი შექმნეს, პირველი მათგანი კი, თაბუკაშვილის ქუჩაზე გახლდათ. წლების გამოცდილებამ, მათ გაუკვალა გზა უფრო დიდი, საფუძვლიანი ამბიციისაკენ, რაც მოიცავდა ინოვაციურ იდეას, წამოეწყოთ მასშტაბური სარესტორნო პროექტი. პროექტის მიზანი იყო სხვადასხვა გასტრონომიული მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანება, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალ საქმიანობას უფრო დიდი ღირებულებებისა და წარმატებისთვის, სწორი პარტნიორი სჭირდებოდა. მათ შეუერთდა ადამიანი, რომლის მონაწილეობაც, ჩანაფიქრის პროგრესული განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა. 2013 წლის 7 მარტს, გაიხსნა "ქართული სახლი". კონცეპტუალური კვების ობიექტის გახსნას, ქალაქში უკვალოდ არ ჩაუვლია. საზოგადოება აღფრთოვანებით საუბრობდა ობიექტზე, რომელიც საინტერესო, იშვიათი არქიტექტურა-დიზაინითა და დეკორაციებით, ხალხისთვის უჩვეულო მიზიდულობას წარმოადგენდა. ეს იყო ადგილი, ყველა გემოვნებისა და სურვილის მქონე ადამიანისთვის. ქალაქი საუბრობდა მომსახურების ახალ სტანდარტზე, ტრადიციული ქართული სამზარეულოს გემოზე.

"ქართული სახლი" საკუთარი ისტორიის წერას 10 წლის წინ შეუდგა და განვლო მრავალფეროვანი გზა, რომელიც მოიცავდა ბევრ საინტერესო პროცესს. ბრენდის შენების პირველივე დღიდან ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს მომხმარებლამდე იმ ემოციის მიტანა, რასაც ქართული სტუმარ-მასპინძლობა ჰქვია. რიგი დაბრკოლებების მიუხედავად, "ქართული სახლის" გუნდმა მოახერხა თავიანთი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შეექმნა სტრუქტურული ჯაჭვი, რომელიც განაპირობებდა სტუმრისთვის სასიამოვნო და ჰარმონიული გარემოს მიწოდებას.

ქართული სახლის "ისტორიის დაწერაში", განსაკუთრებული წვლილი, მასში მომუშავე ადამიანებს მიუძღვით. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანი გამორჩეული სითბოთი გიმასპინძლებთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. მათ გათავისებული აქვთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ღირსშესანიშნაობა. გუნდის დიდი ნაწილი, გახსნის დღიდან ქართული სახლის ოჯახის წევრია და 10 წლის განმავლობაში, მილიონზე მეტ სტუმარს გამასპინძლებია, ეს კი მეტად ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმს. "ქართული სახლის" თანამშრომელთა პოზიცია არა მხოლოდ მათი პროფესია, არამედ მათი შინაგანი მასპინძლობის კულტურის გამოვლინებაა, რომელსაც სიყვარულით გამოხატავენ თითოეული სტუმრის მიმართ," აღნიშნავს "ქართული სახლის" თანადამფუძნებელი, თამარ მათიკაშვილი.

2023 წლის 7 მარტს "ქართულ სახლს" 10 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში, ბრენდმა შეძლო თავისი სტაბილურობითა და აქტუალურობით, მოწინავე ადგილის შენარჩუნება ბაზარზე. "ქართული სახლი" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს განვითარებასა და ახალი იდეების დანერგვას. თანამედროვე, კრეატიული იდეები კი, ახალი თაობის ასპარეზია. მომავალმა თაობამ გადაწყვიტა ოჯახურ ბიზნესში ჩართვა. ისინი საერთაშორისო განათლების მიღებითა და სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკული მიღწევებით, სრულ მზადყოფნაში არიან ახალი გამოწვევისთვის. სწორედ ამიტომ, თეონა და ანდრია შეუერთდებიან "საოჯახო რელიქვიის" ხელმძღვანელობას.

"ქართული სახლის იდეურობა მდგომარეობს სტუმარ-მასპინძლობის ღირებულებების სწორად გაზიარებასა და თითოეული ჩვენი სტუმრის განსაკუთრებულ სიყვარულში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ იმის წარმოჩენას, რომ სტუმარ-მასპინძლობა არის ქართული ოჯახის ანარეკლი, გრძნობა-ემოციათა ერთობლიობის, სიამოვნების განცდისა თუ მინიჭების კულტურა... დროსთან ერთად, ფაქტობრივად, სხვაფერდება ქართული სამზარეულო და ახალი გემოვნური თვისებები, თუ კერძის წყობის სტილისტიკა მკვიდრდება საზოგადოებაში. ქართული სახლის ორიენტირი კი, სტუმრისთვის კერძების ტრადიციული სახით შეთავაზებას წარმოადგენს, რადგან მიგვაჩნია, რომ ნამდვილი, ოჯახური გემო თუ გარემო უნიკალური და შეუცვლელია," აცხადებს "ქართული სახლის" თანადამფუძნებელი, თამარ მათიკაშვილი

თეონამ და ანდრიამ გუნდთან ერთად დაგეგმეს ქართული სახლის რებრენდინგი და კონცეფციის განახლება, რომელიც ბრენდის მისიას უფრო მეტად უსვამს ხაზს.

"ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა წევრები, ქართული სახლის გუნდთან ერთად, მომართულები არიან სიახლეების დანერგვისკენ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რებრენდინგი და კონცეფციის განახლება, რომელიც უფრო მეტად უსვამს ხაზს ბრენდის მისიას - მომავალ თაობებს სწორად გადასცეს მასპინძლობის არსი, რომელიც წარმოადგენს ადათად აღიარებულ და დღეს უკვე კულტურულ მემკვიდრეობაში ძეგლად დამტკიცებულ ფასეულობას. ამასთან, აპრილის თვეში, განსხვავებული ფორმატითა და შეცვლილი დიზაინით შემოგთავაზებთ სადღესასწაულო სივრცეს. გარდა ამისა, საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ სხვა პროცესების შედეგებსაც, რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ," აღნიშნავს თამარ მათიკაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია