ქართული სტარტაპი ''ელექსირი'' ევროპის ბაზარზე გადის! ქართული სტარტაპის მიერ წარმოებულმა სადეზინფექციო საშუალებებმა ხუთივე ტიპის სადეზინფექციო სექტორის ავტორიზაცია გაიარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელექსირი

„ელექსირი" საქართველოს ბაზარზე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც გერმანიის ჰიგიენის ცენტრალური ლაბორატორიის უმაღლესი სტანდარტით EN 13727 (2012+A2:2015) და EN 14476 (2013+A2:2019) ჩატარებული კვლევის თანახმად, ანადგურებს კორონავირუსს.

„ელექსირის" ეკოლოგიურად სუფთა და ბიოსადეზინფექციო საშუალებები სულ მალე ევროპის ბაზარზე გამოჩნდება.
ქართული სტარტაპის მიერ წარმოებულმა სადეზინფექციო საშუალებებმა ხუთივე ტიპის სადეზინფექციო სექტორის ავტორიზაცია გაიარა.

საერთაშორისო აღიარებას, წინ უძღვოდა სხვადასხვა კვლევა, რომელიც ევროპის წამყვან ლაბორატორიებში ტარდებოდა, საბოლოოდ კი მარეგისტრირებელმა ორგანომ (European chemicals agency) ქართული ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ევროპის ერთიან რეესტრში შეიტანა ყველა ტიპის სადეზინფექციო მიმართულებით.
• PT1 - ადამიანის სხეულის ჰიგიენა
• PT2 - სხვადასხვა ზედაპირის და ინვენტრარის დეზინფექცია.
• PT3 - ცხოველთა დეზინფექცია.
• PT4 - საკვების ჰიგიენა.
• PT5 - სასმელი წყლის გაუსნებოვნება.
„ელექსირი" ფლობს ხარისხის საერთაშორისო ნიშანს, სურსათის უვნებლობის (ISO 22000), გარემოზე ზემოქმედების მართვის (ISO 14001) და მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატებს (ISO 9001)
კომპანიაში აცხადებენ, რომ აქტიურად ეძებენ კვალიფიციურ დისტრიბუტორებს მთელი ევროპის მაშტაბით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ტანსაცმლის ქართულ ბრენდ "რუმორის" გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

"რუმორი" ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდი მარიამ გოგიბედაშვილის და ნიკა კომახიძის მიერ დაარსდა

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ