Get All Access for $5/mo

ქართული ინტერნეტინდუსტრია მეკობრული ინტერნეტსაიტების წინააღმდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ქართული მედია, კომერციული და საინფორმაციო ინტერნეტპორტალები შეშფოთებას გამოთქვამენ ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინტერნეტმეკობრეობის მაღალი მაჩვენებლის გამო. მათი აზრით, ინტერნეტმეკობრეობა ხელს უშლის ინტერნეტ ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

ანტიმეკობრულ ცენტრს უერთდებიან ისეთი გავლენიანი ქართული ონლაინ პლატფორმები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, როგორებიცაა Entrepreneur, Georgia Today, IPN.GE, TKT.ge, popsport, mygroup, ინოვაციების სააგენტო და სხვა. აღნიშნული საიტები და ორგანიზაციები მოითხოვენ სიტუაციის გაჯანსაღებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და მოუწოდებენ რეკლამის დამკვეთ კომპანიებს, არ განათავსონ რეკლამა არალეგალურ საიტებზე და ამით ხელი შეუწყონ ინტერნეტის ინდუსტრიის განვითარებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ინტერნეტსივრცეში.

იმ პირობებში, როდესაც ქართული ლეგალური ინტერნეტსაიტების შემოსავლის უდიდეს წყაროს სარეკლამო შემოსავლები წარმოადგენს, რამდენიმე ქართული ვებსაიტი სრულიად უკანონოდ, არალიცენზირებული კონტენტის მეშვეობით ითვისებს ინტერნეტ სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილს.

მსგავსი არალეგალური ვებსაიტები სარეკლამო სივრცის გაყიდვას ახერხებენ ათასობით არალეგალური კონტენტის განთავსებით მოზიდული ვიზიტორიბს ხარჯზე. მნიშვნელოვნად ზარალდებიან ლეგალური საიტები, რომლებიც ქმნინან ორიგინალ კონტენტს ან ლეგალურად ყიდულობენ, იქნება ეს ტექსტუალური, აუდიო თუ ვიდეო მასალა.

შესაბამისად, ქართულ ინტერნეტ სივრცეში არის შექმნილი არაკონკურენტუნარიანი და არაჯანსაღი გარემო, რაც ამ ინდუსტრიას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი, ისევე უცხოელი ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია რომ ინტერნეტ მეკობრეობის და არაჯანსაღი მდგომარეობის გამო, ფერხდება სხვა და სხვა საერთაშორისო მსხვილი ინტერნეტ მოთამაშეების დაინტერესება საქართველოს მიმართ, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გააჯანსაღებს და სტიმულს მისცემს ადგილობრივ ბაზარს გუგლის სარეკლამო ქსელის გააქტიურება საქართველოში და ქართულ საიტებთან თანამშრომლობა.

საქართველოში ინვესტორებს აქვთ ინტერესი ქართული ლეგალური სტრიმინგ საიტების მიმართულებით, მაგრამ ამ პირობებში წარმოუდენელია აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება, არსებული ინტერნეტმეკობრეობის მასშტაბიდან გამომდინარე.

"ქართული ლეგალური ინტერნეტსაიტების შემოსავლის უდიდეს წყაროს რეკლამა წარმოადგენს, მეკობრეული ვებსაიტები სრულიად უკანონოდ, არალიცენზირებული კონტენტის მეშვეობით ითვისებენ ინტერნეტ სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილს. მსგავსი არალეგალური ვებსაიტები სარეკლამო სივრცის გაყიდვას ახერხებენ ათასობით არალეგალური კონტენტის განთავსებით მოზიდული ვიზიტორების ხარჯზე. აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად ზარალდებიან ლეგალური საიტები, რომლებიც ქმნიან ორიგინალ კონტენტს ან ლეგალურად ყიდულობენ მას, იქნება ეს ტექსტუალური, აუდიო თუ ვიდეო მასალა. ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებული არაკონკურენტუნარიანი გარემო, ამ ინდუსტრიას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, როგორც ადგილობრივი, ისევე უცხოელი ინვესტორებისთვის", - აცხადებს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟანიშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ტექნოლოგიური ტრენდები

Carusell - მანქანის ყიდვა/გაყიდვის სწორი გზა

"რადგან ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ ეს საქმე, გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელიც ხალხს შეერჩია და მისი მეწილენიც გამხდარიყვნენ"