ქართველი პროფესორები მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ნიდერლანდების სამეფოში მიიწვიეს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

27-29 სექტემბერს მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმსა და კონფერენციას მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), Studio Europa და EIPA (European Institute of Public Administration) მასპინძლობს, ღონისძიებაში ევროპის მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ დარგობრივი ექსპერტები და წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, მათ შორის კი, 3 ქართველი პროფესორია.



სულხან-საბა ორბელიანის ბიზნესისა და ტენოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა - თამთა მიქაბერიძემ, პროფესორებმა - ნინო პაპაჩაშვილმა და მარინე თავართქილაძემ კონფერენციაზე წარადგინეს კვლევის ძირითადი მიგნებები თემაზე: "Non-tariff Measures in Georgia-EU trade: Institutional Harmonization and Challenges".

"ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაციისთვის მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, გავიაზროთ, რატომ არის ეკონომიკურად ხელსაყრელი ევროპაში ინტეგრაცია და თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობა. Აღნიშნული სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენთვის უახლესი სამეცნიერო შეფასებებისა და დასკვნების მისაღებად.სწორედ, ევროკავშირთან დაახლოების მრავალმხრივი ასპექტებიდან, ჩვენ ვიკვლევთ იმ ინსტიტუციონალური დაახლოების გამოწვევებს, რომლებიც სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და საქართველოს ექსპორტის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი…ჩვენი კვლევის შედეგებს აქვს როგორც თეორიული ღირებულება, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის" - თამთა მიქაბერიძე, საბაუნის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

როგორც პროფესორმა, მარი თავართქილაძემ განმარტა, სიმპოზიუმში მონაწილეებად არჩევა მათი კვლევის აქტუალობამ განაპირობა: "ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოებისა და ქართული ექსპორტის სტიმულირების მიზნით ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ჩავატარეთ ქართველ ექსპორტიორებთან კვლევა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში და მიღებული შუალედური შედეგები წარვადგინეთ სამეცნიერო კონფერენციაზე, რასაც მნიშნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან".

აღსანიშნავია,რომ პანელურ დისკუსიაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მცირე, განვითარებადი ქვეყნების ევროკავშირთან ინსტიტუციური განვითარებისა და დაახლოების საკითხებმა. პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი კი, ევროპული განვითარების გამოწვევების პანელის ხელმძღვანელად მიიწვიეს. ევროპელ პარტნიორებთან სესიების ფარგლებში დაისახა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივები.