Sponsored Content

კავკასიის უნივერსიტეტში კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი CU Game Fest 2023 ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CU Game Fest

კავკასიის უნივერსიტეტმა კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს - CU Game Fest 2023 - უმასპინძლა, რომელიც 11-12 თებერვალს CU-ის კამპუსში გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტი არა მხოლოდ მასპინძელი, არამედ მხარდამჭერი იყო ღონისძიების, რომელშიც მონაწილეობას საქართველოდან 6000-მდე ადამიანი იღებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე Global Game Jam გაიმართა, რომელიც CU Game Fest 2023-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყანა. კავკასიის უნივერსიტეტი, ასევე, იყო Global Game Jam-ის მხარდამჭერი, რომელმაც დეველოპერებისთვის მეტი მოტივაციის მისაცემად საპრიზო ფონდი დააწესა.

CU Game Fest 2023-ის ფარგლებში კიბერსპორტის კონკრეტულ სახეობებში დეკემბრიდან დაიწყო ონლაინ შესარჩევი ტურები, რის შემდეგაც ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოვლინდნენ საუკეთესო კიბერ სპორტსმენები, რომლებიც 11 და 12 თებერვალს CU-ში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საფინალო ეტაპზე კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც კიბერსპორტში, ასევე ქოსფლეის მიმართულებით (კოსტიუმირებული შეჯიბრი). საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც დამთვალიერებელს ასევე საშუალება ჰქონდა, რომ თვითონაც მიეღო მონაწილეობა და სხვადასხვა კომპიუტერულ მოწყობილობებზე ეთამაშათ.

CU Game Fest 2023 არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი კიბერსპორტში, რომელიც აერთიანებს: კიბერ სპორტს; რეტრო გეიმინგს; სამაგიდო თამაშებს; ტექნოლოგიურ გამოფენას; საქართველოში შექმნილი თამაშების გამოფენას; თამაშების შექმნის კონკურს; ქოსფლეის (კოსტიუმირებული შეჯიბრი); გეიმინგ კონფერენციას; ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა (Flea Market).