Kazunion Tour Operator By Rustar დაუვიწყარ მოგზაურობასა და ახალ გამოცდილებას გთავაზობთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kazunion Tour Operator By Rustar საერთაშორისო ტუროპერატორია, რომლის მისიაა, მოგზაურობა დაუვიწყარ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გამოცდილებად აქციოს. კომპანიის გამოცდილების, მიზნებისა და გეგმების შესახებ Entrepreneur ესაუბრა Kazunion Tour Operator by Rustar-ის გენერალურ დირექტორს, დავით გაბადაძეს.

თქვენი კომპანიის შესახებ გვიამბეთ, რა არის თქვენი მთავარი იდეა და მიზანი?

ჩვენი მთავარი იდეა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტურისტული პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენ ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და ახალ შესაძლებლობებს ვქმნით, როგორც მოგზაურების, ისე პარტნიორი ტურისტული სააგენტოებისთვის.

სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, ქართულ ბაზარზე ჩარტერული რეისები დავამატეთ კატარის მიმართულებით, რომელიც 15 ოქტომბრიდან დაიწყება, რათა ქართველ მოგზაურებს მაღალი ხარისხის, კომფორტული და ალტერნატიული გზები შევთავაზოთ ახალი მიმართულებების აღმოსაჩენად.

როდიდან დაიწყეთ საქმიანობა ქართულ ბაზარზე და მანამდე რა საერთაშორისო გამოცდილება გქონდათ?

საქართველოში Kazunion Tour Operator By Rustar-მა საქმიანობა 2025 წელს დაიწყო, თუმცა კომპანიის საერთაშორისო ისტორია სათავეს ბევრად ადრე, 2009 წელს იღებს. წლების განმავლობაში ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ტურისტულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართულ ტურისტულ ბაზარზე მაღალი ხარისხის სერვისები და ინოვაციური მიდგომები დავამკვიდროთ. დღეს საქართველოს ტურისტულ სივრცეშიც სწორედ ეს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ხედვა ინერგება.

რას მოიცავს თქვენი სამომხმარებლო სერვისები და რას სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს?
Kazunion Tour Operator By Rustar არის საერთაშორისო ტუროპერატორი, რომლის ძირითადი მომხმარებელია B2B სეგმენტი – ტურისტული სააგენტოები და მოგზაურობის სფეროში მომუშავე აგენტები. ჩვენ მათ ვაწვდით მრავალფეროვან და სრულყოფილ ტურისტულ პროდუქტებს, რომლებიც მოიცავს:

  • ჩარტერულ ფრენებს
  • ორგანიზებულ ტურებს
  • სასტუმროების დაჯავშნას
  • VIP მომსახურებას
  • ინდივიდუალურ და კორპორაციულ მოგზაურობებს
  • კონსიერჟ სერვისებს
  • MICE ტურებს

ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ჩვენი ჩარტერული რეისები თბილისიდან დოჰას მიმართულებით - ეს არის მომსახურება, რომელიც საერთაშორისო მოგზაურობისთვის მომხმარებლებს კომფორტულ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ალტერნატივას სთავაზობს.

სად არის თქვენთვის ყველაზე აქტიური და დიდი ბაზრები, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია?

ჩვენთვის ყველაზე აქტიური და მზარდი ბაზრებია: დოჰა, დუბაი, თურქეთი, ვიეტნამი და მალდივები.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში – კატარი გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და პერსპექტიული ტურისტული მიმართულება. იგი კულტურულ მრავალფეროვნებას, მდიდრულ დასვენებასა და თანამედროვე ტურისტულ ინფრასტრუქტურას უნიკალურად აერთიანებს, რაც მას მოგზაურებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

როგორ ქმნით სამოგზაურო სერვისებს, თანამედროვე კულტურული და გლობალური გამოწვევების შესაბამისად, და რით არის გამორჩეული თქვენი მომსახურება?

თანამედროვე მომხმარებელი ყველაზე მეტად აფასებს უსაფრთხოებას, პერსონალიზებულ სერვისებსა და მრავალფეროვან გამოცდილებას. ჩვენ სწორედ ამ მოთხოვნებს ვპასუხობთ.

Kazunion-ის მთავარი უპირატესობებია:

  • პირდაპირი და სანდო ჩარტერული ფრენები.
  • მაღალი ხარისხის სასტუმროები და სპეციალური შეთავაზებები კატარში, და არა მარტო.
  • გადამზადებული პარტნიორები და მოქნილი ბონუს-სისტემა.
  • თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და სწრაფი კომუნიკაცია.

როგორია ტურისტული ბაზარი საქართველოში და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც აწყდებით?

ტურისტული ბაზარი საქართველოში სწრაფად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება სტაბილურობა და ფრენების მიმართულებების გაფართოება. ჩარტერული ფრენები სწორედ ამ გამოწვევის პასუხია.

Kazunion Tour Operator By Rustar-მა კატარში პირდაპირი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი რეისები დანერგა, რაც მნიშვნელოვანად უწყობს ხელს ბაზრის განვითარებასა და მოგზაურობის ხელმისაწვდომობის ზრდას.

როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ნდობა და რა სირთულეები ახლდა ამ პროცესს?

აღსანიშნავია, რომ Kazunion Tour Operator by Rustar წარმოადგენს Rustar ჯგუფის ნაწილს. ჰოლდინგს, რომელიც 20 წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობს, როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე DMC.

აღნიშნული გამოცდილება და სანდოობა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად. პარტნიორებმა და კლიენტებმა, რომლებიც უკვე იცნობდნენ Rustar-ის მაღალ სტანდარტებს, ახალი მიმართულების დანერგვა დადებითად მიიღეს, რამაც ნდობის დამკვიდრების პროცესი გაგვიმარტივა.

თუმცა პროცესს მაინც ახლდა გარკვეული სირთულეები, მათ შორის იყო ახალი ბაზრის სპეციფიკის გააზრება, ადგილობრივ მომხმარებელთან კომუნიკაციის სწორად დაგეგმვა და კონკურენტული უპირატესობის სწორად პოზიციონირება.

თქვენი გუნდის შესახებ გვიამბეთ, რა ქმნის მაღალ სტანდარტსა და ხარისხს თქვენს კომპანიაში?

ჩვენი გუნდი მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს ტურიზმის ყველა ძირითადი მიმართულებით. თითოეულ წევრს აქვს ღრმა პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველვყოთ.

Kazunion Tour Operator by Rustar-ში დანერგილია თანამედროვე, საკუთრივ შექმნილი ონლაინჯავშნების სისტემა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს საშუალებას აძლევს, სასურველი მიმართულებები მარტივად, სწრაფად და შეფერხების გარეშე დაჯავშნონ. ეს ციფრული გადაწყვეტა სამუშაო პროცესებს მნიშვნელოვნად ამარტივებს და მაქსიმალურ სიზუსტესა და გამართულობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ Rustar Holding-ის შემადგენლობაში შედის საკუთარი IT კომპანია – Nugios International, რომელიც ონლაინსისტემის შექმნასა და განვითარებას დამოუკიდებლად უზრუნველყოფს, რაც ჩვენი სერვისების ტექნოლოგიურ სტაბილურობასა და მოქნილობას კიდევ უფრო აძლიერებს.

რა ახალ შესაძლებლობებს ქმნით ქართული ტურიზმის სექტორისთვის?

Kazunion Tour Operator By Rustar თავისი ინოვაციური მიდგომით ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის, და საქართველოსა და კატარს შორის სამოგზაურო კავშირს აძლიერებს.

ჩვენი მთავარი მიზანია დოჰაში უსაფრთხო და კომფორტული პირდაპირი ფრენები უზრუნველვყოთ, რაც მოგზაურობის პროცესს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და დროის ხარჯს შეამცირებს.

აგრეთვე, Kazunion Tour Operator By Rustar ტურისტული სააგენტოების საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური გაყიდვების სისტემით გამოირჩევა, რომელიც სააგენტოებს საშუალებას აძლევს, გაყიდვები სწრაფად და ეფექტიანად მართონ.

ტურაგენტებს სპეციალურ ტარიფებს ვთავაზობთ, რომლებიც შეთავაზებებს კონკურენტუნარიანს ხდის, ასევე, ბონუსებსა და მრავალმხრივ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც სააგენტოების ბიზნესის განვითარებასა და მომხმარებლებისთვის მაღალ სტანდარტზე მომსახურების მიწოდებას ხელს უწყობს.

სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ, როგორ აპირებთ გაფართოებას და ახალი სამიზნე ბაზრების ათვისებას?

ჩვენი სამომავლო გეგმა დაფუძნებულია მიღებულ გამოცდილებაზე და მოიცავს ჩარტერული ფრენების სეზონურ გაზრდას კატარის მიმართულებით. ასევე, ახალი მიმართულებების დამატებას.

მიზნად გვაქვს ტურისტულ სააგენტოებთან მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერება და თანამშრომლობის გაფართოება. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე, რათა ფართო აუდიტორიას ინოვაციური და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე