Cyber Week Sale! 50% Off All Access

ქედის სახელოვნებო სკოლა და ადამიანი, რომელმაც გუდასტვირის ისტორია გააცოცხლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მურად თავართქილაძე − ადამიანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ქართული საკრავის პოპულარიზაციას ეწევა

45 წელია, რაც ქედის მუნიციპალიტეტში მურად თავართქილაძე ახალგაზრდებს გუდასტვირზე დაკვრას ასწავლის. გუდასტვირი ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია, რომელიც აჭარაში გავრცელებულია ჭიბონის სახელით. გარდა სწავლებისა, მუსიკოსი თავად ამზადებს ისტორიულ საკრავს, რომელიც, სამწუხაროდ, მივიწყებას მიეცა. ამით იგი ცდილობს ახალ თაობას ინტერესი გაუღვივოს ამ საკრავის მიმართ და ხიდი გააბას წარსულსა და მომავალს შორის. როგორც ბატონი მურადი გვიყვება, ამ დრომდე დაამზადა 300-ზე მეტი ჭიბონი, რომელიც გარდა საქართველოსა, საზღვარგარეთაც გაყიდა. ახლა თამამად ამბობს, რომ მის შექმნილ გუდასტვირზე ოკეანეებს მიღმაც უკრავენ, მათ შორის: კანადაში, რიგაში, ბულგარეთში, ესპანეთში, თურქეთში, რუსეთში და სხვა.

ბატონი მურადის თქმით, იყო პერიოდი, როცა ამ კუთხით მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ამ ბოლო დროს ახალგაზრდებიდან დაინტერესება წამოვიდა - მათ სურთ შეისწავლონ არამხოლოდ დაკვრა, არამედ ინსტრუმენტის შექმნაც.

ყველაზე პატარა მოწაფე, რომელიც ბატონ მურადს ჰყოლია იყო 3 წლის იყო. იგი დღემდე აგრძელებს მუშაობას თავისი მიზნის მისაღწევად - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტით და რაც შეიძლება მეტ ტურისტს გააცნოს ადგილობრივი საგანძური. სწორედ ამ მიზნის ხელშეწყობისთვის მიიღო მუსიკოსმა "ქედა ლიდერის" პროექტში მონაწილეობა, შედეგმაც არ დააყოვნა და ახლა ბატონ მურადს ჭიბონის შექმნისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და ნედლეული აქვს. "მადლიერი ვარ პროექტის, რადგან დამეხმარა მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე - შემექმნა ახალი ინსტრუმენტები, გამეგრძელებინა ბავშვების სწავლება და ტურისტების გაოცება. ჭიბონი არის საქართველოს ისტორიის ნაწილი. მსურს და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ეს საუნჯე" - ამბობს მურად თავართქილაძე.

ირინა დევაძე და ქედის სახელოვნებო სკოლა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მსოფლიო დონეზე იასპარეზონ

აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებობს სახელოვნებო სკოლა, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ გამოხატონ საკუთარი თავი, განავითარონ უნარები, შეისწავლონ მუსიკა და თავიანთი ნიჭიერება დაამტკიცონ არამხოლოდ ლოკალურად, არამედ საზღვრებს გარეთაც.

Entrepreneur სახელოვნებო სკოლის დირექტორს, პროფესიით ვოკალისტ და აკადემიური სცენების მსახიობ ირინა დევაძეს ესაუბრა. როგორც იგი გვიყვება, სკოლა აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში, ჰყავს სასიმღერო და ქორეოგრაფიული ანსამბლები. გარდა იმისა, რომ მონაწილეობენ ქედის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, თავადაც ატარებენ დაგეგმილ ღონისძიებებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სკოლას არ ჰქონდა წვდომა ფუნქციონირებისთვის აუცილებელ რესურსებზე, მათ სჭირდებოდათ გამართული სასცენო აპარატურა, ასევე, ინსტრუმენტები. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ბავშვი ერთ ინსტრუმენტს იყენებდა, რაც აფერხებდა სასწავლო პროცესს. მიუხედავად რესურსების სიმწირისა, ხელმძღვანელობისა და ბავშვების ძალისხმევით, სახელოვნებო სკოლა მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გაჩნდა იდეა ევროკავშირის პროექტ "ქედა-ლიდერში" შეეტანათ განაცხადი, რომელიც 20 000 ლარზე იყო გათვლილი. "სკოლას სჭირდებოდა ხარისხიანი ინსტრუმენტები, რომელთა მოძიებაც საკმაოდ რთული პროცესია. ასევე, გვჭირდებოდა გახმოვანების ხარისხიანი აპარატურაც, რაც აუცილებელია მაღალი დონის ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენი ბავშვები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებში (თურქეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი) უხარისხო ინსტრუმენტებით იქ გამგზავრება კი, სამწუხაროდ, შედეგზეც აისახება. ამიტომაც ავირჩიეთ პროექტი ამ მიმართულებით", − ამბობს ქალბატონი ირინა.

პროექტის ფარგლებში, ქედის სახელოვნებო სკოლამ შეიძინა როგორც ხალხური საკრავები, ისე გახმოვანების აპარატურა.

უნდა ითქვას, რომ ამჟამად სახელოვნებო სკოლა აერთიანებს ორასამდე მოსწავლეს სხვადასხვა განყოფილებაში. ისინი წარმატებით გამოდიან მუნიციპალურ, რეგიონულ და საერთაშორისო ფესტივალებსა თუ ღონისძიებებში. სკოლის მოსწავლეებს უკვე მოპოვებული აქვთ სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ოქროს მედალი და გრანპრი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ ფოლკლორული ანსამბლების სასკოლო დათვალიერებებში. "გარდა ფოლკლორული მიმართულებისა, სახელოვნებო სკოლა მუშაობს კლასიკური მიმართულებითაც. ჩვენს დაწესებულებას გამოარჩევს პროფესიისადმი სიყვარული. გვყავს პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. გვაოცებს მოსწავლეთა ნიჭიერებაც. სკოლის წარმატებას მნიშვნელოვანწილად ესეც განაპირობებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული რეპერტუარიც, რომელშიც შედის აჭარული სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშები. ყოველივე ეს კი დადებითად ისახება მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაზე", − გვიყვება ირინა დევაძე.

სახელოვნებო სკოლის დირექტორის თქმით, ქედის სკოლას არაერთი გამოჩენილი პიროვნება გამოუზრდია. ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების გარდა, სკოლის მისია მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების მომსახურებაცაა. კერძოდ, ისინი სტუმრებს ეროვნული კულტურის საუკეთესო ნიმუშებს აცნობენ, რაც დამსვენებლებში წარუშლელ ემოციასა და შთაბეჭდილებებს ტოვებს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

კახური სამზარეულო ევროპაში – "დერგის" წარმატების ისტორია

რესტორნის მენიუ, რომლის შექმნაზე ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა იმუშავა