"კენარი" - ექსკლუზიური პროდუქცია და დახვეწილი სერვისი ქართულ ბაზარზე
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართულ ოპტიკურ ბაზარზე "კენარი" 2004 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. დაარსების დღიდან "კენარის" თვითმიზანი საზოგადოებაში თვალის ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით საუკეთესო პროდუქტების შეთავაზებაა.
19-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმატებით გადალახა, ყველაზე რთული კი COVID-19 პანდემია იყო.
"კოვიდ"-პანდემიის დროს ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უამრავი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით. ამ პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომხმარებლებისთვის აუცილებელი ოპტიკური სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება იყო. საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა და დღეს კვლავ მოწინავე ადგილს ვფლობთ ადგილობრივ ბაზარზე", - აღნიშნავს კომპანიის COO ნიკოლოზ ჯავახია.
"კენარი" დღეს 60-მდე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა: Ray-Ban, TOM FORD, Silhouette, Burberry, GUCCI, CELINE, BOSS, Bottega Venetta, Giorgio Armani, MYKITA და სხვა. ამჟამად კომპანიას საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალი აქვს, მე-13 ფილიალი კი მალე ბათუმში გაიხსნება.
რას სთავაზობს "კენარი" მომხმარებლებს?
"კენარის" ოპტიკურ მაღაზიათა ქსელი თვალთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტსა და სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს: იქნება ეს მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, კონტაქტური თუ სათვალის ლინზები. "კენარი" მომხმარებლებს აღნიშნული პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. გარდა ამისა, კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგები "კენარის" 7 ფილიალში, ადგილზევე ატარებენ კონსულტაციასა და მხედველობის დიაგნოსტიკას თანამედროვე აპარატურით.
"საკმაოდ კვალიფიციური ექიმები გვყავს, ჩვენი პარტნიორები ხშირად ჩამოდიან და სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ. ხშირია ოფთალმოლოგების მივლინებები სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ისინი სემინარებს ესწრებიან და ახალ პროდუქტებსა თუ კვლევებზე ინფორმაციას იღებენ", − განმარტავს ნიკოლოზ ჯავახია Entrepreneur-თან საუბრისას.
რომელ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობს "კენარი"?
"კენარს" არაერთი ექსკლუზიური პარტნიორი ჰყავს − როგორც სამედიცინო, ასევე მოდის მიმართულებით. მაღაზიათა ქსელი მსოფლიო მასშტაბით წამყვანი ბრენდების კოლექციებს სთავაზობს ადგილობრივ მომხმარებლებს.
15 წელზე მეტია, რაც "კენარი" ამერიკული ALCON-ისა და ფრანგული ESSILOR-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. თითოეული მათგანი ლიდერ პოზიციას ფლობს ოპტიკურ ინდუსტრიაში − როგორც კონტაქტური, ასევე სათვალის ლინზების წარმოების მიმართულებებით. ALCON ინოვატორია კონტაქტური ლინზების სფეროში, ESSILOR კი ყოველთვის პირველი სთავაზობს სიახლეებს მომხმარებლებს და მაქსიმალურად მათ კომფორტზეა ორიენტირებული.
"ALCON-ისა და ESSILOR-ის მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ჩვენ მუდმივად გვაქვს საშუალება, გავიღრმაოთ ცოდნა თვალის ჯანმრთელობის შესახებ. ALCON არის კომპანია, რომლის თვითმიზანი ყოველწლიურად მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებაა. იგი მუდმივად ზრუნავს და ავითარებს საკუთარ პროდუქტებს. თითოეული ბრენდი მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი თანამშრომლობა ფაქტობრივ ცოდნაზე იყოს დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლებისთვის ხშირად ატარებენ ტრენინგებს", − ამბობს ნიკოლოზ ჯავახია.
"კენარი" მოდის მიმართულებითაც არაერთი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიცაა: BALENCIAGA, BOTTEGA VENETA, Burberry, Salvatorre Ferragamo, Silhouette. აღნიშნულ ბრენდებს შორის Silhouette-ის პროდუქცია განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, "კენარის" მიზანი ქართველი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სიახლეების შეთავაზება გახლავთ, ერთ-ერთი კი სწორედ Silhouette-ია, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა სწორედ "კენართან" ერთად გაიცნო. ავსტრიული ბრენდი 1964 წლიდან მომხმარებლებს განსაკუთრებულ, ულტრამსუბუქ და დახვეწილი დიზაინის მქონე სათვალეების არჩევანს სთავაზობს. დღესდღეობით Silhouette საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შეიძლება ითქვას, რომ "კენარის" დახმარებით, ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის სარგებელი, რაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციებს აქვთ. სერვისი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ "კენარის" გუნდი მუდმივად ზრუნავს ბრენდის ზრდასა და განვითარებაზე. მათი მიზანია, არა მხოლოდ დროული და საჭირო მომსახურება გაუწიონ მომხმარებლებს მსოფლიო დონის ბრენდებით, არამედ აამაღლონ ცნობიერება თვალის ჯანმრთელობისა და სხვადასხვა ოპტიკური სერვისის შესახებ.