Get All Access for $5/mo

"კეთილი მგზავრობა" - "ვისოლმა" რებრენდინგი განახორციელა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ნავთობბაზარზე 23-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, "ვისოლი" განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, დიზაინის ახალი კონცეფცია, ლოიალობის ახალი პროდუქტები და ახალი სლოგანი "ვისოლის" მომხმარებლებს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას ჰპირდება.

კომპანიის რებრენდინგის მიზანი ბაზარზე "ვისოლის" კონკურენტული უპირატესობის ხაზგასმა გახლდათ. თითქმის 2-წლიანი მუშაობის შემდეგ, "ვისოლმა" საინტერესო კონცეფციებთან ერთად ახალი პროდუქტები შეიმუშავა, მათ შორის აპლიკაცია.

"უკვე დიდი ხანია, რაც "ვისოლი" მხოლოდ საწვავის მიმწოდებელი კომპანია აღარაა, ეს არის გზაზე შესვენებისა და შევსების ერთადერთი ადგილი, რომელიც სრულიად კომფორტულ გამოცდილებას ქმნის გადაადგილებისას. "ვისოლი" საკუთარ ეკოსისტემაში აერთიანებს "სმარტს", "ვენდისს", "დანქინსა" და განახლებულ "ვინტოს", რომელიც ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა სერვისს უზრუნველყოფს გზაზე. სწორედ ამ კონკურენტულ უპირატესობას ასახავს ბრენდის ახალი სლოგანიც − "კეთილი მგზავრობა", − აცხადებს "ვისოლისა" და "სმარტის" მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.

"ვისოლის" ახალი ლოიალობის სისტემით მომხმარებლები სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად იღებენ 15 თეთრ ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. "ვისოლში", "სმარტსა" და "ვინტოში" განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც "ვისოლის", ისე "სმარტისა" და "ვინტოს" ობიექტებში. ერთგულებისთვის მომხმარებლებს სხვა საჩუქრებიც ელის.

"ვისოლთან" ერთად რებრენდინგი "სმარტშიც" განხორციელდა. ორივე მათგანის განახლებულ სტრატეგიაზე ბრენდინგ-სააგენტო "მილენიალ ჰაბმა" იმუშავა. გიორგი ტაბატაძისა და ვასილ ჩუბინიძის გუნდმა 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნა. რაც შეეხება კომპანიების ვიზუალურ განახლებას, იგი MORE STUDIO-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორია "ვისოლის" ახალი დიზაინის კონცეფცია?

მუქი მწვანე ფერი კვლავ "ვისოლის" იდენტობის გამომხატველია, ყვითელი ფერი კი ფოსფორის ფერმა ჩაანაცვლა. უსაფრთხოება და საიმედოობა − სწორედ ამ ასოციაციებს იწვევს "ვისოლი" მომხმარებელსა თუ პარტნიორებში, რასაც ბრენდის მწვანე ფერი უსვამს ხაზს.

სრულიად ტრანსფორმირდა ბრენდის ლოგო. მის ძირითად სიმბოლოდ გზამკვლევი ვარსკვლავი იქცა, როგორც სწორ გზაზე სიარულის, შეჩერებისა და შევსების ადგილი. ამ მიმართულებით კომპანია აგრძელებს განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან წერტილში დახვდეს ერთგულ მომხმარებელს.

"ბრენდის ახალ ეტაპზე გადასვლისას გვინდოდა მომხმარებლისთვის წარგვედგინა ახალი სლოგანი "კეთილი მგზავრობა", რომელიც შინაარსობრივად გულისხმობს იმას, რომ გზაზე გადაადგილებისას რაც უნდა დაგჭირდეს, "ვისოლი" თავისი ინფრასტრუქტურით ყველაფრის შემოთავაზებას შეძლებს იქნება ეს საწვავი, მანქანის სერვისი, სწრაფი კვება, სუპერმარკეტი და .. გარდა ამისა, გვინდოდა გვეთქვა, რომ "ვისოლი", როგორც ისტორიული ბრენდი, მუდმივად მომხმარებლის გვერდით არის ცხოვრებისეულ გზაზე", აღნიშნავს ვასილ ჩუბინიძე, "მილენიალ ჰაბის" დამფუძნებელი და სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი ასევე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურაში, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. თანამედროვე, ჰაეროვანი და მსუბუქი კონცეფციის მქონე სადგურები ყველა იმ უნიკალურ სერვისს აერთიანებს, რაც "ვისოლის" ეკოსისტემაშია მოქცეული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველი განახლებული კონცეფციის სადგური სექტემბრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი ახალი ვიზუალები შესამჩნევი იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

როგორია რებრენდინგი "სმარტში"?

"სმარტი" "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეებს ქმნის და მომხმარებლებს ექსკლუზიურ პროდუქტებს სთავაზობს. ახალი სტრატეგიის ფარგლებში, იგეგმება არა მხოლოდ "სმარტის" ობიექტების რაოდენობის ზრდა, არამედ ინტერიერის სრული ტრანსფორმაცია თანამედროვე და მომხიბვლელი კონცეფციით.

ცვლილებები განხორციელდა ლოგოს დიზაინშიც − ციყვი "სმარტის" იდენტობის გამომხატველი ლოგოტიპია, რომელიც ახლა შედარებით მოძრავია, აცვია თანამედროვე ტანსაცმელი და უფრო მხიარულია, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას სძენს მომხმარებელს. რაც შეეხება სლოგანს, "სმარტისა" და "ვისოლისთვის" მთავარი სათქმელი გაერთიანდა და ორივესთვის ეს გახლავთ − "კეთილი მგზავრობა".

"ვისოლი" ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან არსებობს და პირველი კომპანიაა ნავთობსექტორში, რომელმაც ქვეყანაში მომსახურების დასავლური სტანდარტი დანერგა, საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი შექმნა, უახლესი ევროპული სტანდარტის ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და კორპორაციულ მომხმარებელს საწვავის ელექტრონული შესყიდვისა და ავტოპარკის მართვისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შესთავაზა.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია