კევინ ო'ლირის ვარაუდით TikTok-ის აკრძალვა მესამედ აღარ გადავადდება კევინ ო'ლირი TikTok-ის შესაძენად მზად არის
By Erin Davis
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Shark Tank-ის მრავალწლიანმა ინვესტორმა ინსტაგრამზე ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ გამოაქვეყნა (ინტერვიუ თავის საფირმო პიჟამა-შარვალში ჩაატარა), სადაც საკუთარ გამომწერებს უთხრა, რომ TikTok-ის "დრო იწურება".
"ჩვენ ამჟამად მეორე 75-დღიანი ვადა გვაქვს. ვვარაუდობ, რომ მესამე აღარ იქნება", - უთხრა ო'ლირმა Fox Business-ს.
TikTok-ის გარიგების ბოლო ვადა 5 აპრილი იყო, თუმცა მას მეორედ ვადა თვის დასაწყისში, 75 დღით გაუხანგრძლივდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმავე დღეს Truth Social-ზე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია "ძალიან ბევრს შრომობს აპლიკაციის გადარჩენის" გარიგებასთან დაკავშირებით.
ინტერვიუში ო'ლირიმ ასევე აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ S&P 500-ის რომელიმე კომპანიას ექნება იმის სურვილი, გადაიხადოს 5 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა მომხმარებლისთვის, თუკი აკრძალვა გაგრძელდება. მან დაამატა, რომ შესაძლო იჯარის გარიგების შესახებ ნებისმიერ ვარაუდს "სამი კვირის წინ გადაესვა ხაზი". ამ ყველაფრის ფონზე კი, 75 დღიანი ვადა ივნისის შუა რიცხვებში იწურება.
"ვისაც აპლიკაციის ყიდვა სურს, უწევს, რომ ალგორითმის გადაწერის აუცილებლობის წინაშე დადგეს",- განაცხადა ო'ლირიმ და დაამატა, რომ ყველაფერი ჩინეთის პრეზიდენტზე, სინ ძინპინზეა დამოკიდებული, ხოლო მას "არ გადაუწყვეტია, აპირებს თუ არა გაყიდვას".
ო'ლირი გაერთიანდა მილიარდერ Dodgers-ის ყოფილ მფლობელთან, ფრენკ მაკკორტთან The Peoples Bid-ში TikTok-სთვის. გუნდს ასევე შეუერთდა Reddit-ის თანადამფუძნებელი, ალექსის ოჰანიანი.
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Perplexity-მა ასევე წარადგინა წინადადება საკუთარი ბიზნესის TikTok-ის აშშ-ის განყოფილებასთან შეერთების შესახებ 50 მილიარდ დოლარზე მეტით.
გარდა ამისა, Amazon-მა და Applovin-მა ასევე, ცოტა ხნის წინ (ცალ-ცალკე) წარადგინეს საკითხთან დაკავშირებით წინადადებები.
მიუხედავად ბიუროკრატიული პრობლემებისა, ო'ლირიმ აღნიშნა, რომ ის მაინც "100%-ით დაინტერესებულია" სოციალური მედიის პლატფორმის შეძენით.
"მე და ფრენკ მაკკორტი იმდენი ხანია ვმუშაობთ ამაზე, რომ არ ვაპირებთ დანებებას", - აღნიშნა ო'ლირიმ.
თარგმანი: მარიამ ქობალია