ხელოვნური ინტელექტის მნიშნელობა და მექანიზმი ინდუსტრიულ რევოლუციაში
By ლუკა ბაკლაგა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის ინტელექტუალური მოწყობილობების, განსაკუთრებით კომპიუტერული პროგრამების, შექმნის მეცნიერება და ინჟინერია. ხელოვნური ინტელექტის მიზანია, შექმნას კომპიუტერები ინტელექტით, რომელიც შეესაბამება ან აღემატება ადამიანებისას. AI აპლიკაციები და მათი სარგებელი სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა სფეროში. ხელოვნური ინტელექტის მიდგომების გამოყენებით კომპეტენტური მოდელების გაჩენით, კვლევების განხორციელებითა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტატისტიკიდან ჩანს, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში ყველა სექტორს მოიცავს. ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა ტექნიკით კომპიუტერული სამყაროსათვის ბევრი სარგებელი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ბევრი გაზვიადებული ნეგატიური მოსაზრებაა გავრცელებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: საშიშია თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანისთვის? ეს შეკითხვა ხშირად იგნორირებულია სენსორის შესაძლებლობების ტექნიკური საკითხების ან სარდლობის ჯაჭვის ოპერატიული საკითხების სასარგებლოდ. რობოტიკაში სოციალური სწავლის შესწავლა მოტივირებული იყო როგორც სასწავლო პროცესისადმი მეცნიერული ინტერესით, ასევე პრაქტიკული სურვილებით, რომ გამოეყენებინათ სასარგებლო, მოქნილი და მარტივად გამოსაყენებელი მანქანები. მიმოხილვაში წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის იმიტაციის სოციალურ და დავალებაზე ორიენტირებული ასპექტები. ყურადღება გამახვილებულია მეთოდოლოგიაზე ორი ფუნდამენტური პრობლემის გადასაჭრელად. პირველი - როგორ იცის ხელოვნურმა ინტელექტმა (რობოტმა), რას მიბაძოს? და მეორე - როგორ ასახავს რობოტი ამ აღქმას საკუთარ სამოქმედო რეპერტუარში, რომ გაიმეოროს იგი? მომავალში ჰუმანოიდური რობოტების დაპროგრამება ახალი ამოცანების შესასრულებლად კი შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორიც მათი ჩვენება.
როგორ შეიძლება AI-მა მოახდინოს რევოლუცია მსოფლიოში და შეცვალოს მომავალი? საქმე ის არის, რომ AI გადაწყვეტილებები უკვე გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში, შესანიშნავი შედეგებით. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ეფექტური აღმოჩნდა: ჯანდაცვა, სადაც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები გამოიყენება პერსონალიზებული მედიცინის მიწოდებისთვის, რაც პაციენტებს შეახსენებს, თუ როდის უნდა მიიღონ წამალი და წინადადებები იმის შესახებ, თუ რომელი კონკრეტული ვარჯიშები უნდა შეასრულონ; წარმოება, სადაც ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები გამოიყენება ქარხნების დატვირთვისა და მოთხოვნის პროგნოზირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობას, ლოგისტიკის და მასალების შეკვეთის დაგეგმვისას; ფინანსური სექტორი; მეცნიერებები და ა.შ., ცხადია, ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოყენებულია მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებში, მაგრამ არსებობს ასობით თუ ათასობით დამატებითი აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია AI-ის ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორისთვის.
თეორიული საკითხების პარალელურად, ჩატარებულია დამოუკიდებელი კვლევა და ექსპერიმენტი იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვემსგავსებით უემოციო "ბინარულ" კომპიუტერულ ალგორითმს, რატომ შეცვლის მსოფლიოს თანამედროვე "ჯადოქრობით" შექმნილი მანქანა, კერძოდ, კვლევის ფარგლებში დავუკავშირე რობოტიკაში მანქანური სწავლების ალგორითმები დარვინისტულ ევოლუციის თეორიის ფილოსოფიას, შევქმენი ვირტუალური პროგრამული მაგალითი, რაც ვირტუალურად ანახვებს რობოტში ჩაშენებულ ხელოვნური ინტელექტის თვითგანვითარების ეტაპებს, შევისწავლე ავტონომიური რობოტის სოციალური თვისებები და დავუკავშირე ადამიანის ქცევით თვისებებს და დავადგინე ალგორითმულად მათი განვითარების როლი ინდუსტრიული რევოლუციის სასარგებლოდ.
კვლევის შედეგად დადასტურდა "ჰიპოთეზად" ცნობილი მსჯელობა ხელოვნურ ინტელექტზე, რომ იმიტირებული რობოტები გვთავაზობენ უნიკალურ ინსტრუმენტებს ცხოველების (და ადამიანების) ქცევის მოდელების შესაფასებლად და შესასწავლად. ისევე, როგორც ნერვული ქსელების სიმულაციები იყო სასარგებლო ნერვული ფუნქციის მოდელების გამოყენებადობის შესაფასებლად, რობოტებს შეუძლიათ გამოიყენონ ტესტის ადგილი ადამიანებისა და ცხოველების სოციალური სწავლის მოდელების შესასწავლად. იმიტაცია კი არის სოციალური შუამავლობით სწავლის დახვეწილი ფორმა. მაშასადამე, ხელოვნურ ინტელექტს ქსელთან ინტეგრაციით შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, სწავლა თუ იმიტირება, რაც პირველი ნაბიჯია ადამიანური თვისების შემეცნებაში. შედეგად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელი გახდება ისეთ სფეროებში, რომლებშიც ადამიანური ემოცია უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს: ფსიქოლოგია, მედიცინა, განათლება და სხვა მრავალი. ადამიანი კი დაკავდება ისეთი მარტივი პროფესიით, რომელიც ერთმანეთის გართობას, დასვენებასა და ურთიერთობას ითვალისწინებს. ეს, ერთი მხრივ, არა მხოლოდ გაგვიმარტივებს ცხოვრებას, არამედ "უტოპიად" წოდებულ თანასწორ ურთიერთცხოვრებას რეალობად აქცევს, შექმნის მომავალს სიღარიბის, ომის, ბოროტებისა და უმუშევრობის გარეშე. კვლევაზე დაყრდნობით, კვანტური ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და ნანოტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, დავაჩქაროთ ამ თეორემის შესწავლა, რომლის შედეგიც აუცილებლად შეცვლის მსოფლიო მეცნიერების მიდგომას, მოლეკულურ დონეზე შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, რომელიც დაეხმარება კაცობრიობას თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ გამოვავლინოთ კიბოს უჯრედები მედიცინაში და წინასწარ განვსაზღვროთ ელექტრონული ხარვეზები ან შეფერხებები და ბუნებრივი კატასტროფები. ერთ დღეს ხელოვნური ინტელექტის იმიტაციამ შეიძლება წვლილი შეიტანოს რობოტების სოციალური შემეცნების გაგებაში, როდესაც ისინი დაიწყებენ ადამიანებთან თანაარსებობას