Sponsored Content

ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ თანამშრომლების "გადაწვა" – გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი GoDays

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თანამედროვე სამსახურებში სტრესი და გადაღლა ნორმადაა ქცეული და ეს ძალიან გვაწუხებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი სტარტაპი, რომელიც თანამშრომლების გადაღლას შეუშლიდა ხელს და თანაც სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდას განაპირობებდა", - ასე იწყება საუბარი 500 Georgia-ს პროგრამის მონაწილე GoDays-ის დამფუძნებლებთან, რომლებმაც თანამშრომლების "გადაწვის" პრობლემასთან გასამკლავებლად AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტი შექმნეს.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

GoDays-ი AI-ს დახმარებით აგროვებს მონაცემებს თითოეულ თანამშრომელზე – ადგენს კლავიატურისა და მაუსის გამოყენების "სქემას" და მისი ანალიზის მიხედვით ხვდება, რა მდგომარეობაშია თანამშრომელი – გადაღლილია თუ შეუძლია დავალების შესრულება. ამ ფასდაუდებელი ინფორმაციის გათვალისწინებით, გუნდის ლიდერი დავალებებს ისე ანაწილებს თანამშრომლებზე, რომ არავინ გადაიღალოს და საქმეც ხარისხიანად შესრულდეს.

სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურად GoDays-ის დამფუძნებლებს, იელნურ კაის, დინარა უსკენბაიევასა და დინმუხამედ აიტკალის გავესაუბრეთ:

მოგვიყევით GoDays-ის მიზანზე, როგორ მიხვედით ამ იდეამდე?

თავად ვართ მოწმე, რა სავალალო შედეგის მოტანა შეუძლია გადაღლის მდგომარეობას არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ მთელი ორგანიზაციისთვის, ამიტომ ძალიან გვინდოდა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემის აღმოფხვრის გზა გვეპოვა. ჩვენი მიზანია, შევმატოთ ძალა და გამბედაობა თანამშრომლებს, რომ იმოქმედონ სტრესის, გადაწვისა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების დასაძლევად.

ჩვენი მისიაა, სამუშაო გარემოში ადამიანის მენტალური და ემოციური ჯანმრთელობა გავაუმჯობესოთ. ამიტომ, მთელი ჩვენი გუნდი ამ მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებულნი.

რა ხდის GoDays-ს გამორჩეულს?

GoDays-ს, პირველ რიგში, გამოარჩევს მიზანი – გამოვიყენოთ მონაცემები და შევქმნათ გადაღლასთან გასამკლავებელი პერსონალიზებული მიდგომა, სამუშაო პროცესის გაადვილების პარალელურად. ჩვენს ინოვაციურობას კი – ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიების ახლებური გამოყენება განაპირობებს.

ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზით, მენეჯერებს მხოლოდ ინდივიდზე მორგებულ, სხვადასხვა გამოსავალს ვთავაზობთ, რისი მეშვეობითაც შეუძლიათ სწორად განსაზღვრონ თანამშრომლის დავალებების მოცულობა და დაეხმარონ მას სამუშაოს უკეთ შესრულებაში. ჩვენი პლატფორმა გადაწვის პრევენციისთვის გამოყენებულ ტრადიციულ მეთოდებს წინ უსწრებს, რადგან ჭკვიანი დამხმარეა და თითოეული თანამშრომლის უნიკალურობას ითვალისწინებს.

რაც მთავარია, ჩვენმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ოფისებში გადაღლის პრევენციისთვის საჭირო საშუალებებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ასე რომ, თანამშრომლები და დამსაქმებლები აქტიურად ეძებენ სტრესთან გასამკლავებელ ინოვაციურ, ეფექტიან გზებს. GoDays-ი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მეტიც, სფეროში მოწინავეა ინტუიციური, ხელოვნური ინტელექტით მომუშავე ხელსაწყოთი, რომელიც კეთილდღეობას უზრუნველყოფს და შედეგებს აუმჯობესებს.

როგორი იყო GoDays-ი 500 Georgia-მდე?

500 Georgia-ს პროგრამაში მოხვედრამდე, ამ ინდუსტრიაში რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის ეტაპს მივაღწიეთ. კერძოდ, წარმატებით შევქმენით და ჩავუშვით ჩვენი პლატფორმა, ვიპოვეთ პირველი მომხმარებლები და მათგან დადებითი შეფასებები დავიმსახურეთ. ისინი კმაყოფილნი იყვნენ პროდუქტის ეფექტითა და გამოყენების სიმარტივით. ჩვენმა თვიურმა სტაბილურმა შემოსავალმა 34 ათასს მიაღწია, მომხმარებლების რაოდენობამ კი – 23 ათასს. მიღწეული შედეგები აშკარად გვკარნახობდა, რომ ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა არსებობდა და მას ჰქონდა პოტენციალი, შეეცვალა შრომისგან გადაწვის მიმართ არსებული მიდგომები.

თუმცა, ისიც გავაცნობიერეთ, რომ ეფექტის გასაზრდელად და ჩვენი მიზნის მისაღწევად გვჭირდებოდა დახმარება, სწავლება და რესურსები… 500 Georgia-ს კი ამ ყველაფრის მოცემა შეეძლო. პროგრამას შეუძლია სტარტაპებზე იზრუნოს და ისინი გამოზარდოს, რაც ჩვენს ხედვას ემთხვევა და ამან განსაკუთრებით მოგვანდომა პროგრამაში მონაწილეობა. გამოცდილი მენტორების წრეში ყოფნის, ინვესტორებთან წვდომის, სხვა ანტერპრენერებთან ურთიერთობისა და პროფესიონალურად შედგენილი პროგრამის გავლის შესაძლებლობამ მოგვხიბლა და გვიბიძგა აპლიკაციის შევსებისკენ.

როგორია თქვენი მოლოდინები 500 Georgia-სთან დაკავშირებით?

500 Georgia-სგან ორი მთავარი მოლოდინი გვაქვს: პირველი უკავშირდება ზრდას – ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის რესურსებისა და მენტორობას პლატფორმის მასშტაბების გაზრდაში გამოვიყენებთ. ერთი სული გვაქვს, მომხმარებლების ბაზა გავაფართოოთ და სტრატეგიული თანამშრომლობა დავამყაროთ ისეთ კომპანიებთან, რომელთათვისაც თანამშრომლების კეთილდღეობა ჩვენსავითაა პრიორიტეტი.

მეორე რაც გვინდა მივიღოთ, არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოვიპოვოთ ინვესტიცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მალე ფინანსების მოძიების მომდევნო რაუნდს ვიწყებთ, სახსრების მოპოვების ხერხების ცოდნას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გვახარებს, რომ პროგრამა ახალი ინვესტიციების მოპოვების შანსებსა და საჭირო კავშირებსაც გვთავაზობს.

GoDays-ის სამომავლო გეგმები სტრატეგიულ ბაზრებზე გაფართოებას მოიაზრებს. ვგეგმავთ დამატებითი ფუნქციების განვითარებასაც, რათა პლატფორმა გამდიდრდეს და გამრავალფეროვნდეს. რაც მთავარია, ვაპირებთ ბოლომდე მივყვეთ ჩვენს იდეას – სამუშაო გარემოში მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ყველანაირად ვეცდებით, რომ 500 Georgia-ს დახმარებით ეს მიზანი რეალობად ვაქციოთ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე.