Kia-მ 2026 წლის What Car? Car of the Year Awards-ზე ოთხი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kia-მ 2026 წლის What Car? Car of the Year Awards-ზე ოთხი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის ძლიერ პოზიციებს როგორც საოჯახო SUV-ების, ისე ელექტრო და მრავალფუნქციური ავტომობილების სეგმენტში.

Kia Sportage-მა მეოთხედ ზედიზედ მოიპოვა What Car?-ის "საუკეთესო საოჯახო SUV"-ის ტიტული, რაც მისი სტაბილური ლიდერობისა და უნივერსალურობის მკაფიო დადასტურებაა.
2025 წელს განახლებული მოდელი გამოირჩევა უფრო თანამედროვე, EV-შთაგონებული დიზაინით, ახალი ტექნოლოგიებითა და გამარტივებული კომპლექტაციის სტრუქტურით.

What Car?-ის ჟიურიმ აღნიშნა:
Kia იმდენად სწრაფად ავითარებს ელექტრომობილებს, რომ შეიძლება იფიქრო, ტრადიციული მოდელები უკანა პლანზე გადადისთუმცა Sportage ნათლად აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. 2025 წლის განახლების შემდეგ ის იდეალურ ბალანსს ქმნის კომფორტსა და მართვადობას შორის, აქვს პრაქტიკული და ხარისხიანად შესრულებული ინტერიერი და ამ ყველაფერს ძალიან მიმზიდველ ფასად სთავაზობს მომხმარებელს.

2025 წელს Sportage კიდევ ერთხელ გახდა Kia-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელი გაერთიანებულ სამეფოში — 47,788 რეგისტრირებული ავტომობილით, რაც მას ქვეყნის ყველაზე პოპულარულ SUV-ად და საერთო რეიტინგში მეორე ყველაზე გაყიდვად ავტომობილად აქცევს.

ელექტრო ლიდერობა და ახალი სეგმენტები

Kia EV3 — "Small Electric SUV of the Year"

Kia EV3-მა მეორედ მოიპოვა აღნიშნული ტიტული, რაც ხაზს უსვამს მის კონკურენტუნარიანობას ერთ-ერთ ყველაზე რთულ სეგმენტში.

მოდელი გამოირჩევა კომპაქტურ ზომებში მაქსიმალური სივრცითა და ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური პრაქტიკულობით.

Kia EV9 — "Best electric seven-seat SUV"

ფლაგმანურმა EV9-მა კვლავ მოიპოვა აღიარება როგორც საუკეთესო ელექტრო 7-ადგილიანი SUV.
What Car?-ის შეფასებით, EV9 ერთ-ერთია იმ იშვიათ ელექტრო SUV-ებს შორის, რომელიც შვიდ ზრდასრულს კომფორტულად იტევს და ამავე დროს ინარჩუნებს საბარგულის სრულფასოვან სივრცეს. რეალურ პირობებში ჩატარებულ ტესტებში რეკომენდებულმა ვერსიამ 505 კილომეტრი დაფარა ერთ დატენვაზე.

Kia PV5 Passenger — "MPV of the Year"

ჟიურიმ აღნიშნა:
PV5 Passenger არა მხოლოდ სივრცით გამორჩეულია, არამედ ჭკვიანურად დაგეგმილი ინტერიერით, მოსახერხებელი დისფლეით და vehicle-to-load ფუნქციითაც. ეს არის სრულყოფილი მრავალფუნქციური ავტომობილი.

2026 წელს Kia წარადგენს PV5 Passenger-ის 7-ადგილიან ვერსიას, რომელიც დაემატება უკვე არსებულ 5-ადგილიან მოდელს.

What Car? Awards ეფუძნება დეტალურ ტესტირებას, ექსპერტულ ანალიზსა და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას, რაც ამ ჯილდოებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის როგორც ინდუსტრიისთვის, ისე მომხმარებლისთვის.

მალე KIA საქართველოს შოურუმში ახალ KIA PV5-ს იხილავთ. მანამდე ეწვიეთ KIA-ს შოურუმს აღმაშენებლის #84-ში და თავად გამოსცადეთ Sportage და EV3 ტესტდრაივზე.

"KIA Georgia" წარმოადგენს KIA-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას — პრემიუმ ხარისხის ავტომობილებიდან ავტოსერვისამდე და სათადარიგო ნაწილების მიწოდებამდე. კომპანია მუდმივად ზრუნავს ინოვაციური პროდუქტებისა და მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული გამოცდილების ხელმისაწვდომობაზე.