Sponsored Content

King's Garden-ისა და Saatchi & Saatchi-ს კოლაბორაცია - რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ მარკეტინგს თანამედროვე ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გარემოს, სტილის, კულტურისა და შესაძლებლობების იდეალური შერწყმის მაძებართათვის თბილისში სასიამოვნო სიახლეა! King's Garden ახალი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობაც 2025 წელს დასრულდება და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო, ექსკლუზიურ ლოკაციადაც იქცევა.

კომპლექსი ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და მზადაა მომავალ მაცხოვრებლებს, ისტორიულ გარემოსთან იდეალურად შერწყმულ დიზაინთან ერთად, ექსკლუზიური რესტორნები, მსოფლიო დონის ბრენდების მაღაზიები, შეუდარებელი ხედები, ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი პირობები, და არაერთი დამატებითი სარგებელი შესთავაზოს.

თუმცა, ყველაზე კარგ წამოწყებებსაც კი, აუცილებლად სჭირდება სწორი კომუნიკაცია, საკუთარი აუდიტორიის პოვნა და ცნობადობის ამაღლება, რათა ყველა მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი არსებობის შესახებ მაქსიმალურად ბევრი გაიგოს. სწორედ ამიტომ, King's Garden-საც ესაჭიროებოდა გამოცდილი გუნდი, რომელიც მარტივად შეძლებდა მსგავსი დონისა და მასშტაბის პროექტთან შეჭიდებას და იმუშავებდა როგორც ერთი ორგანიზმი, როგორც მარკეტინგის, ისე გაყიდვების ნაწილში.

ამ გამოწვევებთან გამკლავებასა და რეკლამებით გაჯერებულ ციფრულ სივრცეში სწორად მანევრირებაში King's Garden-ს სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ახლად შექმნილი და სწრაფად მზარდი დიჯიტალ პერფორმანსის გუნდი ეხმარება. სწორედ მათი ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით ახერხებს კომპანია საკუთარ სამიზნე აუდიტორიასთან მაქსიმალურად დაახლოვებას.

როგორც King's Garden-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ჰედთან, ნუცა ხიდირბეგიშვილთან საუბარში ვიგებთ, -"პროექტი "King's Garden"-ი წარმოადგენს ექსკლუზიურ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისის ისტორიულ შუაგულში. იგი სრულიად ახალი სიტყვაა დედაქალაქში და შესაძლოა ითქვას ქვეყანაშიც. გარდა იმისა, რომ მისი მდებარეობა უნიკალურია, პროექტი მოიაზრებს პირველ დელუქს კლასის უბანს თბილისში.

შესაბამისად, მასთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, რასაც "Saatchi & Saatchi"-ის გუნდი წარმატებულად ართმევს თავს და ჩვენი ერთობლივი კოლაბორაცია საკმაოდ ნაყოფიები შედეგებით გრძელდება. სამუშაო პროცესი დინამიურია და მოიცავს ორმხრივ მაღალ ჩართულობას, საერთო მიზნის მისაღწევად."

დღეს ციფრულ სივრცეში ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი. თუმცა, ინფორმაციის უსასრულო რაოდენობასთან წვდომა რამდენადაც მოსახერხებელია, იმდენად ართულებს კონკრეტული, საჭირო დეტალების აღმოჩენას. მოცემულ შემთხვევაშიც, სწორედ პროდუქტის სეგმენტაცია და სწორი, ხარისხიანი ლიდების გენერირება აღმოჩნდა მთავარი გამოწვევა, რომელთანაც Saatchi & Saatchi-ს გუნდს მოუწია შეჭიდება.

"ჩვენს საქმეში, მთავარია AB ტესტინგს, ცდასა და ხელახალ ცდას, წარსული გამოცდილებისგან სწავლას და სხვადასხვა ქვეყნისა თუ სფეროს ბაზრისთვის შესაფერისი გზების ძიებას არასდროს ერიდო. რაც გუშინ მუშაობდა, იმან შესაძლოა ხვალ აღარ გაამართლოს, თუმცა ერთ სწორ გზამდე მისვლისას დაგროვებული გამოცდილება, აუცილებლად დაგეხმარება მეორის აღმოჩენაშიც. სწორედ ამაზე ვმუშაობთ მუდმივად Saatchi & Saatchi Tbilisi-ში. ამიტომ შევქმენით დიჯიტალ პერფორმანს გუნდიც, რომელიც მუდმივად იზრდება, ვითარდება და ცოდნას ელვის სისწრაფით აგროვებს.

უხვად გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სამშენებლო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებაც, რაც King's Garden-სთან თანამშრომლობისას სწორი ლიდების პოვნასა და მიყოლაში ძალიან გვეხმარება. მუდმივად ვეძებთ ჩვენი აუდიტორიისთვის აქტუალურ არხებს, რომლებითაც საჭირო ლიდების პოვნა მარტივდება. ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ გაყიდვების გუნდთან და ვამოწმებთ თითოეულ ლიდს, ყველაზე რელევანტურის აღმოსაჩენად. ამის მიხედვით ვადგენთ შესაბამის მიზნებსა და მარკეტინგულ ტაქტიკებს, რაც ხშირად საკუთარი ლენდინგ გვერდების შექმნასა და ვებ-გვერდის ლიდების ამ ფორმატით დამუშავებასაც მოიცავს.

ამასთან, მაქსიმალურად ვტესტავთ სხვადასხვა ქვეყნისა და ბაზრისთვის საჭირო მიდგომებს და როგორც სტატისტიკა მოწმობს, სასურველ შედეგებსაც ვაღწევთ. ასე რომ, ყველაფერი პოზიტიური განვითარებისკენ მიგვანიშნებს და თუ ახალი გამოწვევები გამოჩნდა - რაც, საქმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია - დარწმუნებული ვარ, მათაც წარმატებით დავძლევთ ", - ამბობს სააგენტოს დიჯიტალ პერფორმანს ჰედი, ნანო ამბარდნიშვილი.

მათ, ვისაც თბილისში საოცნებო სახლისა თუ დროებითი ვიზიტისთვის იდეალური გარემოს პოვნა უნდა, King's Garden-ი სულ მალე გაუღებს საკუთარ კარს. დეტალური ინფორმაციისა და სიახლეებისთვის კი, შეგიძლიათ ეწვიოთ და თვალი ადევნოთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს, ან ოფიციალურ ვებ-საიტს.