Sponsored Content

Kitch Bistro - რესტორანი თბილისის ძველ სასახლეში უნიკალურ გარემოს, მყუდრო ტერასას და უგემრიელეს კერძებს გთავაზობთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Kitch Bistro ახალი რესტორანია, რომელიც თბილისის ცენტრში არსებულ ძველ სასახლეში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის #3-ში გაიხსნა.

რესტორნის ადგილმდებარეობა და ვიზუალი აერთიანებს თბილისის ძველ და თანამედროვე ყოფას, ხოლო ძველ შენობაში განთავსებული მზიანი ტერასა ასახავს ძველი ქალაქის სილამაზეს და ტრადიციულობას.

Kitch-ის მყუდრო, სასიამოვნო და დახვეწილი გარემო საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ივენთები დააორგანიზოთ. იქნება ეს დაბადების დღე, პატარა ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორატიული საღამო.

აქ დაგხვდებათ, უგემრიელესი საუზმე, კოქტეილების დიდი არჩევანი, ღვინო და, რაც მთავარია, ღია ცეცხლზე მომზადებული ნეკნები, სტეიკი, თევზი.

Kitch-ის მომსახურე პერსონალის ყოველი წევრი უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას გთავაზობთ, რაც იმითაა განპირობებული, რომ ყოველი მათგანი წინასწარ ტრენინგებს გადის. Kitch Bistro-ს გუნდი მზადაა, თქვენთვის დაუვიწყარი მოგონებები შექმნას.

რესტორანი გვთავაზობს უნიკალურ მენიუს, რომელიც შეიცავს როგორც მრავალფეროვან საუზმეულს, ასევე ცეცხლზე მომზადებულ უგემრიელეს ხორცის კერძებსა და თევზეულს.

რესტორნის ადგილმდებარეობა საშუალებას გაძლევთ, დილის 10:30 საათიდან გვესტუმროთ და უგემრიელესი საუზმე დააგემოვნოთ. ხოლო მათ, ვისაც ძილი უყვართ, შეუძლიათ, 16:00 საათამდე გვესტუმრონ და, მითითებულ დრომდე, საუზმის მენიუ დააგემოვნონ, რომელიც კერძებისა და წვენების ძალიან დიდ არჩევანს მოიცავს. კვერცხი ბენედიქტი, ფრანგული ომლეტი, სენდვიჩები, ყველაფერი ისაა, რაც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

რესტორანი, უნიკალური კონცეფციიდან გამომდინარე, კარგად მუშაობს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა უფრო აქტიურად დილის და საღამოს საათებში, რადგან მომხმარებლებს ძალიან უყვართ დილის Bistro-ში დაწყება და საღამოს მეგობრებთან ერთად რთული დღის შემდეგ განტვირთვა.

Kitch-ი მომხმარებლებს მაღალი სტანდარტების მქონე სერვისს სთავაზობს. ყოველი სტუმარი არის მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე, ყველა ცდილობს მათთან თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, დადებითი შთაბეჭდილების შექმნას. Kitch-ში თვლიან, რომ მთავარია, არა მარტო ახალი მომხმარებლის მოზიდვა, არამედ მოზიდული მომხმარებლის შენარჩუნებაც.

Kitch Bistro ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, წვეულება მოაწყოს ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროს.

Kitch-ი არის რიგით მეხუთე რესტორანი, თუმცა ყველა მათგანს სხვადასხვა კონცეფცია გააჩნია, ქსელურ რესტორანს არც ერთი არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, რთულია იმის თქმა, გაიხსნება თუ არა Kitch-ის ფილიალი, თუმცა ყველა იმედს იტოვებს, რომ გაფართოება ამით არ დასრულდება.