Get All Access for $5/mo

"კოლიბრი" - განმავითარებელი აკადემია ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განმავითარებელი აკადემია "კოლიბრი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების სოციუმში ინტეგრაციას ემსახურება. მიკრობიზნესის სახით დაწყებული აქტივიზმი დღეს მასშტაბურ აკადემიად იქცა, რომელმაც საქმიანობის მცირე დროის მიუხედავად 1000-ზე მეტი ბავშვის, მოზარდისა თუ ზრდასრულის განვითარებასა და მათი ოჯახების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამჟამად "კოლიბრი" ბენეფიციარებს ისეთ სერვისებს აწვდის, როგორებიცაა ენისა და მეტყველების, ქცევითი, ოკუპაციური თერაპია, არტ-თერაპია და სხვა.

"ჩვენი მიზანია, ისეთი სამყაროს მშენებლობის ნაწილი ვიყოთ, სადაც თითოეულ ბავშვს დავინახავთ არა მათი "შეზღუდული შესაძლებლობებით", არამედ მათი შეუზღუდავი პოტენციალით. გვსურს ვიყოთ მშობლებისა და ოჯახების იმედის შუქურა, რადგან აკადემიის სივრცეში წარმატებით ჩატარებული ყოველი თერაპია ჩვენთვის და ბენეფიციარებისთვის ტრიუმფია", ამბობს მარიამ კურტანიძე, "კოლიბრის" დამფუძნებელი და დირექტორი.

განმავითარებელი აკადემია "კოლიბრი" შეიქმნა არა მხოლოდ გამორჩეული, დასავლური სტანდარტისა და ინოვაციური სერვისების მიწოდების მიზნით, არამედ ოჯახების ჩართულობის მხარდასაჭერად და ბენეფიციარებისთვის პოზიტიურ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ოჯახური გარემოს შესაქმნელად. "გვსურს,არ ვიყოთ მხოლოდ განმავითარებელი ცენტრი, არამედ ოცნებების თავშესაფარი, სადაც ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა, შეუძლია საკუთარი პოტენციალის ფრთები გაშალოს და აფრინდეს".

თითქმის ერთი წელია, რაც განმავითარებელი აკადემია აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ბენეფიციარებს არაერთ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს, თუმცა ამ პროცესს უამრავი დაბრკოლება ახლავს. აღსანიშნავია, რომ "კოლიბრის" გუნდი არცერთ ბარიერს, როგორც გადაუჭრელ სირთულეს, არ აღიქვამს და მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფრის პარალელურად ებრძოლოს საზოგადოებაში ფესვგადგმულ სტიგმებსაც, რომლებიც შშმ და სსსმ-პირებს უკავშირდება.

"ამ რთულ გზაზე მოგზაურობამ მასწავლა გამძლეობა და საკუთარი იდეების რწმენის აუცილებლობა. თავდაპირველად, ბიზნესსამყაროში ნავიგაცია ემოციების ატრაქციონი იყო ჩემთვის, თუმცა წარმატებულმა ნაბიჯებმა და შრომის შედეგის ხილვამ ყველაფერი შეცვალა. ამ პერიოდში დამყარებულმა ურთიერთობებმა, იქნება ეს ბენეფიციარებთან, ოჯახებთან, სფეროს სპეციალისტებთან თუ სხვა, კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში", აღნიშნავს მარიამ კურტანიძე.

უახლოეს მომავალში განმავითარებელი აკადემია "კოლიბრი" თბილისში, კერძოდ ვარკეთილში, მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. ასევე, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, აკადემია გაიხსნება ქუთაისსა და ბათუმშიც. მარიამს სურს, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს ამ სფეროში მომუშავე სხვა ანტრეპრენერებთან, რათა ერთიანი ძალებით შექმნან და გააუმჯობესონ მუშაობის სტრატეგიები და რაც მთავარია, ინტერვენციის პროცესი ჰოლისტიკურ მიდგომებზე დამყარებული გახადონ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან