კომბინიზონამ სერთიფიცირებული, ანტიბაქტერიული დატვირთვის პირბადეების წარმოება დაიწყო!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა პირველი სოციალური საწარმოს მფლობელი სტარტაპია საქართველოში,რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სერთიფიცირებულ, ანტიბაქტერიული დატვირთვის პირბადეებს აწარმოებს!
"პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებელთა თხოვნის გარდა, მთავარი მიზეზი - დაგვეწყო პირაბდეების წარმოება, გახლავთ შემდეგი:
ჩვენ ვართ პირველები ბაზარზე, ვინც მიზნად დაისახა თვითმარქვია , უსირცხვილო და დღეს აღმოცენებული "კანტორების" ბაზრიდან კატაპულტირება, რადგან უსინდისობაა, დღეს, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის -პირბადეების ხელოვნურად გაბერილ ფასებში გაყიდვა, პანიკაში მყოფი ხალხის/კლიენტების დაბნეულობით სარგებლობა, მეტიც, , უმრავლესობა არაჯანსაღი და უხარისხო ნედლეულით აწარმოებს მათ!
ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია:
ხარისხიანი პროდქციის წარმოება
#1მე1შენ კამპანიაში უფრო მეტი კომპანიის მობილიზება,რათა შევძლოთ უფრო მეტი ორსულისა და შშმ პირის მომარაგება უსასყიდლოდ!
#დარჩისახლში კამპანიის ხელშეწყობა,
ვიყავით პირველები ბაზარზე,ვინც უმუშვრად დარჩენილილ ქალბატონების,ასევე შშმ პირების წასახაისებლად მათი სახლიდან დასაქმება დაიწყო და უკანასკნელი 15 დღის განმავლობაში უამრავი უმუშევრად დარჩენილი ქალბატონი დაასაქმა სახლიდან გასვლელად!
ერთად! საქველმოქმედო მიზნბისთვის ყველაფერი მიღწევადია!"