Get All Access for $5/mo

კომპანია GROWIN და DEVELOR გაერთიანდნენ სწავლებისა და განვითარების ბაზარზე მომუშავე ორი გამოცდილი კომპანია გაერთიანდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Growin

გამოწვევებით სავსე 2020 წლის მიუხედავად, ეს პერიოდი ახალი გამოცდილებისა და ადაპტაციური უნარების გამომუშავების ეტაპად, სირთულეების გადალახვა კი არაერთი ორგანიზაციისთვის გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობის დასაწყისად იქცა. მათ შორის არიან სწავლებისა და განვითარების ბაზარზე მომუშავე ორი გამოცდილი კომპანია - GROWIN და DEVELOR, რომლებმაც რთული წლის დასასრულს შერწყმის გადაწყვეტილება მიიღეს.

GROWIN-ი პირველი ქოუჩინგის კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2015 წელს და რომლის მისია იყო ინდივიდების ტრანსფორმაცია პროფესიონალური ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების პროგრამებით. დაარსების დღიდან, GROWIN-ის პარტნიორების მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებმა 100-ობით მონაწილეს მოუტანა უმნიშვნელოვანესი დადებითი ცვლილებები. ამის პარალელურად, კომპანია მუდმივად ეძებდა შესაძლებლობას გაეზარდა პროდუქტებისა და მიმართულებების არეალი, რომ კლიენტებისთვის შედეგების მისაღწევად ბევრად ფართო არჩევანი შეეთავაზებინა.

DEVELOR-ი კი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ევროპულ ბაზარზე 28 წლიანი გამოცდილება, პარტნიორული ქსელი და პროგრამების უპრეცენდენტოდ ფართო არჩევანი გააჩნია. საქართველოს ბაზარზე ის უკვე 3 წელია ოპერირებს. კომპანიამ საკუთარი გუნდის გაზრდა და იმ ახალი პარტნიორის შემატება გადაწყვიტა, რომელიც უნიკალური ღირებულების მატარებელი იქნებოდა და საერთო საქმიანობასაც მეტ ფასეულობას შესძენდა. ამგვარად, ორმა კომპანიამ ძალები გააერთიანა და გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის ახალი, უნიკალური შესაძლებლობების მიმწოდებელი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ კომპანია DEVELOR-ის მისია ინდივიდებისა და გუნდების ზრდაა. დიაგნოსტიკის, ტრენინგებისა და ქოუჩინგის მიმართულებების კომბინაცია კი მას კლიენტისთვის განვითარების პროდუქტიულ სივრცედ აქცევს. DEVELOR-ის მდიდარი პორტფოლიო მოიცავს 100-მდე ტრენინგ პროგრამას და ინსტრუმენტს მართვის, დამოკიდებულებებისა და აზროვნების, გაყიდვების, მომხმარებლის გამოცდილების და სხვა მიმართულებით. კომპანიის ძირითადი ფოკუსი, კარგად სტრუქტურირებული ტრენინგებისა და ქოუჩინგური მიდგომების კომბინაციით მენეჯერებისა და ლიდერების განვითარებაზე სწორდება.

DEVELOR-ის თითოეული პროგრამა საერთაშორისო მაშტაბით კოორდინირებული სწავლის არქიტექტურის მიდგომით იმართება, რომ მონაწილეებისთვის ეს პროცესი, დასამახსოვრებელ და უნიკალურ გამოცდილებად იქცეს. ქცევის მართვადი ცვლილებების გამოწვევით კი კომპანია სასურველ შედეგებს აღწევს.

"სიხარულით ველოდები ამ ახალ ეტაპს ჩვენს კომპანიაში. უამრავი შესაძლებლობები იხსნება, როგორც მენეჯერების, ასევე ლიდერობის განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი ძალების კომბინაცია: ქოუჩინგური მიდგომისა და დეველორის საერთაშორისო აპრობირებული პორტფოლიოს გაერთიანება, შთამბეჭდავ შედეგებს მოუტანს კლიენტებს", - ამბობს თამუნა ჩიჩუა, პროფესონალი ქოუჩი PCC, ტრენერი და DEVELOR საქართველოს პარტნიორი.

"როდესაც DEVELOR საქართველო დავაარსეთ 3 წლის წინ, ძლიერი საერთაშორისო ოჯახის წევრი გავხდით. ძალიან მიხარია ჩვენს გუნდში პროფესიონალ კოლეგებს– გროუინის ტრენერებსა და ქოუჩებს რომ ვხედავ", - გიორგი კაკულია, DEVELOR საქართველოს პარტნიორი, ტრენერი.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ მიიწევს წინ DEVELOR საქართველო. აქამდე პროფესიონალიზმის და ერთგულების მოწმეები ვიყავით, ახლა კი მახარებს ის, რომ ჩვენი კლინეტებისთვის კიდევ უფრო უკეთესი პარტნიორები ვიქნებით", - ჟოლტ პოცვაი, DEVELOR-ის გლობალური CEO, პარტნიორი.

ამგვარად, მომიჯნავე მიმართულებების მქონე ორი კომპანია ძალებისა და გამოცდილებების ახალი, საინტერესო კომბინაციით სწავლებისა და განვითარების ბაზარს ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტს უშლის.

ახალი კომპანია DEVELOR საქართველოს სახელით იფუნქციონირებს. დღეიდან ეს იქნება 28 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია, რომლის მუშაობის დიდი გამოცდილებაც ევროპის მსხვილ ბაზარსა და იქ მომუშავე ცნობილ კომპანიებს მოიცავს, და ახლა უკვე ადგილობრივ ექსპერტიზასთან და ცოდნებთან სინთეზით, განსაკუთრებულ ღირებულებას სთავაზობს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს.

მდგრადი პიროვნული და ორგანიზაციული ქცევითი ცვლილებების მსურველებს ახალი პარტნიორობის შედეგად, უნიკალური შესაძლებლობების გაცნობა და მათი საკუთარ თავზე გამოცდა სულ მალე შეეძლებათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.