Get All Access for $5/mo

კომპანია "ჯინვენტორი" საქართველოში Schafer-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კომპანია "ჯინვენტორი", რომლის ქოლგის ქვეშ ერთიანდება კომპანია "ტენე", საქართველოში თურქულ ბრენდ Schafer-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Schafer-ი მსოფლიო მასშტაბით საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ქართველი მომხმარებლები უახლოეს მომავალში Schafer-ის პროდუქციის შეძენას როგორც "ტენეს" ქსელში, ასევე "ჯინვენტორის" ონლაინმაღაზიაში განვადებითა და ნაღდი ანგარიშსწორებით შეძლებენ. ამასთან, ელექტრონული კომერციის ბიზნესებისთვის შესაძლებელი გახდება საწყობიდან სხვადასხვა პროდუქციის სადილერო ფასებში გაცემა.

"ჯინვენტორისთვის" Schafer-თან დაწყებული თანამშრომლობა კიდევ ერთი და განსაკუთრებული წინგადადგმული ნაბიჯია. Schafer ისეთი ბრენდია, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის 43-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში მათ შეძლეს და შექმნეს წარმოება, ასევე დისტრიბუციის ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Schafer-ს ოფიციალური წარმომადგენლობა 78 ქვეყანაში აქვს, ხოლო თურქეთში 312 ოფიციალურ მაღაზიას ამუშავებს. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ქართველი მომხმარებლისთვის გაზიარება საკმაოდ საპასუხისმგებლო და სასიხარულო ამბავია", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ირაკლი ბურჭულაძე, "ტენესა" და "ჯინვენტორის" CEO.

"ტენემ" საქართველოში გარანტიის პირობების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. სწორედ იმავე პრინციპით, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, პროდუქციის ყიდვიდან 6 თვის განმავლობაში დააბრუნოს ან შეცვალოს პროდუქტი და ამასთან მიიღოს 2-წლიანი გარანტია პროდუქციის ტექნიკურ მხარდაჭერასა და მის შეკეთებაზე.

Schafer-ის ბრენდი სამზარეულოს ტექნიკას, ჭურჭელსა და ტექსტილს აწარმოებს. ამ ეტაპისთვის "ჯინვენტორი" საქართველოში ტექნიკას შემოიტანს, თუმცა უახლოეს მომავალში მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ სამზარეულოს ტექნიკის, ჭურჭლისა და ტექსტილის ფართო ასორტიმენტი. საერთაშორისო პროდუქცია უკვე საქართველოშია და მისი შეძენა Ginventor.ge-ისა და Tene.ge-ის ონლაინ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ სუპერმარკეტებთან, ტექნიკის კომპანიებთან და სამომავლოდ, "ტენეს" ქსელის გარდა, პროდუქცია სხვა ფიზიკურ მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

"როგორც იცით, თურქეთიდან უამრავი სხვადასხვა ბრენდი შემოდის საქართველოში, ბევრ მათგანთან გვქონდა მოლაპარაკება, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენი შეხედულებები Schafer-ის პოლიტიკასთან იყო თანხვედრაში. მომხმარებელთან ლოიალური მიდგომა, გარანტიის პირობების შესრულება, ხარისხიანი და ვიზუალურად განსხვავებული პროდუქტი, ყველასათვის ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკა და სხვა − ეს იყო ის ძირითადი ღირებულებები, რომლებსაც ორივე კომპანია ვიზიარებთ.

სანამ აღნიშნულ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობას დავიწყებდით, საკმაოდ შრომატევადი გზა გავიარეთ. თურქეთში რამდენიმე ვიზიტის ფარგლებში, იქაური საწარმოების ალბათ 100% შემოვიარეთ, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა. გვინდოდა ისეთ ბრენდთან გვეთანამშრომლა, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარისხი. თავდაპირველად ვნახეთ Schafer-ის პატარა მაღაზია, სადაც ძალიან მოგვეწონა პროდუქცია და გადავწყვიტეთ, მათი უფრო დიდი ქსელი მოგვეძება. ამოვიწერეთ რამდენიმე მისამართი და სრულიად შემთხვევით მათ ქარხანაში აღმოვჩნდით. დაღლილებმა და განადგურებულებმა 18:30 საათზე მივაღწიეთ აღნიშნულ მისამართამდე. მიმღებში გვითხრეს, რომ შეხვედრა წინასწარ, გარკვეული პერიოდით ადრე უნდა ჩაგვენიშნა. უკან რა წამოგვიყვანდა? ამიტომ გამოვიჩინეთ ქართული გამჭრიახობა და საბოლოო ჯამში, თავი შეხვედრების ოთახში ამოვყავით. ხელმძღვანელსაც კი გაეცინა ჩვენს "სითავხედეზე", მაგრამ საუბრის დაწყებიდანვე ორივე მხარე მივხვდით, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით და მაშინ პირველი სიტყვიერი ნაბიჯები გადაიდგა. მომდევნო ვიზიტზე უკვე კონკრეტული შემოთავაზებებიც გაჩნდა და ყველაფერი წარმატებით დასრულდა", − აღნიშნავს ირაკლი ბურჭულაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უპირველესად, კომპანია პროდუქციის ონლაინ და ფიზიკურ პლატფორმებზე განთავსებას გეგმავს. გუნდის განცხადებით, დროთა განმავლობაში გაიზრდება ასორტიმენტიც და საქართველოში გაიხსნება Schafer-ის პირველი ოფიციალური მაღაზია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მრავალფეროვან და უნიკალურ პროდუქციას შესთავაზებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი