Get All Access for $5/mo

კომპანია ''პროსპექტის'' ორგანიზებით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანიამ - "პროსპექტი", თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის, კონფერენცია - ".GREMO" ჩაატარა. ღონისძიებას 70-მდე დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებმა დეველოპერებს კვლევები, სტატისტიკა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები, არქიტექტურული და საინჟინრო მიმართულებით სიახლეები გაუზიარეს და სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი თემები განიხილეს, როგორებცაა:

  • მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიებაყიდვის დროს
  • ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ახალი გზები
  • Crowdfundingის როლი უძრავი ქონების განვითარებაში
  • რა მეთოდებით შეიძლება გავზარდოთ კომპანიის მომგებიანობის მარჟა
  • როგორია სწორი არქიტექტურა
  • ახალი დეველოპერული სივრცეები ქალაქში

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: თიბისი, "MUA Architects", საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტი", არქიტექტურული კომპანია "Metric", კვლევითი კომპანია "ანოვა", ციფრული მარკეტინგული სააგენტო "კრაკენი", აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისი", საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, "City Institute".

კომპანია "პროსპექტის" მიზანია, ყოველწლიური კონფერენციის დახმარებით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას შეუწყოს ხელი. შედეგად კი, დეველოპერებმა საკუთარი ბიზნესგეგმები მომხმარებლის საჭიროებებს მოარგონ.