Cyber Week Sale! 50% Off All Access

კონკურსი ქართული სტარტაპებისთვის - მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირის მხარდაჭერით სტარტაპებისთვის მასშტაბირების ახალ შესაძლებლობას ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვისა და საკონკურსო განაცხადის ჩამოსატვირთად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი.

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა სწრაფი ტემპებით ვითარდება და დღესდღეობით, სულ უფრო მეტი სტარტაპი ცდილობს, აითვისოს საერთაშორისო ბაზრები და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა გლობალური მასშტაბით. ჩვეულებრივ, სტარტაპთა უმეტესობა მასშტაბირებას მეზობელი ქვეყნებიდან იწყებდა, თუმცა, ბოლო წლებში, სტარტაპებისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სამიზნე ბაზრად ბელგია იქცა. ევროპის ცენტრში მდებარე ქვეყანა ხელს უწყობს სტარტაპებს, მიუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს და მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ევროპის ბაზრის ათვისებაში დაეხმარებათ. ბელგიის მთავრობის მხარდამჭერი ინიციატივები, ფინანსებთან წვდომა, 60-ზე მეტი ინკუბატორი და აქსელერატორი და სხვა - ეს იმ ხელშემწყობი მექანიზმების არასრული ჩამონათვალია, რითიც ბელგია სტარტაპების ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

ბელგიის მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა სტარტაპებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 10-მდე შერჩეული სტარტაპი ბრიუსელში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა იმ შესაძლებლობებს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

2023 წლის 1 სექტემბრიდან, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ბელგიის მთავრობისa და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ""საქართველოსა და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით" (EMLINK). აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვისა და საკონკურსო განაცხადის ჩამოსატვირთად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს. დაინტერესებულ პირებს განცხადებების წარდგენა 2024 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კონკურსის შედეგად შედგეს თანამშრომლობა შერჩეულ სტარტაპებს და ბელგიურ ორგანიზაციებს შორის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმდენად, რამდენადაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბელგიას შორის მიგრაციის ჩარჩოს მართვის გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას. EMLINK პროექტი ჩვენი ორგანიზაციისთვისაც ერთგვარი სიახლე და ინოვაციაა, ვინაიდან პირველად დავაკავშირეთ მიგრაცია ინოვაციურ სტარტაპ -ეკოსისტემას. მიგვაჩნია, რომ ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებიც გლობალური ბაზრისთვის ქმნიან პროდუქტებს, ყველაზე მეტად დაეხმარებათ დროებითი მობილობის მექანიზმი, რომლის განვითარება კონკურსის პარალელურად ხდება. ეს მექანიზმი სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, მოიძიონ ევროპელი პარტნიორები, შევიდნენ ევროპულ ბაზრებზე, სადაც განსაკუთრებით დიდი მიმღებლობაა ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართ ან მოიზიდონ ინვესტიცია იმ სექტორებში, სადაც ევროპელი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესია. პროექტი საპილოტეა და მის გაგრძელებაზე პროექტის დასრულების შემდეგაც ვიმუშავებთ არამხოლოდ ბელგიის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად" ,- განმარტავს ქეთევან გორგოშიძე, ICMPD პროექტის მენეჯერი.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბელგიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და წარმატებულ მეწარმეთა დროებითი მობილობის სქემის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გაემგზავრონ ბელგიაში, გაამდიდრონ საკუთარი ბიზნესკონტაქტები, გაეცნონ აქსელერაციის შესაძლებლობებს საერთაშორისო მასშტაბით, დაამყარონ კავშირი ადგილობრივ ინვესტორებთან და მიიღონ წვდომა დამატებით ფინანსებსა და ინვესტიციაზე. ყოველივე ეს ამავე დროს მოიაზრებს კერძო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მოტივაციის ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში?

სრულად დაფინანსებული პროგრამა ღიაა ყველა კომპანიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სტარტაპი, რომელიც საზოგადოებას მასშტაბირებად გადაწყვეტას სთავაზობს და მასში წარმატებით აინტეგრირებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს;
  • სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპები;
  • ინვესტიციის მოზიდვის პოტენციალის მქონე კომპანიები;
  • ახალი ბაზრების, განსაკუთრებით კი ბელგიური ბიზნესლანდშაფპტის, ათვისების პოტენციალის მქონე სტარტაპები;
  • ე.წ. Pre-Seed ან Seed Stage ეტაპზე მყოფი სტარტაპები, რომლებსაც ბაზარზე უკვე დანერგილი აქვთ მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP);
  • დამფუძნებელთა გუნდი, რომელსაც დარგის სპეციფიკური ცოდნა და ერთად მუშაობის ეფექტური გამოცდილება აქვთ;
  • მზარდ ბაზრებზე ზემოქმედების მოხდენის პოტენციალის მქონე სტარტაპები;
  • კომპანიები, რომელსაც საწყისი თრაქცია (Traction) ან საბაზრო განაკვეთის აშკარა მტკიცებულება გააჩნია;
  • სტარტაპები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საქმეში დიდი ძალისხმევა ჩადონ;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • გერმანული ან/და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რა ბენეფიტების მომტანია კონკურსი ქართველი სტარტაპერებისთვის? - ამ კითხვაზე ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპის, ARtttify-ის წარმომადეგენელი, მარიამ ხარაზიშვილი გვპასუხობს. ARtttify მარკეტინგული SaaS პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, აუგმენტური რეალობისა და AI-ის დახმარებით, 30 წუთში შექმნას სხვადასხვა ვირუსული კამპანიები. შედეგად, პლატფორმა მარკეტერებს მომხმარებლის მოზიდვის ხარჯს საშუალოდ $20-იდან $2-დე უმცირებს.

"როგორც გასულმა წლებმა აჩვენა ქართული სტარტაპ- ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია სტარტაპერების აქტიურობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური შესაძლებლობის და პოტენციალის დემონსტრირებაა და ასევე საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის და გამოცდილების საქართველოში ჩამოტანის და გაზიარების შესაძლებლობა. ადგილობრივი ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და საინვესტიციო ფორუმები უფრო სწრაფად ვითარდება, როდესაც ქართველი სტარტაპერები საერთაშორისო აქტივობების სტანდარტსა და ხარისხს ხედავენ, ჩამოდიან და აქაც სწევენ თამასას.

ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ინვესტიციები და თანამშრომლობა უცხოუელ პარტნიორებთან. ნებისმიერი სტარტაპი გლობალურ კომპანიად პოზიციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ ბაზრებზე შესასვლელად ან ძალიან მჭირდრო თანამშრომლობაა საჭირო ადგილობრივ წარმატებულ კომპანიებთან, ან ინვესტიციის მოზიდვა ინვესტორებისგან, რომლებსაც ინტერესი ამავე ბაზარზე აქვთ და მისი გაუმჯობესების სჯერათ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ ხარაზიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, განახორციელებს ბელგიასა და საქართველოში არსებული სატარტაპ -ეკოსისტემის კვლევასა და ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების გამოვლენას. კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკები, ხელი შეუწყონ ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის გაძლიერებასა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო გარემოს შქმნას საქართველოსა და ბელგიაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მიგრაციის პარტნიორობის მექანიზმის (MPF) ფარგლებში.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1993 წელს დაარსდა ავსტრიისა და შვეიცარიის ინიციატივით, ხოლო ამჟამად აერთიანებს 20 წევრ ქვეყანას. ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ვენის სათავო ოფისის, ბრიუსელის მისიის და 36 ქვეყანაში არსებული ადგილობრივი წარმომადგენლობების მეშვეობით.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ