Get All Access for $5/mo

კორონავირუსი: სახლიდან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკა, ექვს ციფრიანი კომპანიის მფლობელისგან კომპანიები უკვე დისტანციურ, ახალ სამუშაო რეჟიმზე გადადიან და ამასთან დაკავშირებით გაეცანით რჩევებს, თუ როგორ უნდა დარჩეთ პროდუქტიული და საქმეებში ჩართული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ამ კვირას ოფისების ათასობით თანამშრომელი პირველად გამოცდის საკუთარ თავზე თუ რას ნიშნავს, სახლიდან მუშაობა, რადგან როგორც მსხვილი ისე, მცირე კომპანიები COVID-19 -ის გავრცელების საფრთხესთან გამკლავებას ცდილობენ, და ამიტომ, თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას სთხოვენ.

მართალია, LinkedIn-ის 2019 წლის ოქტომბრის გამოკვლევამ უჩვენა, რომ თანამშრომელთა 82%-ს ისურვებდა, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუნდაც, გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც სოციალური მედიის ანტრეპრენერმა, ჩემი სახლის ოფისიდან გასული ათი წლის განმავლობაში ექვს ციფრიანი კომპანია შევქმენი, აქ ჩემს საუკეთესო რჩევებს (და გაკვეთილებს) გაეცნობით, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ უკეთ შეძლოთ სახლში მუშაობა.

1. ზუსტად დაიცავით გრაფიკი

სახლიდან მუშაობაში ყველაზე შესანიშნავი ის არის, რომ მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ თქვენი სახლის კომფორტით დატკბეთ.

ამავე დროს, ეს ასევე ყველაზე სახიფათო რამაა სახლიდან მუშაობის შემთხვევაში.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი სამუშაო ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ კიდეც, ისე, თითქოს ოფისში მუშაობდეთ. ეს პროფესიონალური და პირადი დროის ერთმანეთისგან გამოყოფაში დაგეხმარებათ, და დღის ბოლოს სამუშაოს, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად ადვილად დააღწევთ თავს. თქვენი დღისა და ყოველდღიური ამოცანების ჩამოწერაც შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ ეს დაგეხმარებათ.

დღის განმავლობაში საკუთარ თავს შესვენების საშუალება მიეცით, წამოდექით, სამუშაო მაგიდას მოცილდით, თუნდაც, სამზარეულოს მაგიდას მიუჯექით და ისადილეთ, ან კიდევ, 30 წუთის განმავლობაში პოდკასტს მოუსმინეთ. ჩემთვის ეს არის დასვენებისა და ძალების განახლების საუკეთესო საშუალება, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, როდესაც უკან, ჩემს მაგიდასთან ვბრუნდები, მზად ვარ სამუშაოს გასაგრძელებლად.

არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ თქვენი საშინაო "თავისუფალი დროის" განმავლობაში, ნებისმიერ შემთხვევაში, შორს სარეცხის ან ნიჟარაში ჭურჭლის რეცხვისგან. ეს დრო გონების მოსადუნებლად, დასასვენებლად გამოიყენეთ.

2. საკუთარ თავს სივრცე გამოუყავით

ნუ დაახვავებთ თქვენს სასადილო მაგიდაზე ქაღალდებსა და საქაღალდეებს, ან კიდევ, ღმერთმა დაგიფაროთ, რომ პრინტერი დადგათ მასზე.

სამუშაოდ გარკვეული ადგილის გამოყოფა აუცილებელია (იდეალური ისეთი იქნებოდა, სადაც კარის დახურვას შეძლებთ), ეს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნის საიმედო საშუალებაა, და იმის გარანტიაც, რომ როდესაც სადილს მიუჯდებით, განუწყვეტლივ პროექტის ბოლო ვადებზე არ იფიქრებთ.

დღის ბოლოს კარი დახურეთ (თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ), იქაურობას მოცილდით და ეცადეთ, თქვენს სამუშაო ადგილს მეორე დილამდე აღარ დაუბრუნდეთ.

3. იზრუნეთ, რომ შესაბამისად გამოიყურებოდეთ

როდესაც სახლიდან მუშაობთ, აქაც ისევე პროფესიონალურად გამოიყურებოდეთ, როგორც ტრადიციულ ოფისში მუშაობისას, არ დაივიწყოთ, რომ ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. (გარდა ამისა, ახლა 2020 წელია და თავს ვერ გაიმართლებთ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკონფერენციისას ცუდი განათება გაქვთ, ან კიდევ თქვენი ხმა კარგად არ ისმის.)

LED წრიული ნათურა შეიძინეთ (Amazon-ზე ეს ნათურა სულ რაღაც $25 ღირს), რამდენიმე მცენარე, Zoom ან BlueJeans ვიდეო კონფერენციის ანგარიში და კარგი მიკროფონი. გაოცდებით, როგორ გამოგადგებათ ეს ყველაფერი ვიდეო ზარების განხორციელებისას. (ბოლო Zoom-ის დროს ისიც კი მითხრეს, რომ YouTube-ის მზეთუნახავს ვგავდი - ეს ყველაზე დიდი ქათინაურია სოციალურ მედია ბიზნესში).

4. საზღვრები ააშენეთ

როდესაც სახლიდან მუშაობაზეა საუბარი, ადამიანებს ხშირად მოვუწოდებ, საზღვრები "ააშენონ" და არა, "დაადგინონ", იმიტომ, რომ ნამდვილი პროცესი სწორედ ეს არის.

წლები დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ თუნდაც სახლიდან მემუშავა, ელექტრონული ფოსტისთვის საღამოს 9:00 საათზე არ უნდა მეპასუხა, როდესაც ჩემი მეუღლის გვერდით ვიჯექი და ტელესერიალს "ეს ჩვენ ვართ" ვუყურებდი. (დამიჯერეთ, ისეთი მგრძნობიარე ვარ ასეთ დროს, რომ ამ შოუს შემდეგ არაფერზე მაქვს რეაქცია).

რა თქმა უნდა, გამონაკლისის დაშვება შეგიძლიათ საგანგებო ვითარებაში, მაგრამ შეეცადეთ, თქვენი სამუშაო მხოლოდ სამუშაო საათების დროს აკეთოთ, თუნდაც, ეს შაბლონური პასუხის გაგზავნას ნიშნავდეს. მე ყველაზე მეტად ეს მომწონს : "სიამოვნებით გადავხედავ ამ წერილს ხვალ დილას განახლებული გონებით!"

საზღვრების შენება შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს მაშინ, როდესაც სახლიდან მუშაობთ, და როდესაც თქვენი გარემოცვაც ნამდვილად გრძნობს, რომ მუშაობთ.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი