Get All Access for $5/mo

კორონავირუსი: ავსტრალიელი ექსპერტები გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზარალს - $2.4 ტრილიონს პროგნოზირებენ ANU-ს მკვლევარებმა მოვლენების ყველაზე კარგი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მშპ-ს გლობალური ზარალი $2.4 ტრილიონად შეაფასეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Business Insider

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება, ავსტრალიელ ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზის მიხედვით, ამ დაავადების ეკონომიკური შედეგები მოვლენების საუკეთესო სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის გლობალური ზარალი - $2.4 ტრილიონი იყოს.

კორონავირუსის აფეთქება უჰანში, ჩინეთში დაიწყო და ელვისებური სისწრაფით გავრცელდა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 120,914 ადამიანი გარდაიცვალა და 1,935,646-ზე მეტი ინფიცირდა. ვირუსი COVID-19-ის სახელით ცნობილ დაავადებას იწვევს, რომელიც მსოფლიოს სულ მცირე, 210 ქვეყანაში გავრცელდა.

შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1, 947,856-ს გადააჭარბა, ხოლო სიკვდილიანობამ - 125,121-ს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს აფეთქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და ისიც განაცხადა, რომ ვითარების ნორმალიზება თანდათან უფრო რთული ხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით სიკვდილიანობის გლობალური დონის მაღალ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო გენერალურმა მდივანმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი "უნიკალური ვირუსია უნიკალური მახასიათებლებით".

მართალია, ამ ვირუსზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ ავსტრალიელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ვირუსმა ადამიანთა ცხოვრებაზე, თუ მას არ შეაჩერებენ.

ავსტრალიელი მეცნიერები ვირუსის ზემოქმედების ეკონომიკურ ზეგავლენას აფასებენ

ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებულ ახალ კვლევაში მოვლენების განვითარების შვიდი სხვადასხვა სცენარია მოდელირებული, იმის დასადგენად, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს COVID-19-ის სხვადასხვა მასშტაბის აფეთქებამ მსოფლიო სიმდიდრეზე.

ამ ნაშრომში შვიდ სცენართაგან ოთხში შესწავლილია, თუ რა შედეგები ექნება COVID-19-ის სხვადასხვა მასშტაბით (მცირე და დიდი) გავრცელებას ჩინეთის საზღვრებს გარეთ. მეშვიდე სცენარში განხილულია, თუ რა გავლენას მოახდენს ზომიერი სიმძიმის პანდემიის გლობალური გავრცელება ყოველწლიურად განუსაზღვრელი ვადით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არც თუ მძიმე მოდელის ანუ შვიდთაგან საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ANU-ს მკვლევარები გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზარალს, $2.4 ტრილიონს პროგნოზირებენ, და სავარაუდოდ, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანის დაღუპვას. მათ ჰონგკონგის გრიპის აფეთქების მიხედვით (1968-1969 წლებში) შეძლეს პანდემიის მოდელირება, რომელმაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ესპანეთის გრიპის პანდემიის მიხედვით მოდელირებული სერიოზული სიმძიმის მოდელის შემთხვევაში, რომელმაც 1918 წლიდან 1920 წლამდე მსოფლიო მასშტაბით 17-დან 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა - მშპ გლობალური ზარალი შესაძლოა, $9 ტრილიონი იყოს. თუ ამ მოდელის მიხედვით განვითარდა მოვლენები, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, 68 მილიონს გადააჭარბებს.

"ჩვენი სცენარები უჩვენებს, რომ შესაძლოა შეკავებულმა პანდემიამაც კი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკაზე მოკლევადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ამ კვლევის ერთ ერთმა ავტორმა, უორვიკ მაკკიბინმა, ANU-ს პროფესორმა ეკონომიკის დარგში.

"მოვლენების ყველაზე კარგი სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, ანუ არც თუ ძლიერი ზეგავლენისას, ეკონომიკური შედეგები მაინც უზარმაზარი იქნება, და ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რომ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან შესაძლო ზიანი", - დასძინა მან.

კვლევის მიზანია, პოლიტიკოსებს COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე რეაგირებაში დაეხმაროს, რადგან დაავადება ჯერ კიდევ გავრცელების სტადიაზეა.

"აუცილებელია,ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდა, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და განვითარებაში, განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, - განაცხადა მაკკიბინმა, - საზღვრების დაკეტვაზე ზრუნვა უკვე საკმაოდ გვიანია, ეს დაავადება ბევრ სხვა ქვეყანაში გავრცელდა და გლობალური პანდემია დაიწყო".

დაღუპულთა რაოდენობა ჯერ კიდევ იზრდება

COVID-19-ით პაციენტის გარდაცვალების რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, და იმაზეც, თუ სად ხდება მკურნალობა.

გასულ თვეს ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ვირუსი ყველაზე სერიოზულ გავლენას იმ ხანდაზმულებზე ახდენს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ ასაკთან ერთად ამ დაავადებით გარდაცვალების შანსიც იმატებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 10-დან 19 წლამდე ასაკის პაციენტებს COVID-19-ით გარდაცვალების იგივე შანსი ჰქონდათ, როგორიც 20 და 30 წლისებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დაავადება ბევრად უფრო ფატალურია 50 და მეტი ასაკის ადამიანებში.

კვლევებმა ასევე უჩვენა, რომ შემთხვევების 80 პროცენტში COVID-19-ის მიმდინარეობა მსუბუქია, და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბევრი მსუბუქი შემთხვევა არც კი იყო რეგისტრირებული, იმიტომ, რომ ზოგიერთებს სამკურნალოდ არც ექიმისთვისაც მიუმართავთ და არც ჰოსპიტალისთვის.