Get All Access for $5/mo

კორონავირუსის აფეთქება: საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც ახლავე უნდა დანერგოთ ჩვენ მარტივი ცნობარი შევადგინეთ იმ საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელიც კომპანიებმა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტებმა უნდა დანერგონ თავიანთი თანამშრომლების დასაცავად ახალი ვირუსისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Real Deal

კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, და ამიტომ მარტივი ცნობარი შევადგინეთ იმ საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელიც კომპანიებმა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტებმა უნდა დანერგონ, რომ მათი თანამშრომლები ჯანმრთელებიც დარჩნენ და არც ინფექცია გადაედოთ.

ეფექტური კომუნიკაცია - წარმატების გასაღებია

HR დეპარტამენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას ერთად უნდა მოუყარონ თავი, რომ თავიანთი თანამშრომლებისთვის სრულყოფილი ცნობარის შექმნან, რომელიც მათ მხოლოდ ინფორმაციას კი არ მიაწვდის ვირუსულ ინფექციაზე, მისი თავიდან აცილების გზებსაც შესთავაზებს.

კომუნიკაციის სტრატეგია მრავალმხრივი უნდა იყოს და კომუნიკაციის ყველა ხელმისაწვდომ არხებს იყენებდეს. "ბიულეტენებიც უნდა გქონდეთ, კედლებზეცუნდა გააკრათ პლაკატები, ელექტრონული წერილებიც დააგზავნოთ, ჩატ ჯგუფები გქონდეთ, ინფოგრაფიკაც, ვიდეო რგოლებიც და მასობრივი ინფორმაციის ნებისმიერი საშუალებებიც, რომლებიც ამ შეტყობინებების თითეულ თანამშრომლამდე მიტანაში დაგეხმარებათ", - ამბობს ადრიან თანი, HR პრაქტიკის ვეტერანი და PeopleStrong-ის ლიდერი.

შეგროვილი ინფორმაცია მხოლოდ სარწმუნო და შემოწმებული წყაროებიდან უნდა იყოს მოპოვებული, როგორებიცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებ გვერდი და ავტორიტეტული მედია გამოცემები, რომლებიც ნებისმიერ სიახლეს მხოლოდ სამთავრობო უწყებების, და იმ სამედიცინო პესონალის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც ვირუსის კვლევაში არიან ჩართულნი.

Bloomberg-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიას, რომელიც ზოგიერთ მითებს აქარწყლებს კორონავირუსზე და ცრუ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მთელ ინტერნეტში ტრიალებს.

მოქნილი სამუშაო რეჟიმი ან BCP პროტოკოლი დანერგეთ

ინფექციის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზა მათთვის, ვინც მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა, თანამშრომლებისთვის სახლიდან მუშაობის უფლების მიცემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინფექცია ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ეს იმ ქვეყნებსაც შეეხება, რომლებიც ჩინეთს ესაზღვრებიან, და მათაც, რომლებშიც კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.

"მოქნილი სამუშაო მექანიზმების დანერგვით, მხოლოდ ოფისში კი არ გამორიცხავთ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას, არამედ მგზავრობის დროსაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორიცაა ჰონგკონგი, სადაც პიკის საათის დროს მეტროში მგზავრები ერთმანეთის პირისპირ, სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით დგანან", - ამბობს თანი. ზუსტად ასეა სხვა მრავალ ქვეყანაშიც, სადაც ქალაქებში ხალხმრავალი ცენტრებია.

"თუ გავითვალისწინებთ რამდენად უკეთესი ინფრასტრუქტურა გვაქვს დღეს, სტანდარტული მოდელით მუშაობა გაცილებით მარტივია ჩატ პლატფორმებით, პროექტების მართვის პანელებითა და სხვა პლატფორმებით, რომლებიც ან ინტერნეტშია ან ღრუბელზე", - დასძინა მან.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდებმა არაინვაზიური საშუალებებით, როგორებიცაა სახის ნიღაბი, სპირტის საფუძველზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებები ხელებისთვის და პირადი ჰიგიენის დაცვა, ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების გზები დაამუშავეს.

გადახედეთ შვებულების წესებს

რომელ კომპანიას უნდა, დასნებოვნებული თანამშრომელი სამსახურში გამოცხადდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურებადი შვებულების დღეები აღარ აქვს დარჩენილი. ეს მხოლოდ ავადმყოფ თანამშრომელს კი არ მიაყენებს ზიანს, რომელიც იძულებულია თავს ძალა დაატანოს, რომ სამსახურამდე შეძლოს მისვლა, არამედ მის კოლეგებსაც, ყველას და ყველაფერს, ვისთან და რასთანაც მოუწევს გზად შეხება.

"თუ კომპანია შედეგებზე ფიქრობს, რა მნიშვნელობა აქვს თანამშრომელი სახლიდან იმუშავებს თუ ოფისში, თუ სამუშაო შესრულდება. დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ , მთელი რიგი საშუალებები არსებობს, რომლებიც კომპანიებმა ისე უნდა გამოიყენონ, რომ შეხვედრები, დისკუსიები და ყოველდღიური სამუშაო, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს", - ამბობს თანი.

თუ რომელიმე თანამშრომელის ავადმყოფობაზე გაჩნდება ეჭვი, ან დღის განმავლობაში რომელიმე ცუდად იგრძნობს თავს, განსაკუთრებით, თუ სამოგზაუროდ იყო, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ორგანოებს. თუმცა, თანამშრომელი არ უნდა შეაშინოთ და ვიდრე სამედიცინო ორგანოები არ გირჩევენ, არ უნდა აიძულოთ იზოლაციაში წავიდეს.

ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანებთან კონტაქტის თავის ასარიდებლად არც ისე ცუდი რამაა

სახლიდან მუშაობისას ის პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც გუნდებს ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთობების საშუალებას აძლევენ. შეხვედრების ჩატარება Skype, Google Hangouts ან Zoom-ით შეიძლება, ხოლო ერთობლივი მუშაობა რეალური დროის რეჟიმით, ისეთი უფასო პლატფორმების გამოყენებით, როგორიცაა, Collabedit.

ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტებზე ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ.

სხვა HR ინიციატივები, სახის ნიღბების უფასოდ დარიგების გარდა

  • თანამშრომლებისთვის ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების უფასოდ დარიგების გარდა, ოფისის დასუფთავების გრაფიკიც უნდა გახანგრძლივდეს.
  • კომპანიის ხელმძღვანელობამ ფუჭი დაპირებები კი არ უნდა გასცეს, რეალურად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია.
  • ოფისში თანამშრომლებისთვის ტემპერატურის განსაზღვრა წესად უნდა იყოს გადაქცეული, ნებისმიერს უნდა შეეძლოა მშვიდად მუშაობა, არავის ღრღნიდეს ეჭვები, რომ მისი კოლეგა შესაძლოა ინფიცირებულია. ეს ინფორმაცია ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ თანამშრომლებმა ბოლომდე შეძლონ ნდობა.
  • და ბოლოს, იმაზეც უნდა იზრუნოთ, რომ შესვენებისას თანამშრომლები მასობრივად არ შეჯგუფდნენ ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად კვების ცენტრი.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე