Get All Access for $5/mo

კორონავირუსით გამოწვეული ვითარების საპასუხოდ Google-ის ვიდეოჩატის პრემიუმ ვერსია უფასო ხდება! Google-ის ვიდეოჩატის ინსტრუმენტის პრემიუმ ვერსია ივლისამდე უფასო იქნება, რომ კომპანიებსა და სკოლებს კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურად მუშაობაში დაეხმაროს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wired

Google-ის ვიდეოჩატის ინსტრუმენტის პრემიუმ ვერსია ივლისამდე უფასო იქნება, რომ კომპანიებსა და სკოლებს კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურად მუშაობაში დაეხმაროს

Google-ის ვიდეო კონფერენციის აპლიკაციის, Hangouts Meet-ის პრემიუმ ფასიანი ფუნქციები პირველ ივლისამდე უფასო იქნება, რომ კომპანიებსა და სკოლებს დაეხმარონ მუშაობაში, რადგან ისინი კორონავირუსის გამო დისტანციურად მუშაობენ.

ამ ფუნქციებში შედის ერთი ზარის განხორციელებისას 250 ადამიანის მონაწილეობის შესაძლებლობა, 100 000 მაყურებელზე პირდაპირი ტრანსლირება დომენის ფარგლებში, ამასთან ერთად, შეხვედრების ჩაწერა და მათი Google Drive-ზე შენახვის შესაძლებლობა.

"COVID-19-ის გავრცელების საპასუხოდ სულ უფრო მეტი თანამშრომელი, პედაგოგი და სტუდენტი მუშაობს დისტანციურად, ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანა გვსურს, რომ ყველამ შეძლოს კავშირზე ყოფნა და ნაყოფიერად მუშაობა", - ნათქვამია Google-ის ბლოგ პოსტში.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Zoom-მმა, Google-ის მთავარმა კონკურენტმა ჩატის ინსტრუმენტებში, დროებითი შეზღუდვები მოხსნა თავის უფასო პროდუქტზე მომხმარებელთათვის ჩინეთში.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ღრუბლის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს კავშირზე დარჩენაში ეხმარებიან, აქტიური გამოყენების გამო შესაძლოა მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან კორონავირუსის გავრცელების გამო, დისტანციურად ბევრი ადამიანი მუშაობს.

Google ნებისმიერ მსურველს აძლევს თავისი განახლებული Hangouts Meet ვიდეო კონფერენციის ფუნქციის უფასოდ სარგებლობის უფლებას პირველ ივლისამდე, რადგან კომპანიები და სკოლები კორონავირუსის, COVID-19 გავრცელების გამო, დისტაციურ რეჟიმზე არიან გადასულები.

Google-მა ამის შესახებ თავის ბლოგპოსტში განაცხადა, "რადგანCOVID-19-ის გავრცელების გამო სულ უფრო მეტი და მეტი თანამშრომელი, მასწავლებელი და სტუდენტი მუშაობს დისტანციურად, ჩვენ საკუთარი წვლილის შეტანა გვსურს იმაში, რომ ისინი კავშირზე დარჩნენ და ნაყოფიერად იმუშაონ".

Hangouts Meet - ნაყოფიერების გასაზრდელი ინსტრუმენტების, Google G Suite-ის ნაკრების ნაწილია, Google-ის დოკუმენტებთან და ცხრილებთან ერთად. მას თავისი პროდუქტის განათლებაზე ორიენტირებული ვერსიაც აქვს და კორპორაციულიც, მსხვილი ბიზნესისთვის. ეს ფუნქციები იმ პრემიალურ ვერსიებშია, რომლებიც ივლისამდე უფასო იქნება.

ამ ფუნქციებში შედის ერთი ზარის განხორციელებისას 250 ადამიანამდე მონაწილეობის შესაძლებლობა, 100 000 მაყურებელზე პირდაპირი ტრანსლირება დომენის ფარგლებში, ამასთან ერთად, შეხვედრების ჩაწერისა და მათი Google Drive-ზე შენახვის შესაძლებლობა.

ეს ცვლილება იმის გამო მოხდა, რომ Zoom-მმა, Google Hangouts Meet-ის კონკურენტმა ინსტრუმენტმა, დროებითი შეზღუდვები მოხსნა თავის უფასო პროდუქტზე მომხმარებელთათვის ჩინეთში. Zoom-ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ იუანმა, რომელიც ჩინეთის შანდუნის პროვინციაში დაიბადა, თავის ბლოგში დაწერა, რომ მათი დახმარება სურს, ვინც ძლიერ დააზარალა ვირუსმა, რადგან მის გამო დღესაც კი, ოფისებით დაწყებული და სასკოლო ოთახებით დამთავრებული, ყველგან ჩაშლილია მუშაობა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას, ახლა უკვე ოფისის მეტი და მეტი თანამშრომელი მუშაობს სახლიდან და იმ ადგილებში, სადაც სკოლები დახურულია, პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ მოსწავლეები მოვლენების კურსში იყვნენ. Google აცხადებს, რომ ისინი ხედავენ, თუ როგორ იყენებენ სტუდენტები და მასწავლებლები ჰონგ კონგსა და ვიეტნამში Hangouts Meet-სა და სხვა საკლასო ინსტრუმენტებს, რადგან სკოლები დახურულია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ღრუბლის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან, რომ კვლავ ჩართულები იყვნენ საქმეებში, რეალურად მხოლოდ მოგებულები დარჩენიან თუ მათ აქტიურად გამოიყენებენ.

მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა Zoom-ის მომხმარებელთა რაოდენობა. CNBC იუწყება, რომ Bernstein Research-ის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების გამო Zoom-მა წელს უკვე შეძლო შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტი ახალი აქტიური მომხმარებლების მოზიდვა.

ჩვენ ვცდილობთ ამ რთულ დროში ჩვენს მომხმარებლებსა და კლიენტებს დავუჭიროთ მხარი, და ჩვენი ინფრასტრუქტურის გაფართოვებას ვაგრძელებთ, რომ ის დიდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რაც Hangouts Meet-ზეა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომსახურებაზე ოპტიმიზებული და საიმედი წვდომა იყოს უზრუნველყოფილი", - ნათქვამია Google-ის ბლოგზე.

ჩვენ გვინდა იმ კომპანიებსა და სკოლებს დავეხმაროთ კავშირზე დარჩნენ, რომლებსაც COVID-19-ის გავრცელების გამო იზოლირებულები არიან: ამ კვირიდან დაწყებული, ჩვენი ვიდეო კონფერენციის აპლიკაცია, Hangouts Meet უფასო იქნება 2020 წლის პირველ ივლისამდე, G Suite -ის ყველა მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში.

https://cloud.google.com/blog/products/g-suite/helping-businesses-and-schools-stay-connected-in-response-to-coronavirus …

Google Cloud-მა წლის ყველაზე დიდი კონფერენცია, Google Cloud Next-იც კი გააუქმა, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო და თანამშრომელთა მოგზაურობებს ზღუდავს იტალიაში, ირანში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. გასულ კვირას Google-მა დაადასტურა, რომ მის თანამშრომელს ციურიხის ოფისში, დადებითი პასუხი ჰქონდა კორონავირუსის ტესტზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი