კორონავირუსით გამოწვეულმა დისტანცირებამ Zoom-ის დამფუძნებლის კაპიტალი $2 მილიარდით გაზარდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დაახლოებით, $4 ტრილიონის ღირებულების საბაზრო ღირებულება გაანადგურდა ორშაბათს მსოფლიო ბაზარზე აქციების ფასის დაცემამ, მაგრამ ერთმა მილიარდერმა ამ შეტევების თავიდან არიდება იმის გამო მოახერხა, რომ სოციალური დისტანცირება უკვე ნორმა ხდება.
ერიკ იუანმა, კომპანია Zoom Video Communications Inc.-ის დამფუძნებელმა, ორშაბათს თავის სუფთა კაპიტალს $20 მილიონი შემატა, იმ დროს, როდესაც საფონდო ინდექსი 500, 12 პროცენტით დაეცა. ამ ვიდეოკონფერენციის კომპანიის აქციები 0.4 პროცენტით გაძვირდა, რითიც მისი წლიური მოგება 58 პროცენტით გაიზარდა. აქციების ფასი ვაჭრობის დასაწყისში, სამშაბათს, კიდევ 3.5 პროცენტით გაძვირდა, როდესაც Needham & Co.-ს ანალიტიკოსმა, რიჩარდ ვალერამ ინვესტორებს მათი ყიდვა ურჩია.
50 წლის იუანმა თავის სუფთა კაპიტალს 2020 წელს $2 მილიარდი მიუმატა, ეს Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში ( მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის რეიტინგი) ზრდის მიხედვით მეოთხე მაჩვენებელია. ის საერთოდ არ ფიგურირებდა ამ სიაში წლის დასაწყისში და ახლა, თავისი ქონებით, $5.6 მილიარდით, 274-ე ადგილზეა.
იზრდება მოთხოვნა Zoom-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ვირტუალური კონფერენციებისა და ვებ შეხვედრების ჩატარებას ამარტივებს, რადგან ვირუსის გავრცელების გამო ოფისები იხურება და შეხვედრები უქმდება. ბიზნეს კონფერენციებმა, კოლეჯების კურსებმა და საბავშვო სათამაშო ჯგუფებმაც კი, ინტერნეტში გადაინაცვლა, რადგან ადამიანები მთელ მსოფლიოში ყურს უგდებენ მოწოდებას, რომ ერთმანეთისგან შორს უნდა დაიჭირონ თავი.
იუანი ჩინეთში დაიბადა, რვაჯერ მიიღო უარი შეერთებული შტატების ვიზაზე, ვიდრე ბოლოს და ბოლოს სილიკონის ველზე არ აღმოჩნდა. Zoom-ის იდეა მას შემდეგ მოუვიდა თავში, როდესაც ათი საათის განმავლობაში გზაში იყო, რომ თავისი მეგობარი გოგონა ენახა, როდესაც ისინი კოლეჯის სტუდენტები იყვნენ.
მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ორშაბათს ჯამში სულ $258 მილიარდი დაკარგა, რის გამოც წელს მათი საერთო დანაკარგები $1 ტრილიონს აღემატებოდა. ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა Facebook Inc.-ის თანადამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგს, სიმდიდრით მსოფლიოს მეხუთე ადამიანს ჰქონდა, როდესაც მისი ქონება $9-დან $56.3 მილიარდამდე დაეცა.
ბოლო ცენტი-მილიარდერი (რომლის ქონებაც $100 მილიარდი ან მეტია)
მაგრამ წელს ფრანგ ბერნარ არნოზე მეტი არავის დაუკარგავს, ფუფუნების საგნების კომპანიის LVMH-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, 2019 წელი სხვა სამთან ერთად სუფთა კაპიტალით, სულ მცირე $100 მილიარდით დაასრულა. მაგრამ ორშაბათს მისი ქონება $4.6 მილიარდით შემცირდა, რის შედეგადაც, მისი ვარდნა 2020 წელს, $40.6 მილიარდი იყო. იგი მსოფლიოს სიმდიდრით მეოთხე ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს.
დღეისათვის, მხოლო ერთი ცენტი-მილიარდერიღა დარჩა, ჯეფ ბეზოსი. Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ორშაბათი სუფთა კაპიტალით $105.5 მილიარდით დაამთავრა, მას შემდეგ რაც მისი აქციები იმავე დღეს 5,4 პროცენტით დაეცა და დამატებით $5.4 მილიარდი მოაჭრა მის ქონებას.