კორპო – თანამშრომლებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი ჯანმრთელობის დაზღვევაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კორპო" არის თანამშრომლებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი სადაზღვევო სისტემაში, რომელიც "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 24-წლიან გამოცდილებასა და 1000-ობით ქართული კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით შეიმუშავა. დღეს "ჯიპიაი" 250 000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და უკვე მრავალი წელია, ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს.

"კორპო" ამ ისტორიის ახალი ეტაპია, განახლებული, გაძლიერებული და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, შექმნილი მრავალწლიან გამოცდილებასა და მომხმარებლების საჭიროებაზე დაყრდნობით:

"ამ ყველაფრის უკან ჩვენი გუნდის ექსპერტიზა დგას, რაც გულისხმობს მომხმარებლების საჭიროებების მუდმივ კვლევასა და უმცირეს დეტალებზე დაკვირვებას, რათა მომსახურება იყოს ჰუმანოცენტრული და მუდმივად უმჯობესდებოდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვრეაგირებთ მომხმარებლების მოთხოვნებზე, არამედ თავად ვნერგავთ სიახლეებს და ვთავაზობთ ბაზარს, იქნება ეს ტექნოლოგიურ თუ მომსახურების ნაწილში.

მონაცემთა დამუშავების ავტომატიზაცია და პროცესების გაციფრულება თითქმის ათი წლის წინ დავიწყეთ და ახლა უკვე მანქანური სწავლების მოდელებს ვიყენებთ ოპერაციების 80%-ში. ეს საშუალებას გვაძლევს, მომსახურება იყოს სწრაფი, ზუსტი და მარტივი", – თინათინ კობერიძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილე.

თინათინ სტამბოლიშვილი, "ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორი: "სწორედ ამიტომ, "ჯიპიაიმ" კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი ვიზუალური იდენტობა შექმნა, რათა დაზღვეულებისთვის უფრო ხელშესახები გამხდარიყო "კორპოს" სარგებელი. ახალი ბრენდი სწორედ ამ ურთიერთკავშირზეა აგებული – ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც თანამშრომელზე ზრუნვის ინსტრუმენტი კომპანიების ხელში. ის საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტვირთი გადმოგვაბაროს, ხოლო თავად დრო და რესურსი წინსვლასა და განვითარებაზე დახარჯოს. სწორედ ეს ემოციური გზავნილია ფრთის სიმბოლოში – "კორპო" კომპანიებსა და მის თანამშრომლებს ფრთების გაშლაში ეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი ზრუნვის სისტემის ქვეშ აქცევს და ქმნის საიმედო, დაცულ გარემოს მათთვის".

ნინო ხაჭაპურიძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" HR დირექტორი: "თანამედროვე რეალობაში, სადაც კომპანიებს ერთდროულად უწევთ სტრესის მართვა, კონკურენციის გაწევა, გუნდის მოტივაციის შენარჩუნება და ადამიანური კაპიტალის დაცვა, ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ არის მხოლოდ ბენეფიტი, არამედ ის ბიზნესის წარმატების გადამწყვეტი ინსტრუმენტია. თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა დღეს პირდაპირ აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე, სტაბილურობასა და პოზიციაზე.

თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ლამაზი სიტყვები აღარ არის, არამედ კომპანიების სტრატეგიის ნაწილი ხდება, რადგან პირდაპირი გავლენა აქვს ბიზნესის გრძელვადიანი მდგრადობაზე. მომხმარებელთა მოლოდინები სწრაფად ტრანსფორმირდება, თანამედროვე ორგანიზაციების თანამშრომლები მოითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევას, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს, პერსონალიზებულ პირობებსა და მოქნილ, ციფრულ მომსახურებას, რომელიც დროს დაუზოგავს.

კომპანიები კი ეძებენ ისეთ სადაზღვევო პარტნიორს, რომელიც მათი და თანამშრომლების უნიკალურ მახასიათებლებს გაითვალისწინებს. სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს "კორპო", "ჯიპიაი" კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი".

ია ადამაშვილი, ჯანმრთელობის დაზღვევის უფროსი ანდერაიტერი: "კორპოს" შემუშავებისას ჩვენი ამოცანა იყო რისკებისა და სარგებლის დაბალანსება, რომ კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს, მაღალი დაცულობის მქონე პროდუქტი შეგვექმნა.

"კორპო" ასევე არის მხარდაჭერის სისტემა, რომელიც კომპანიის ადამიანურ კაპიტალზე ზრუნვას რეალურ, ხელშესახებ სარგებელში გარდაქმნის. მისი გამორჩეულობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება:

  • პირველად ჯანდაცვაზე წვდომა ულიმიტოდ – 85 პირადი ექიმი და პედიატრი კლინიკა "კურაციოში", რომლებსაც არა მხოლოდ ტექნიკური როლი აქვთ, არამედ თანამშრომელს სამედიცინო სისტემასთან აკავშირებენ, რაც საშუალებას იძლევა, პრობლემები სწრაფად, ეფექტიანად და მიზანმიმართულად მოგვარდეს.
  • ციფრული სისტემები – ციფრული სერვისები ფარავს დაზღვევით სარგებლობის მთელ ციკლს (მიმართვის მოთხოვნიდან დაწყებული, საგარანტიოს მიღებით დამთავრებული), განახლებული აპლიკაცია კი მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მარტივი და სწრაფია. ამავდროულად, მოქმედებს მხარდაჭერის სერვისი 24/7, სადაც დაზღვეულს საქმე აქვს სამედიცინო განათლების მქონე მენეჯერებთან, რომლებიც აკვალიანებენ და ეხმარებიან მათ, სრულყოფილად და მარტივად ისარგებლონ სადაზღვევო სერვისებით.
  • რეალური თავისუფალი არჩევანი – ასზე მეტ კლინიკაში საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობით ისე, რომ დაზღვეული თანაგადახდით სარგებლობს – ანუ უმეტეს შემთხვევაში არაფერს იხდის და აღარ უწევს ანაზღაურებისთვის დოკუმენტების დოკუმენტების ატვირთვა და ჩარიცხვის ლოდინი;
  • რეალურ საჭიროებაზე მორგებული პირობები: მაღალი ლიმიტები, რომ დაზღვევა დაგეხმაროს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება ისეთ მაღალრისკიან დიაგნოზებზე, როგორიცაა კარდიოლოგია, ონკოლოგია, ჰოსპიტალიზაცია.
  • საზღვარგარეთ მკურნალობის რეალური შესაძლებლობა: სერიოზულ შემთხვევებში როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით. "კორპოში" ინტეგრირებულია წვდომა ევროპელ ექიმებთან (ქართულენოვანი საერთაშორისო პლატფორმა DIAGNOSE.ME) და საერთაშორისო კონსილიუმთან რთულ ონკოლოგიურ დიაგნოზებზე.

ბესიკ ფესტვენიძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" სიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორი: "ბაზარზე მოთხოვნა თანამშრომლებზე ზრუნვის მიმართულებით სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით თავად თანამშრომელთა მხრიდან. დღეს კარგი კადრები სამუშაოს არჩევისას ჯანმრთელობის დაზღვევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ კომპანიებისთვის ეს უკვე არა მხოლოდ სარგებელია, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილება თანამშრომლების ასარჩევად და შესანარჩუნებლად. "კორპო" სწორედ ასეთ მოთხოვნებს პასუხობს, თანამედროვე, პერსონალიზებული და ეფექტიანი სისტემით.

ჩვენი მისიაც არის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს მოვახერხეთ სწორედ კორპორაციულ ბაზარზე, რადგან ზედმიწევნით ვიცით სხვადასხვა ტიპის, ზომის ორგანიზაციების სპეციფიკა და არ გვაქვს "ერთ თარგზე მოჭრილი" პირობები ან პრემია.

შესაბამისად, ეს ერთგვარი საყოველთაობა განაპირობებს იმას, რომ ლიდერები ვართ უკვე ათ წელზე მეტია როგორც კორპორაციულ (ბაზრის წილით 27%), ისე ინდივიდუალურ ბაზარზე (ბაზრის წილი 54%)".

თინათინ ჭიღიტაშვილი, რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი: "განახლებული პროგრამის მთავარი იდეა მარტივია, ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა გახდეს მხარდაჭერის სისტემა, რომელიც თანამშრომლებს ყველა საჭირო დროს მხარში უდგას და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, ხოლო კომპანიებს ლოიალური თანამშრომლების, სტაბილურობისა და ეფექტიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.

"კორპოს" თანამშრომლებზე ზრუნვის პროგრამა კომპანიებს რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

  • გუნდის პროდუქტიულობა და კმაყოფილება – თანამშრომლები უფრო ჯანმრთელები და მოტივირებულები არიან, რაც სამუშაო პროცესებსა და ხარისხზე პირდაპირ აისახება.
  • ტალანტების შენარჩუნება და ჩართვა – პროფესიონალები გადაწყვეტილებებას სამუშაო ადგილის არჩევისას ჯანმრთელობის დაზღვევის ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. "ჯიპიაი" 24-წლიანი გამოცდილებითა და ადამიანზე ორიენტირებული სერვისებით გამორჩეულია, ამიტომ "კორპო" კომპანიებს საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნებაში ეხმარება.
  • სტრატეგიული კონკურენტული უპირატესობა – კომპანიები, რომლებიც სისტემურად ზრუნავენ თანამშრომლებზე, ბაზარზე უფრო მიმზიდველები და პასუხისმგებლიანები არიან.

"კორპოს" საშუალებით ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მაღალკვალიფიციურ პირად ექიმს ან პედიატრს თბილისსა და რეგიონებში. ისინი არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ რეალურ კლინიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, რათა თითოეულმა მომხმარებელმა საუკეთესო შედეგიანი მომსახურება მიიღოს".

"კორპოს" სერვისი მოიცავს ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობასაც, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ თანამშრომლის, არამედ მისი ოჯახის ჯანმრთელობის მხარდაჭერას.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" 24 წელია აზღვევს ათასობით ქართულ კომპანიას, ყველა ტიპისა და ზომის ბიზნესს და მისი მომსახურებით დღეს 250 000-ზე მეტი დასაქმებული სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. "ჯიპიაის" ბაზრის ყველაზე დიდი წილი – 27% უჭირავს და უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს გასული 10 წელია.