Get All Access for $5/mo

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო "ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

მაშინ, როდესაც, მსოფლიო და საქართველო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი კიდევ უფრო იზრდება და მნიშვნელოვანი ხდება.

კონკურსის წესები და პირობები:

  • საკონკურსო პროექტის/ინიციატივის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი (მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმო), რომელიც საქმიანობს საქართველოში;
  • წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს ჯილდოს ნომინაციებს;
  • წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა იყოს დაწყებული, მიმდინარეობდეს ან სრულდებოდეს 2020- 2021 წლებში;
  • კომპანიას შეუძლია შემოიტანოს რამდენიმე აპლიკაცია, სხვადასხვა ნომინაციაში.

ნომინაციები:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება;

SDG 5 – გენდერული თანასწორობა;

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება;

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: 15 ივლისი - 30 აგვისტო

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა მოკლე სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე www.corporateaward.ge უნდა შეავსონ.

მეორე ეტაპი: 30 აგვისტო - 20 სექტემბერი

საკონკურსო პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:

  • მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
  • წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
  • წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

"ეს არის ჯილდო პროგრესული, თანამედროვე და პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის. ჯილდოს მიღება მანიშნებელია პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობის, რაც მომგებიანია კომპანიისთვის და ზრდის ნდობას კლიენტებთან, პარტნიორებთან, ინვესტორებთან ურთიერთობისას, და ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის ზრდას საქართველოში. კორპორაციული პასუხისმგებლობა ერთი მხრივ კონკურენტული უპირატესობა, მეორე მხრივ კი ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია." - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ გაიმართება მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება - მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ჟურნალისტს.

გასული წლების ჯილდო გადაეცათ კომპანიებს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. მათ შორის იყვნენ საბანკო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"