Get All Access for $5/mo

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი ჩაეშვა www.csrgeorgia.com

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CSRDG

საქართველოში პირველად, საინფორმაციო ვებპორტალი www.csrgeorgia.com ჩაეშვა, რომელიც ვიზიტორებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და კორპორაციული მდგრადობის შესახებ მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ერთად არის თავმოყრილი მრავალმხრივი, სრული, უახლესი ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების და პასუხისმგებელი ბიზნესის შესახებ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში. ეს ერთადერთი საინფორმაციო ვებპორტალია საქართველოში CSR-სა და კორპორაციული მდგრადობის შესახებ.

მსგავსი პორტალის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით საქართველოში. ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება CSR-ის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაცია მოიპოვოს ვებგვერდზე, სადაც გამარტივებული საძიებო სისტემით აღჭურვილი მრავალი რესურს-გვერდი და მონაცემთა ბაზა არის განთავსებული.

CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორმა, ლელა ხოფერიამ განაცხადა: "ვებგვერდის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას, CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციას, პასუხისმგებელი ბიზნესის პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოში. ეს პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ ერთ სივრცეში, ქართულ ენაზე ნახოთ ამ თემასთან დაკავშირებული უამრავი მასალა - საინფორმაციო სტატიები, საერთაშორისო სტანდარტები, პუბლიკაციები, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სახელმწიფო პოლიტიკები სხვადასხვა ქვეყანაში, სიახლეები და მრავალი სხვა."

ვებგვერდი განკუთვნილია კომპანიების ხელმძღვანელებისა და CSR მენეჯერებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე სამოქალაქო ცნობიერების მქონე მომხმარებლების, კომპანიის თანამშრომლებისა და უბრალოდ, პასუხისმგებელი მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს იცოდეს მეტი მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"