Get All Access for $5/mo

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო ''ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2022''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ზე განაცხადების მიღება გრძელდება 15 ივლისის დღის ბოლომდე.

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

წელს კონკურსის ნომინაციები გამომდინარეობს გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგი 6 მიზნიდან:

  1. ხარისხიანი განათლება; (SDG5)
  2. ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; (SDG8)
  3. მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; (SDG9)
  4. მდგრადი მოხმარება და წარმოება; (SDG12)
  5. მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები; (SDG16)
  6. პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის; (SDG17)

კონკურსის წესები და პირობები:

  • საკონკურსო პროექტის/ინიციატივის ავტორი უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი (მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმო), რომელიც საქმიანობს საქართველოში;
  • წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს ჯილდოს ნომინაციებს;
  • წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი/ინიციატივა უნდა იყოს დაწყებული, მიმდინარეობდეს ან სრულდებოდეს 2021- 2022 წლებში;
  • კომპანიას შეუძლია შემოიტანოს რამდენიმე აპლიკაცია, სხვადასხვა ნომინაციაში.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოსთან დაკავშირებით საინფორმაციო სესია ჩატარდება ოთხშაბათს, 13 ივლისს, 15:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე https://us02web.zoom.us/j/82560283500

ამასთან ერთად, კონკურსი ცხადდება საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვისაც. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

რაც შეეხება ჯილდოს ისტორიას, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არიან პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:

  • მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში;
  • წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
  • წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მეტი ინცორმაციისთვის იხილეთ ლინკი

საკონკურსო პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური.

კონკურსი ტარდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით

დამატებითი ინფორმაცია:

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა

დამატებით ინფორმაციას ჯილდოსთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირები:

ქეთი ბოჭორიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორი – 577 11 59 56, ketevan@globalcompact.ge

სოფო ხუჭუა, ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი – 577 15 85 04, sopho@globalcompact.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია