Join our Waitlist for Expert Advice!

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 – ''ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

20 ოქტომბერს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-მა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს 2022 − "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაჯილდოება უკვე მეხუთედ ჩატარდა, ხოლო მისი ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული "მდგრადი განვითარების მიზნების" მიხედვით შეირჩა. ჯამურად, ეს დოკუმენტი 17 პუნქტს აერთიანებს, თუმცა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო წელს ექვს ნომინაციაში იყო დაწესებული. ეს ნომინაციებია:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

"საქართველოს ბანკი" − პროექტი "იდეათეკა", მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

"საქართველოს ბანკი" − პროექტი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა

SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

"ლიბერთი ბანკი" − პროექტი "ტელეკლინიკა MyDoc"

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

"პოლივიმი" − პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო

SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები

"თიბისი ბანკი" − პროექტი "მხარდაჭერა უკრაინას"

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის

"ქვერთი" და "სუპერგმირი" − პროექტი "სუპერგმირი"

"კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს 2022 წლის ცერემონია წარმატებით ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ ექვსი ნომინანტიდან ორი გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანიები არიან, მათ შორის ერთ-ერთი, გამოვლინდა ნომინაციაში: "SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის", სადაც ბიზნესიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, ვაღიარეთ "2022 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პიონერი" და ასევე, ორი გამარჯვებული გამოვავლინეთ კატეგორიაში "მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის". კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო მიზნად ისახავს ბიზნესსექტორში ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტის კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის კუთხით. ეს არის არა მხოლოდ კომპანიების აღიარების საშუალება, არამედ ცნობიერების ამაღლების საშუალებაც, როგორც ბიზნესსექტორში, ისე საზოგადოებაში. შესაბამისად, ვაპირებთ გავაგრძელოთ კონკურსის ჩატარება მომავალ წელსაც და გაზაფხულზე დავიწყებთ აპლიკაციების მიღებას. წლიდან წლამდე ვხედავთ, თუ როგორ უმჯობესდება შემოსული აპლიკაციების ხარისხი, რასაც ჟიურის წევრებიც ადასტურებენ. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც საინტერესო აპლიკაციებს მივიღებთ კომპანიებისგან", აცხადებს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური დაჯილდოება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გახსნეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას პარტნიორს − გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს, რომ შესაძლებლობა მომეცა კორპორაციული პასუხისმგებლობის რიგით მეხუთე დაჯილდოებას დავესწრო. ასევე, მადლობა ღონისძიებაში მონაწილე ყველა იმ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების საკითხებს თავიანთი ბიზნესის ძირითად მიზნად მოიაზრებენ. მიმდინარე დაჯილდოებაზე აპლიკანტთა რეკორდულმა რაოდენობამ შეავსო განაცხადი, რაც ნათლად გამოხატავს კერძო სექტორის ძალისხმევასა და სურვილს მდგრადი განვითარების მიმართულებით. დაჯილდოების ერთ-ერთი ნომინაცია გახლავთ SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები. ბედნიერი ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ ამ ნომინაციაში დასახელებული კომპანიები სოლიდარობას გამოხატავენ და მხარს უჭერენ უკრაინას ამ სრულმასშტაბიან და ბრუტალურ ომში. მიმდინარე რვა თვის განმავლობაში გაოცებული ვიყავი სოლიდარობის იმ მასშტაბით, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკრაინის მიმართ გამოიჩინა. მსოფლიოში კიდევ არაერთი გამოწვევაა, საკმაოდ რთულ და კრიზისულ პერიოდში ვცხოვრობთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივეს ამას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახავთ − მთავრობის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აქტიური თანამშრომლობითა და ჩართულობით. ამ ვითარებაში, მიზანდასახული და პასუხისმგებლობიანი ბიზნესები იქნებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის, ვინაიდან ყველა კრიზისის მიღმა შესაძლებლობები იმალება", − შვედეთის სამეფოს ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი.

ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში − კელი დეგნანმა; შვედეთის სამეფოს ელჩმა − ულრიკ ტიდესტრომმა; იაპონიის ელჩმა საქართველოში − აკირა იმამურამ; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში − კატარინა ბიორლინ ჰანსენმა; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ − სტეფან სირბუმ; საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა − ოლექსანდრ შულჰამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა − გიორგი ბაქრაძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.

"მოხარული ვარ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება, ყოველწლიურად სულ უფრო კონკურენტული ხდება, ვინაიდან მეტი და მეტი კომპანია, ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება აცნობიერებს ამ საკითხისა და მათ მიერ გაწეული შრომის აღიარების მნიშვნელობას. აშშ უკვე 30 წელია რაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მდგრადი პერსპექტივის შექმნას. საზოგადოება შედგება მოქალაქეებისგან, რომლებიც ზრუნავენ საერთო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც აქცევს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად. საქართველოს მოსახლეობა ისწრაფვის ევროპული და დასავლური მომავლისკენ, რაშიც აშშ-ის მთავრობა წლების განმავლობაში ეხმარება და გვერდით უდგას ქართველებს. კორპორაციული პასუხისმგებლობა ეხმარება საზოგადოებას ამ მიზნების მიღწევაში, ხოლო მდგრადობა მხოლოდ ამ ორი მხარის პარტნიორობით მიიღწევა. კორპორაციული პასუხისმგებლობა აჩენს ნდობას კერძო სექტორსა და ადამიანებს შორის საქართველოში. ადამიანის უფლებათა დაცვა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განათლება, სუფთა გარემო ყველასთვის − მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც კერძო სექტორისა და საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად რეალიზდება. გარდა ამისა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი სექტორთაშორისი კოლაბორაციის შესაძლებლობის შექმნაა, რაც სექტორებს რესურსების გაერთიანებისა და ლოკალური თუ გლობალური პრობლემების მოგვარების საშუალებას აძლევს. აშშ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას და პასუხისმგებლობის წახალისებას", − აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 − "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" უკვე მესამედ გადაეცა მედიის წარმომადგენლებსაც, ნომინაციაში: "მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის საქართველოში".

მიმდინარე წელს გამართული კონკურსის შედეგად, გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო/რადიოსიუჟეტი

მარიამ ვაჩნაძე − "ბიზნესპარტნიორი"

ციფრული/ბეჭდური სტატია

ალექსანდრე გვინდაძე − რადიო "თავისუფლება"

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო იმართება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო საქართველოში მოქმედ კომპანიებს უკვე მეხუთედ გადაეცემათ. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 − "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ხოლო გამარჯვებულებს საშუალებას აძლევს მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში.

გასულ წლებში ჯილდო გადაეცათ კომპანიებს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიდან. მათ შორის იყვნენ საბანკო, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას ნიშნავს იდეალური სამიზნე

კლიენტის მოძებნის კონცეფცია ახალბედა ანტრეპრენერთათვის

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის