"კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"კრისტალ ჯგუფი" 15-16 ივნისს ბაკურიანში დაგეგმილი "ეკოფესტ 2024-ის" ოქროს სპონსორია.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სადაგი" უკვე მეორე წელია, დასუფთავების აქციას მართავს დაბა ბაკურიანში. ფესტივალის ფარგლებში, სპონსორების მხარდაჭერითა და მოხალისეების ჩართულობით, იგეგმება ტყეების, მინდვრების და გზისპირების მოწესრიგება. გაიმართება საინტერესო, სახალისო-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.
"ეკოფესტი 2024-ის" ფარგლებში სასტუმრო "კრისტალი" უმასპინძლებს მოხალისეებს და აქტიურად ჩაერთვება როგორც დასუფთავების, ისე სხვა ლოგისტიკურ სამუშაოებში.
დაბაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და მათთან გამკლავება მნიშვნელოვან როლს იკავებს "კრისტალ ჯგუფის" სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ კომპანია ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ბაკურიანში გამართულ საზოგადოებრივ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში.
ისევე, როგორც მთელ საქართველოს, ასევე ბაკურიანის დაბინძურების მრავალი მიზეზი არსებობს. ზამთრის სეზონის დასასრულს აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს, ვინაიდან სეზონის განმავლობაში დაგროვილი ნარჩენები თოვლის დნობის შემდეგ ჩნდება ზედაპირზე.
პირველი სასტუმრო დიდველზე "კრისტალმა" 2009 წელს გახსნა. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ არაერთი დეველოპერული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომელიც "კრისტალის საკურორტო ზონად" ჩამოყალიბდა, სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ოთხივე სეზონზე კომფორტული დასვენებისთვის:
- 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო;
- 700-ზე მეტი სასტუმრო ტიპის აპარტამენტი;
- 21 ვილისგან შემდგარი კომპლექსი;
- 5 კაფე-რესტორანი;
- საერთაშორისო სტანდარტების საბაგიროები და სათხილამურო ტრასები;
- ყინულის და სპორტული მოედნები;
- პროფესიონალური სპორტული და სატრენაჟორო დარბაზი;
- კეთილმოწყობილი ტყე-პარკი.
"კრისტალ ჯგუფი" მუდმივად ვითარდება და ყოველწლიურად სიახლეებით ანებივრებს დამსვენებლებსა და მობინადრეებს.