Sponsored Content

ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებს მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ. შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის "ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" ფარგლებში გაიმართება.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი "იმერეთის" სამგანზომილებიან მაკეტს.

მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე.

*მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის.

მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.