Get All Access for $5/mo

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი ''ნამაი ვაკე'' გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

22 ივნისს ლიეტუველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული საცხოვრებელი კომპლექსი "ნამაი ვაკე" საზეიმოდ გაიხსნა. 3-წლიანი მშენებლობის შემდეგ, პროექტი დასრულდა და მზად არის მაცხოვრებლების მისაღებად.

პროექტის გამოკვეთილი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით, საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით მოამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპირატორი ტენიანობისთვის, სახურავზე კი — მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია საერთო სივრცეების გასანათებლად. "ნამაი ვაკეს" ტერიტორიაზე განთავსებულია წვიმის შემგროვებელი წყლის ავზი, რომელიც კომპლექსს მოსარწყავად და სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკური წყლით ამარაგებს.

გარდა ამისა, ბინის ღირებულებაში შედის: 1-3-მდე საპარკინგე ადგილი, სასაწყობე ფართი, კონდიციონერი, სავარჯიშო დარბაზი, კონსიერჟის მომსახურება, ბიზნესშეხვედრების ოთახი მულტიმედია მხარდაჭერით, დაცული და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, სველ წერტილებში ჩაშენებული ავზი, საზაფხულო სივრცეები და სხვა.

აქცენტი მაღალხარისხიან ეკომასალებზე, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება, ეს ის პუნქტებია, რომელთა საშუალებითაც "ნამაი ვაკე" მშენებლობის ევროპულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

"ზემოთჩამოთვლილი ყველა ეს გადაწყვეტა მცხოვრებლებისათვის, კომუნალურ მომსახურებაზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალ გადასახადს უზრუნველყოფს."– აღნიშნავს მმართველი კომპანიის, " ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის" დამფუძნებელი, როლანდას ზახარევიჩუსი.

ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი (BI Group) ლიტვური კაპიტალის მქონე კომპანიაა, რომელიც საქართველოსთვის ქმნის სრულიად ევროპული სტანდარტების მქონე უძრავი ქონების პროექტებს. კომპანია მიზნად ისახავს აამაღლოს ხარისხის სტანდარტი ადგილობრივ ბაზარზე. დღეს BI Group აერთიანებს ქართველ და ლიეტუველ პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებს, გეოლოგებს, კონსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს. BI Group გლობალური ბრენდის, პრასლასის შვილობილი კომპანიაა.

"ნამაი ვაკე" ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის" პირველი პროექტია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".