Sponsored Content

პლატფორმა - Touch Google-თან ერთად მობილური თამაშების ინდუსტრიისთვის ახალ პროგრამას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UNLOCK - ეს არის "Touch"-ის ახალი პროგრამა მობილური თამაშების ინდუსტრიისთვის. მათთვის ვისაც სურს იდეა/პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე წარმატებით გაიტანოს, იპოვოს "განმთავსებლები" (Publishers) ან ინვესტორები.

პროგრამა Touch-ის, Google for Startups და GampCamp-ის თანამშრომლობით არის შექმნილი და პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს პირადი შეხვედრების წარმოებას, ინდუსტრიაში მოქმედ სტუდიებთან და გუნდებთან, მათი საჭიროებების გაანალიზებას და მასზე დაფუძნებლი სპეციალური სტრატეგიის შემუშავებს ქვეყანაში თამაშების ინდუსტრიის განვითარებისთვის.

პროგრამის მენტორები იქნებიან Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა და Google-ის თამაშების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიუს გასიევსკი. ისინი ყველა შერჩეულ გუნდს პირადად გაესაუბრებიან, მოისმენენ მათ საჭიროებებს, გააცნობენ თამაშების ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებს და მისცემენ კონკრეტულ რჩევებს იდეის/პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.

კვლევის საფუძველზე შეიქმნება კონკრეტული სტრატეგია, რომლის შედეგადაც გუნდებს ექნებათ წვდომა სპეციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე და გლობალურ ქომუნითიებზე, მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ინდუსტრიის მიმდინარე პროცესებზე, რაც ცოდნის, კონტაქტებისა და პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრებზე რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია 15 თებერვლამდე.

შეავსეთ აპლიკაცია ამ ბმულზე: Start Game

ადგილები შეზღუდულია.