Get All Access for $5/mo

"ლავლადაში" - მაღაზია-სალონი მესტიაში "ტერაბანკის" ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერის პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ENTREPRENEUR აგრძელებს იმ ბიზნესკლიენტების გაცნობას, რომლებსაც "ტერაბანკმა" პანდემიის სირთულეებთან გასამკლავებლად დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები შესთავაზა. როგორც ბანკში ამბობენ, გასული წლის გაზაფხულზე, მოულოდნელად დაწესებული შეზღუდვების დაწყებისთანავე, არ გასჭირვებიათ პროგნოზირება, რომ როგორც თავად, ისე მათ ბიზნესკლიენტებს ახალი გამოწვევები და საჭიროებები გაუჩნდებოდათ. ეს კი სწრაფ და მოქნილ რეაგირებას მოითხოვდა.

"მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", ‒ აღნიშნავენ "ტერაბანკში".

დღეს გაგაცნობთ მაღაზია-სალონს "ლავლადაში", რომელიც გამორჩეული ეთნორეალობითა და კულტურით მდიდარ სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. იგი ვიზიტორებს კუთხის კულტურული თავისებურებებითა და სიმბოლიკებით გაფორმებულ სუვენირებსა და აქსესუარებს სთავაზობს. მაღაზია-სალონი უკვე მეშვიდე წელია არსებობს და სტუმრებს სამახსოვრო ნივთებით დახუნძლულებს უშვებს.

"ჩვენს მაღაზიაში ქვეყნისა და განსაკუთრებით სვანეთისთვის დამახასიათებელი სუვენირების შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის, სვანური ქუდების, ხელნაკეთი დანებისა და ჯამების, ეროვნული სამოსის, სვანეთის პეიზაჟების, ქართული ტიხრული მინანქრის, სამკაულების, ქართული ღვინისა და სვანური მარილის. პროდუქციის დიდი ნაწილი ხელნაკეთი ნივთებია, რომლებიც არა მარტო სვანეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც მზადდება", − ამბობს "ლავლადაშის" დამფუძნებელი შოთა ნიგურიანი.

"ლავლადაშის" საქმიანობა ტურიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ 2020 წელს ტურისტული ნაკადების შემცირებამ გაყიდვებისა და შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. არსებული რთული მდგომარეობის შემსუბუქების ერთ-ერთ შესაძლებლობად საქმიანობაში ახალი, ელექტრონული ინსტრუმენტების ინტეგრირება და კომუნიკაციის ციფრული არხების განვითარება განიხილებოდა. ჩანაფიქრის რეალიზებაში "ლავლადაშს" სწორედ "ტერაბანკი" დაეხმარა.

"ჩვენი ცნობადობა და პოპულარობა სოციალურ ქსელებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ინტერნეტსივრცეში კი ბრენდს გამართული ვიზუალი − ლოგო და ფოტოები სჭირდება. ეს მომხმარებელს საინტერესო მოლოდინს უქმნის და შენთან სტუმრობისკენ უბიძგებს. "ტერაბანკი" სწორედ ამ მიმართულების გამართვაში დამეხმარა. გარდა ამისა, შევიძინე ცოდნა, თუ როგორ იქმნება სოციალური მედიის სტრატეგია, მისი შესაბამისი კონტენტი, და როგორ იმართება ეს ყველაფერი ეფექტიანად. მივიღე ბევრი საჭირო რეკომენდაცია და იდეა, რომელთა რეალიზებასაც უახლოეს მომავალში ჩვენი გვერდის მომხმარებლები თავად იხილავენ", − აღნიშნავს შოთა ნიგურიანი. შემსუბუქებული შეზღუდვებისა და ტურიზმის გამოცოცხლების პარალელურად, შოთა ნიგურიანს უკვე ახალი გეგმები აქვს და ვიზიტორებს საინტერესო შეთავაზებებს ჰპირდება. "ტერაბანკი" მას ბიზნესის გაფართოებაში, ამჯერად საოჯახო სასტუმროსა და სადღესასწაულო ცენტრის მოწყობაში ეხმარება. სულ მალე "ლავლადაშის" სტუმრები განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დაიმუხტებიან და სვანეთში მოგზაურობის მოგონებებს ახალ თავგადასავლებსაც შემატებენ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან